ადამიანებს, რომლებიც გვიანობამდე არ იძინებენ, უფრო დიდი სოციალური წრე ჰყავთ
ფოტო: Shutterstock
ადამიანის ცხოვრების რეჟიმი დიდწილად დედამიწის დღე-ღამის ციკლით არის განპირობებული. ცირკადული რიტმის საშუალებით ადამიანის ორგანიზმში უამრავი ბიოქიმიური და ფიზიოლოგიური პროცესი იმართება, ისევე, როგორც მისი ფსიქოლოგიური და სოციალური ქცევა.
დედამიწის დღე-ღამის ციკლთან ყველა ჩვენგანის ურთიერთობა განსხვავდება. ზოგიერთ ადამიანს შუადღეს გაღვიძება და დილით დაძინება ურჩევნია, ზოგს კი საღამოს დაძინება და დილით ადრე ადგომა. ზოგი კი ამ ორიდან ვერც ერთ ქრონოტიპში ვერ ჯდება.
ქრონოტიპი ადამიანის ცირკადული რიტმების ქცევით გამოვლინებას ეწოდება.
ცხადია, რომ ადამიანის ქრონოტიპს დიდი გავლენა აქვს იმაზე, თუ ვისთან ექნება მას კომუნიკაცია. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ადამიანთან საუბარი, როდესაც მას სძინავს, კომუნიკაციის დიდად ეფექტური საშუალება ვერ არის, ამიტომ ჩვენ იძულებულნი ვართ, რომ იმ ადამიანებს ვესაუბროთ, რომლებსაც იმავე დროს ღვიძავთ, როდესაც ჩვენ.
შესაბამისად, დიდი შანსია, რომ "ღამის ადამიანებმა" ერთმანეთთან უფრო ხშირად დაამყარონ კომუნიკაცია, ვიდრე იმათთან, ვინც ღამე იძინებს და დილით ადრე დგება. თუმცა, მსგავსი სოციალური ქცევის არსებობის დადასტურება ფართომასშტაბიანი კვლევით არასდროს მომხდარა.
ფინეთის აალტოს უნივერსიტეტში მეცნიერმა ტელაია ალეტავომ კოლეგებთან ერთად 1 000 ადამიანის სოციალური წრე და ძილის რეჟიმი შეისწავლა.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა მონაწილეებს, რომლებიც მოხალისე სტუდენტები იყვნენ, სპეციალური აპლიკაციით აღჭურვილი სმარტფონები დაურიგეს, რომელიც სტუდენტების აქტივობას საზღვრავდა. მაგალითად, ტექსტური შეტყობინებებისა და ზარების რაოდენობას.
"თითოეული აქტივობის შესახებ აპლიკაციიდან მიღებული ინფორმაცია თარიღითა და დროით იყო დაშტამპული, რისი საშუალებითაც ექსპერიმენტის თითოეულ მონაწილეს საკუთარი ქრონოტიპი მივანიჭეთ", - აცხადებს ალეტავო.
შემდეგ მეცნიერებმა მონაწილეთა კატეგორიზირება მოახდინეს - თუ სტუდენტი დილის საათებში, კერძოდ კი 05:00-დან 07:00-მდე, მოსალოდნელზე უფრო აქტიური იქნებოდა, მას ტოროლების კატეგორიაში სვამდნენ. ხოლო თუ სტუდენტი 00:00-დან 02:00-მდე იქნებოდა განსაკუთრებით აქტიური, ის ბუების კატეგორიაში ვარდებოდა. ის მონაწილეები, რომლებიც მკაცრად არც ერთ განრიგს არ მიეკუთვნებოდნენ, გარდამავალ კატეგორიაში ხვდებოდნენ.
შემდეგ გუნდმა კვლევისთვის სოციალური ქსელი შექმნა, რომელშიც მონაწილეებს შორის არსებული კავშირები ჩანდა. ამ ქსელში თითოეული წრე ადამიანია, ხაზებით კი სხვა ადამიანებთან გაკეთებული ზარები და ტექსტური შეტყობინებებია გამოსახული.
საბოლოოდ, მეცნიერებმა ბუებისა და ტოროლების სოციალური კავშირები გააანალიზეს, რათა მათ შორის არსებული შესაძლო განსხვავებები გამოევლინათ. უფრო კონკრეტულად, ისინი დააკვირდნენ, თუ რამდენად პოპულარული იყო ეს თუ ის ადამიანი, რამდენად უფრო ხშირად უკავშირდებოდნენ ისინი საკუთარი კატეგორიის ხალხს და რა როლი ჰქონდა თითოეულ ადამიანს სოციალურ ქსელში.
"საღამოს აქტიურად მყოფ ბუებს უფრო მრავალფეროვანი და დიდი პირადი წრე ჰყავდათ, ვიდრე ტოროლებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთმანეთთან კონტაქტს შედარებით უფრო იშვიათად ამყარებდნენ. გარდა ამისა, სოციალურ ქსელში ბუებს უფრო მნიშვნელოვანი და ცენტრალური ადგილები ეკავათ", - აცხადებს ალეტავო.
ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ ბუები ძლიერად ჰომოფილურები აღმოჩნდნენ. ჰომოფილია ეწოდება ინდივიდების ტენდენციას, დაუახლოვდნენ თავის მსგავსებს. ალეტავო აცხადებს, რომ ბუები ერთმანეთს იმაზე უფრო ხშირად უახლოვდებოდნენ, ვიდრე ეს უბრალო შემთხვევითობით შეიძლება აიხსნას.
საინტერესო ისაა, რომ ტოროლებში მსგავსი ტენდენცია არ დაფიქსირებულა.
ეს შეიძლება ავხსნათ იმით, რომ სოციალური შეკრებები უფრო ხშირად დღის მეორე ნახევარში იმართება. შესაბამისად ის ადამიანები, რომლებიც გვიანობამდე არ იძინებენ, მსგავს შეხვედრებში მონაწილეობას უფრო ხშირად იღებენ, ან სულაც თავად გეგმავენ მათ. კვლევით ისიც გაირკვა, რომ ტოროლები უფრო მეტ დროს მარტო ატარებენ და სხვა ადამიანებთანაც უფრო იშვიათად ურთიერთობენ, ამის მიზეზი ისაა, რომ სოციალური ამბები დილით ბევრად უფრო იშვიათია.
მიღებული შედეგები საინტერესოა, რადგან მათი განზოგადება სხვადასხვა საკითხზე შეიძლება. მეცნიერებმა დიდი ხანია იციან, რომ ადამიანის ქრონოტიპი მრავალ სხვადასხვა რეზულტატთან არის კავშირში, მაგალითად, აკადემიურ მოსწრებასთან, წონასთან, ან ფიზიკურ და გონებრივ ჯანმრთელობასთან.
ერთ-ერთი კვლევით ასევე გაირკვა, რომ სოციალურ წრეებში გარკვეული ქცევები ერთმანეთთან უფრო ხშირადაა დაკავშირებული. მაგალითად, ადამიანები, რომელთა სხეულის მასის ინდექსიც (BMI) მაღალია, უფრო მეტად ასევე მაღალი BMI-ს მქონე ადამიანებთან ამყარებენ კონტაქტს.
სავარაუდოდ, ქრონოტიპების უფრო დეტალური ანალიზით კიდევ ბევრი საინტერესო დასკვნის გაკეთება შეიძლება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი

კომენტარები