საქართველომ ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარა
ფოტო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველომ ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი, ხუან გუაიდო დროებით პრეზიდენტად აღიარა. შესაბამისი განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ტვიტერის გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა ისიც, რომ იგი მიესალმება საქართველოს პარტნიორების მხარდამჭერ განცხადებებს და მხარს უჭერს ვენესუელას, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველო არ აღიარებს ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს ახალ მანდატს:
"საქართველო, როგორც საერთაშორისო საზოგადოების წევრი, არ აღიარებს 2018 წლის 20 მაისს ჩატარებულ ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს. არჩევნები გაიმართა უთანასწორო, უსამართლო და არადემოკრატიულ გარემოში".
ვენესუელის პრეზიდენტად ხუან გუაიდო პირველად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აღიარა, შემდეგ კი კანადამ, კოლუმბიამ, პერუმ, ბრაზილიამ, არგენტინამ, ჩილემ, პარაგვაიმ და ბოლივიამ.
ბოლო სამი დღის განმავლობაში, ვენესუელა ფართო საზოგადოებრივმა პროტესტმა მოიცვა. მოსახლეობა ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს გადადგომას მოითხოვდა. კარაკასში გამართულ მიტინგზე გუაიდომ მადურო არალეგიტიმურ პრეზიდენტად გამოაცხადა. გუაიდომ აღნიშნა, რომ ხელისუფლების უზურპაციის დასასრულებლად და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად პრეზიდენტის მოვალეობებს გარდამავალ პერიოდში თავად შეასრულებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბოლო დღეებში მიმდინარე საპროტესტო აქციებს სულ 4 ადამიანი ემსხვერპლა. პროტესტების ახალი ტალღა ქვეყანაში მას შემდეგ დაიწყო, რაც თავდაცვის სამინისტრომ შეუმდგარი სამხედრო გადატრიალების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. საპროტესტო მოძრაობას სათავეში, სწორედ ხუან გუაიდო ჩაუდგა, რომელიც აქტიურად მოუწოდებდა მის მხარდამჭერებს ებრძოლად ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ.
ნიკოლას მადურო, ვენესუელას პრეზიდენტად პირველად 2013 წელს აირჩიეს. 2018 წელს 1 300 000%-იანი ინფლაციის მიუხედავად, ნიკოლას მადურო უკვე მეორედ გახდა ქვეყნის პრეზიდენტი, თუმცა არჩევნების შედეგები არალეგიტიმურად ცნო დემოკრატიული სახელმწიფოების ნაწილმა. მადუროს არალეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლებაც.
ვენესუელა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები
10 იანვარს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების პრეზიდენტები ვენესუელაში პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ინაუგურაციაზე დასასწრებად კარაკასში ჩავიდნენ. ვენესუელა ერთ-ერთი იმ ხუთ ქვეყანას შორის, რომელმაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკები აღიარა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რესპუბლიკები რუსეთმა, ნაურუმ, ნიკარაგუამ და სირიამაც აღიარეს.
ამავე თემაზე:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები