ხოშტარია: ჩუგოშვილის განცხადება ცინიკური და უარგუმენტოა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ ქართული ოცნების ახალი სახის, თამარ ჩუგოშვილის განცხადება, რომლითაც მან ნაცმოძრაობა მოსალოდნელ პროვოკაციაში დაადანაშაულა, ცინიკურია:
"ძალიან ცინიკურია ქართული ოცნების მხრიდან პროვოკაციაზე საუბარი იმიტომ, რომ ოთხი წლის განმავლობაში და საარჩევნო პერიოდშიც, ჩვენ ვხედავთ, რომ სისტემატიური ხასიათი აქვს ნაციონალური მოძრაობის მიმართ ძალადობას ქართული ოცნების მხრიდან."
On.ge-სთან საუბარში ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, ქართულ ოცნებას არ აქვს იმის თქმის უფლება, რომ თითქოს, ნაციონალური მოძრაობა ქართული ოცნების მიმართ პროვოკაციებს ამზადებს, რადგან ოცნების მხრიდან მუდმივად ხდება ნაციონალური მოძრაობაზე ძალადობის წახალისება და დაუსჯელობა:
"მაგალითად, კორცხელის ინციდენტიც საკმარისია და ასევე, ჩემი ოფისის დარბევა. მესამე დღეა ამ საქმეზე პროკურატურას არავინ დაუკითხავს და არასერიოზულ დამოკიდებულებას იჩენს. ამ ფონზე, ცხადია, ასეთი განცხადებების კეთება მათი მხრიდან ცინიკურია."
ხოშტარიას განცხადებით, ქართულ ოცნებაში ავიწყდებათ, რომ მმართველი გუნდს პასუხისმგებლობა აკისრია წინასაარჩევნო გარემოზე, ძალადობრივ ფონზე და უკანონობაზე. ხოშტარიას თქმით, ჩუგოშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა მმართველი პარტიის გარდა ოპოზიციურ პარტიებსაც ევალებათ პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მცდელობაა და ხაზს უსვამს იმას, რომ მათ საერთოდ არ ესმით რას ნიშნავს ხელისუფლებაში ყოფნა:
"მათ არ ესმით, რომ როცა ქვეყანაში ხდება არაერთი ძალადობა, ამას უნდა გაეცეს პასუხი, სხვა შემთხვევაში ეს აზიანებს მთლიანად ქვეყანას, რასაც ჩვენ ვუყურებთ ოთხი წელია. არც ერთი შემთხვევა ოპოზიციაზე ძალადობისა არ ყოფილა გამოძიებული და არავინ დასჯილა. სამწუხაროა, რომ პოლიტიკაში მოსულ ახალ სახეებს ეს არ ესმით. "
დღეს გამართულ ბრიფინგზე ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს წევრმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობა წინასაარჩევნოდ გარკვეული სახის არეულობს გეგმავს. მათთვის ცნობილია რომ მზადდება სხვადასხვა ტიპის დაპირისპირების პროვოცირება ქართული ოცნების დაგეგმილ ღონისძიებებზე , ასევე, ორგანიზებული ფორმით დაძაბულობისა და დაპირისპირების შეტანა წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები