2016 წლის Sony World Photography Awards-ის გამარჯვებული ფოტოები
ფოტო: everst/shutterstock
2016 წლის 21 აპრილს. ლონდონში Sony World Photography-ის წლევანდელი გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
წლევანდელი ფოტოკონკურსი მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური და დიდი აღმოჩნდა, მასში მონაწილეობა 230 103 ნამუშევარმა მიიღო. გამარჯვებულები და მეორე-მესამე ადგილის მფლობელები 14 კატეგორიაში გამოვლინდნენ.
გამარჯვებულთა და შორტლისტში გასულ ავტორთა გამოფენა გაიმართება ლონდონში, სომერსეტ ჰაუსში, 22 აპრილიდან - 8 მაისამდე.
კონკურსის გრან პრი და ჯილდო $25 ათასი ირანელმა ფოტოგრაფმა ასგარ ხამსემ მოიპოვა.
ფოტოგრაფს კონკურსზე პორტრეტების სერია სიძულვილის ალი ჰქონდა წარდგენილი, რომელშიც მჟავის შესხმით დასჯილი ადამიანების პორტრეტებია წარმოდგენილი.
ფოტო: Asghar Khamseh/Sony
ამ ფოტოზე თეირანის 18 წლის მკვიდრი შირინ მოჰამადია აღბეჭდილი. 2012 წლის პირველ იანვარს, მას თაყვანისმცემელმა ხელი სთხოვა, გოგონასგან უარის მიღების შემდეგ კი მას მჟავა შეასხა. შირინმა მარჯვენა თვალი დაკარგა, ხოლო ყური, ცხვირი და პირი დაუზიანდა. მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ სახის ნაკვთებისა და ჯანმრთელობის აღსადგენად კიდევ ბევრია საჭირო.
ფოტო: Asghar Khamseh/Sony
34 წლის მოჰსენ მორტასავი, 2012 წელს თანამშრომელმა მჟავა შეასხა. თავდამსხმელი სახუმარო სატელეფონო ზარების გამო გაუბრაზდა კოლეგას და შური ასე იძია. თუმცა, როგორც შემდეგ გაირკვა, მოჰსენი არაფერ შუაში იყო და დამნაშავე სულ სხვა ადამიანი აღმოჩნდა. მოჰსინმა დაკარგა მარჯვენა თვალი, კანი სახესა და თავზე და ძლიერი ქიმიური დამწვრობა მიიღო მთელს ტანზე.
იხილეთ სხვა გამარჯვებულების ნამუშევრები:
საუკეთესო ფოტო არქიტექტურის კატეგორიაში
ამელი ლაბურდეტი, ფოტო-სერია მტვრის იმპერია.
ამ ფოტო-სერიაში ფოტოგრაფმა სამხრეთ იტალიაში, ფინანსური კრიზისის შედეგად მიტოვებული მშენებლობები აღბეჭდა. ნამუშევრების იდეა თანამედროვე არქეოლოგიისა და ახალი სამყაროს შენების პერსპექტივის წარმოჩენაა.
დაუსრულებელი მშენებლობა (პალერმო, იტალია)
ფოტო: Amélie Labourdette/Sony
დაუსრულებელი მშენებლობა (ჯიარე, იტალია)
ფოტო: Amélie Labourdette/Sony
გამარჯვებული ბუნებრივი კადრის კატეგორიაში
კირსტინ შმიტი, ფოტო-სერია მოლოდინი.
ამ სერიაში კრისტინ შმიტი მოლოდინს სწავლობს. ის ეცადა კადრებზე ის მომენტი აღებეჭდა, როდესაც ადამიანები სხვადასხვა რამეს ელიან, ახალ ამბავს, ხვალინდელ დღეს, ვინმე კონკრეტულ ადამიანს და ა.შ.
ჰავანა, კუბა
ფოტო: Kirstin Schmitt/Sony
ფოტო: Kirstin Schmitt/Sony
გამარჯვებული კონცეპტუალური კადრის კატეგორიაში
ჯულიან მაუვე, ფოტო-სერია სალამი მარსიდან.
ჯულიანმა წარმოიდგინა, როგორ მოიქცეოდნენ ტურისტები უსიცოცხლო და დაუსახლებელ სამყაროში, როგორიცაა პლანეტა მარსი, მოგზაურობისას. მან გადაწყვიტა გადაეღო სტერეოტიპული ტურისტული ფოტოები და სერიაში აესახა ორი ტურისტის მოგზაურობა წითელ პლანეტაზე.
ფოტო: Julien Mauve/Sony
ფოტო: Julien Mauve/Sony
გამარჯვებული პეიზაჟის კატეგორიაში
მარიშკა ლავინი, ფოტო-სერია არაფრის მხარე.
მარიშკა ნამიბიაში მოგზაურობდა და თავის ფოტო სერიაში სწორედ ამ ქვეყნის პეიზაჟები აღბეჭდა.
მარტორქა (ნამიბია)
ფოტო: Maroesjka Lavigne/Sony
ანტილობა (ნამიბია)
ფოტო: Maroesjka Lavigne/Sony
გამარჯვებული პორტრეტის კატეგორიაში
მარჩელო ბონფანტი, ფოტო სერია ებოლას დამმარცხებლები.
ადამიანი, რომელმაც დაამარცხა ებოლა (სიერა ლეონე)
ფოტო: Marcello-Bonfanti/Sony
ფოტო: Marcello-Bonfanti/Sony
გამარჯვებული მიმდინარე მოვლენების კატეგორიაში
ანჯელოს ცორცინისი.
ფოტო: Angelos Tzortzinis/Sony
ფოტო: Angelos Tzortzinis/Sony
ფოტო კონკურსი ყოველწლიურია და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა














დისკუსია: რომელია თქვენი ფავორიტი ფოტო?