რა დამატებით კრიტერიუმებს სთავაზობს ეკა ბესელია უმრავლესობას მოსამართლეების ასარჩევად
ფოტო: გვანცა ნემსაძე/On.ge
ქართული ოცნების ოფისში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხთან დაკავშირებით უმრავლესობის ფორმატში მსჯელობა გრძელდება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია დეპუტატებს თავის შემუშავებულ კანონპროექტს წარუდგენს და მოსამართლეების ასარჩევად დამატებით კრიტერიუმებს შესთავაზებს.
ეკა ბესელია განმარტავს, რომ მისი კანონპროექტი ემყარება პრინციპს, რომ პარლამენტს მოსამართლეების არჩევის პროცესში მეტი მანდატი ჰქონდეს. ბესელია ფიქრობს, რომ პარლამენტმა არ უნდა განიხილოს მხოლოდ ის სია, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარუდგენს მათ. დეპუტატის აზრით, უზენაეს სასამართლოში მოხვედრა სისტემის გარეთ მყოფ პირებსაც უნდა შეეძლოთ, იმ შემთხვევაში, თუ კონსტიტუციით გაწერილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. ბესელია ფიქრობს, რომ ეს დააზღვევს იმ რისკებსა და წუხილს, რომელიც საზოგადოებას აქვს სასამართლო სისტემის მიმართ.
"იუსტიციის საბჭოს არ აქვს დღეს მაღალი სანდოობა. მისი რეპუტაცია და სანდოობა სერგო მეთოფიშვილის განცხადებების შემდეგ მინიმუმამდე დავიდა. პარლამენტმა შეძლო და პროცესი გადავიტანეთ ჯანსაღ საკანონმდებლო საქმიანობის ეტაპზე. ახლა ეს პასუხისმგებლობა პარლამენტმა მთლიანად უნდა აიღოს. საბჭოს უნდა დარჩეს მხოლოდ კონსტიტუციური ვალდებულება, რაც სიის წარდგენას გულისხმობს", — განმარტა ეკა ბესელიამ.
ეკა ბესელია უმრავლესობის შეხვედრაზე მოსამართლეების ასარჩევად დამატებით კრიტერიუმებსაც შესთავაზებს დეპუტატებს. მისი კანონპროექტის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ვერ უნდა გახდეს მოსამართლე, რომლის მიმართაც სტრასბურგის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ასევე სიაში ვერ უნდა მოხვდნენ პოლიტიკური ნიშნის მქონე საქმეების განმხილველი მოსამართლეები.
"თუ მოვახერხებთ ამ მთავარ ფასეულობებზე შეთანხმებას იქნება კანონპროექტის ერთი ვერსია, თუ კონსენსუსი ვერ შედგება, მაშინ დავაინიცირებთ ჩვენს კანონპროექტს. ორი ვერსია რომ არ გაჩნდეს, კონსენსუსი უნდა ვეძებოთ", — განაცხადა ეკა ბესელიამ უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნათან, გიორგი მიქაუტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს იქამდე არ აირჩევენ, სანამ კანდიდატების შერჩევისა და წარდგენის კრიტერიუმები არ გაიწერება. მან ასევე განმარტა, რომ შემუშავებული კრიტერიუმები იმ მოსამართლეობის კანდიდატებზეც გავრცელდება, რომელთა სიაც უკვე პარლამენტშია. ირაკლი კობახიძის თქმით, კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებსა და პროცედურებზე სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფში იმსჯელებენ.
მიუხედავად იმისა, რომ დღემდე არ არსებობს პროცედურა, რომლითაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატები უნდა შეარჩიოს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი უკვე წარდგენილია. ამის გამო, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილსა და საბჭოს არამოსამართლე წევრებს პროცესის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე კითხვები უჩნდებათ. გიორგი მიქაუტაძის თქმით, ყველა მოსამართლე მზად არის გაიაროს ის კრიტერიუმები, რომელსაც პარლამენტი შეიმუშავებს.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10-ვე კანდიდატმა პარლამენტს მოუწოდა, მათი კანდიდატურები არ განიხილოს. საუბარია იმ მოსამართლეებზე, რომლებსაც არასამთავრობო სექტორი და მოქალაქეების ნაწილი "ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის" მოიხსენიებდნენ. განცხადებას, რომელსაც მოსამართლეობის 10-ვე კანდიდატი აწერს ხელს, წინ უსწრებდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არასამთავრობოების მიერ გამართული აქცია.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია თანამდებობიდან 27 დეკემბერს გადადგა. მისი თქმით, ამით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებას შეუშალა ხელი.
ეკა ბესელიას გადადგომას მმართველ გუნდში დაპირისპირება მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ბესელიას გადადგომის მიზეზები პარტიის შიდა სამზარეულოა, რომელსაც ნაწილობრივ გარეთ გამოიტანეს.
ამავე თემაზე:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები