ამ საკითხზე სერიოზულად უნდა ვიმსჯელოთ — ჭიდაობის პრეზიდიუმის წევრი გეგეშიძის მიერ მოჭიდავის ცემაზე
ფოტო: პირველი არხი
ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმის წევრი გურამ საღარაძე აცხადებს, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ მოჭიდავის ცემის საკითხზე პრეზიდიუმმა სერიოზულად უნდა იმსჯელოს.
"ის უნდა იყოს მაგალითი ყველა ჩვენგანისთვის, დიდისთვის თუ პატარისთვის. ზრდილობის, სიკეთის, სიყვარულის, მეგობრობის და ერთ გუნდად შეკვრის და თანადგომის. ესეთი რამეები არ შეიძლება, ყოვლად მიუღებელია", — განაცხადა საღარაძემ რუსთავი 2-თან ინტერვიუში.
დაპირისპირება ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტსა და მოჭიდავეს შორის
11 იანვარს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის ფინალის დროს დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ევროპის ორგზის ჩემპიონი, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი დაშავდა. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი მსაჯის დაწერილი ქულა გახდა, რამაც მოჭიდავის უკმაყოფილება და გულშემატკივრების დაპირისპირება გამოიწვია. თუმცა, დათუნაშვილმა განაცხადა, რომ დაპირისპირება ფედერაციის პრეზიდენტთან დაახლოებულმა პირებმა დაიწყეს, როცა მის ძმას, რომელიც იმ მომენტში მისი სეკუნდანტი იყო ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მისივე თქმით, გულშემატკივარი გაშველებას ცდილობდა და არა ერთმანეთს უპირისპირდებოდა.
მოგვიანებით, რუსთვი 2-მა ვიდეომასალა გაასაჯაროვა, სადაც ჩანს, რომ ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე დათუნაშვილს სახეში რკინის საგანს და მუშტს ურტყამს.
მოჭიდავე ამბობს, რომ ფედერაციის ხელმძღვანელობასთან უთანხმოება აქამდეც ჰქონდა სხვა საკითხზე არასამართლიანი გადაწყვეტილებების გამო. მისივე თქმით, ფედერაციას ჰყავს გარკვეული ჯგუფი, რომელიც მათთვის არასასურველ პირებს მსგავსი ძალადობრივი მეთოდებით უპირისპირდება.
მომხდარის შესაფასებლად On.ge დაუკავშირდა ჭიდაობის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, გიორგი იანტბელიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ ძალადობის ფაქტი არა ფედერაციის პრეზიდენტის, არამედ დათუნაშვილის და მისი მხარდამჭერების მხრიდან დაინახა.
"ძალადობის ფაქტი მე მეორე მხრიდან დავინახე. სხვა მე არ დამინახია არაფერი... სისხლი რომ მოსდიოდა [ზურაბ დათუნაშვილს], მაგან შეიძლება, შეხვედრაზე მოუწია, შეიძლება გულშემატკივრებთან მოუვიდა რაღაც", — აცხადებს იანტბელიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო. ამ მუხლით პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ძალადობისთვის ეკისრება.
შსს-ში ამბობენ, რომ ის პირები, რომლებიც ინციდენტში მონაწილეობდნენ გამოკითხვაზე არ მივიდნენ. უწყებაში აცხადებენ, რომ გარემოებების გამოსავლენად ყველა კანონიერ ბერკეტს გამოიყენებენ და ისინი სასამართლო წესით დაიკითხებიან.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

კომენტარები