ტურისტები სუვენირის ძიებაში — ჯვრის მონასტერთან გარემოვაჭრეებს დახლებს ისევ არ ახსნევინებენ
ფოტო: თამუნა გეგიძე/On.ge
მცხეთის ჯვრის მონასტერთან გარემოვაჭრეებს დახლების გახსნის უფლებას ისევ არ აძლევენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიციის ეკიპაჟი.
ფოტო: თამუნა გეგიძე/On.ge
ფოტო: თამუნა გეგიძე/On.ge
On.ge-სთან საუბარში გარემოვაჭრეები აცხადებენ, რომ დახლებს მესამე დღეა ვერ ხსნიან. მათი თქმით, 25 იანვარს, სამუშაო დღის დასასრულს საპატრულო პოლიცია ამოვიდა და დახლებს ფოტოები გადაუღო, რის შემდეგაც განუცხადეს, რომ ვაჭრობა უნდა შეეწყვიტათ და დახლები აღარ გაეხსნათ. მათივე თქმით, ამ წუთებში საპატრიარქოში მოლაპარაკებების დასრულებას ელოდებიან, რის შემდეგაც მათ, სავარაუდოდ, გზიდან 15 მეტრის დაშორებით გამოუყოფენ სავაჭრო ადგილს.
მონასტერთან დილის 9 საათიდან იკრიბებიან ტურისტები. რამდენიმე მათგანმა იქვე მყოფ ტაქსის მძღოლებს ჰკითხა, შესაძლებელია თუ არა სადმე სამახსოვრო სუვენირების შეძენა, რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღეს.
უკრაინიდან ჩამოსულმა ტურისტმა, მაშა მატვეენკომ On.ge-სთან საუბარში აღნიშნა, რომ უკვე შეიძინა ალავერდისა და სვეტიცხოვლის ტაძრის მაკეტი და სურვილი ჰქონდა ჯვრის მონასტერიც შემატებოდა მის კოლექციას, თუმცა არ გაუმართლა. მაშა ამბობს, რომ მოუხერხებელია, როცა ქალაქის ცენტრიდან დაშორებულ ტურისტულ სივრცესთან ახლოს არ დგას ჯიხური, სადაც წყლის ან წვენის შეძენა იქნება შესაძლებელი.
ფოტო On.ge-ს არქივიდან, რომელიც დახლების დახურვამდეა გადაღებული.
ფოტო: თამუნა გეგიძე/On.ge
ფოტო On.ge-ს არქივიდან, რომელიც დახლების დახურვამდეა გადაღებული
ფოტო: თამუნა გეგიძე/On.ge
თურქეთიდან ჩამოსული ტურისტი იაფან იულუზბაი კი აცხადებს, რომ ცოლისთვის საჩუქრად თექისაგან დამზადებული კაშნეს წაღება სურდა, თუმცა სვეტიცხოველთან არ იყიდა იმის იმედად, რომ აქ დახვდებოდა. იაფანი ამბობს, რომ ჯვრის მონასტერში ხშირად მიდის და დახურული დახლები აქამდე არ უნახავს.
მონასტერს სტუმრობდა სომხეთიდან ჩამოსული ტურისტების ჯგუფიც. როდესაც მათ სუვენირების შეძენის სურვილის გამოთქვეს ადგილობრივმა გიდმა განუცხადა, რომ მერია სავაჭრო სივრცეს არემონტებდა და სწორედ ამიტომ არ დახვდათ მათ ადგილზე დახლები.
გარევაჭრობის გამო მცხეთის ჯვრის მონასტრის კარები ვიზიტორებისთვის 14 იანვარს დროებით დაიკეტა. გადაწყვეტილება ტაძრის წინამძღვარმა, კონსტანტინე ჯინჭარაულმა მიიღო. წინამძღვრის განმარტებით, ტაძრის დაკეტვის მიზეზი მოუწესრიგებელი გარევაჭრობა გახდა, რომელიც "გარემოს ამახინჯებდა და შეუფერებელ სიტუაციას ქმნიდა".
კონსტანტინე ჭინჭარაულს დაეთანხმა საპატრიარქოც. მათ განცხადება გაავრცელეს, სადაც ეწერა, რომ "ხალხის გაჭირვება ესმით, თუმცა ამდენი ტურისტის ფონზე მოუწესრიგებელი გარემო უხერხულია".
გარემოვაჭრეები On.ge-სთან ყვებიან, რომ მას შემდეგ, რაც მონასტრის წინამძღვარმა პრეტენზია გამოთქვა და ტაძარი ჩაკეტა, მათ გზის სავალი ნაწილი დატოვეს და ჯებირებს უკან გადაინაცვლეს. რამდენიმე დღეში მათ უფრო უკან დახევა მოსთხოვეს და დახლები დაახლოებით 5-10 მეტრის დაშორებით გადაატანინეს, თუმცა გახსნის უფლება მაინც არ მისცეს. გარემოვაჭრეების ცნობით, წინანმძღვარი სთავაზობს სივრცეს გზიდან 200 მეტრის დაშორებით, რომელსაც თავისი საქონლისთვის საძოვრად იყენებს. მათივე თქმით, ამ ტერიტორიაზე ტურისტები არ ჩავლენ და მათ მუშაობას აზრი არ ექნება. მცხეთის ჯვრის მონასტრის გარემოვაჭრეები საპროტესტო აქციებს აანონსებენ და წინამძღვართან შეხვედრას გეგმავენ. თუმცა, ამბობენ, რომ ბევრი მცდელობის მიუხედავად წინამძღვარი მათ არ ხვდება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

კომენტარები