FDA: "ანტიბაქტერიული" საპნების ეფექტიანობა ჩვეულებრივისგან არაფრით განსხვავდება
თუ აქამდე რეკლამების გავლენის ქვეშ, ძვირიან, ანტიბაქტერიულ საპნებს ყიდულობდით, დროა თქვენი ფული დაზოგოთ და ჩვეულებრივ საპნებზე გადაერთოთ.
აშშ-ს საკვებისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) გამოაქვეყნა ახალი, სიღრმისეული ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ე.წ. "ანტიბაქტერიული" საპნების უპირატესობას ჩვეულებრივი საპნების მიმართ, როდესაც საქმე ეხება ბაქტერიების ან ვირუსების გავრცელებას.
გარდა ამისა, სააგენტოს ახალი წესით, კომპანიებს აეკრძალათ საკუთარ პროდუქტებში 19 პოპულარული "ანტიბაქტერიული" ქიმიკატის გამოყენება, ისეთების, როგორებიცაა ტრიკლოზანი და ტრიკლოკარბანი. მწარმოებლებს პროდუქციის შემადგენლობის შესაცვლელად და ბაზრიდან აღნიშნული ქიმიკატების შემცველი მარაგის ამოსაღებად ერთ-წლიანი ვადა მიეცათ.
არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება, რომელიც ანტიბაქტერიული საპნების ეფექტიანობას ადასტურებს
"მომხმარებლები ფიქრობენ, რომ ხელის ანტიბაქტერიული საპნით დაბანა უფრო ეფექტიანია ბაქტერიების მოსაშორებლად, თუმცა, არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება, რომელიც ამას ადასტურებს", აცხადებს ჯანეტ ვუდკოკი, FDA-ს მედიკამენტების შეფასებისა და კვლევის ცენტრის დირექტორი. "ზოგი მონაცემი იმასაც კი აჩვენებს, რომ შესაძლოა, ანტიბაქტერიული ინგრედიენტები, დროთა განმავლობაში, უფრო მეტ ზიანს აყენებს ორგანიზმს, ვიდრე - სარგებელს."
კონკრეტულად კი, სააგენტოს ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ცხოველებზე დაკვირვებისას, ტრიკლოზანის მსგავსი ქიმიკატების გრძელვადიანი ზემოქმედების შემდეგ, ირღვეოდა სხეულის ჰორმონალური ფუნქცია. დამატებით, არსებობს ეჭვი, რომ ბაქტერიებთან მებრძოლი ქიმიკატები ხელს უწყობს ანტიბიოტიკ-გამძლე ბაქტერიების წარმოშობას. ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული ბაქტერიების გამო, უკანასკნელ წლებში, მსოფლიოს გარშემო ათასობით ადამიანი იღუპება, მკვლევარების აზრით, ეს რიცხვი მომავალ ათწლეულებში მილიონობით გაიზრდება.
მწარმოებლების ნაწილმა აკრძალული ქიმიკატების ამოღება უკვე დაიწყო საკუთარი პროდუქციიდან. თუმცა, Washington Post-ის ინფორმაციით, აშშ-ს ბაზარზე არსებული, ორ ათასამდე ანტიბაქტერიული პროდუქტის უმეტესობა, 19 აკრძალული ქიმიკატიდან ერთს მაინც შეიცავს.
FDA-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ აკრძალვა არ შეეხება ხელის საწმენდ სითხეებს (ე.წ. სანიტაიზერებს) და ჯანდაცვის სფეროში გამოყენებად ანტიბაქტერიულ პროდუქტებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები