EMC: პოლიცია დემონსტრაციულად რეპრესიული იყო სამოქალაქო აქტივისტების მიმართ
ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტრო
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) კვლევას აქვეყნებს - პოლიტიკური ნეიტრალიტეტი პოლიციის სისტემაში. საპოლიციო პრაქტიკაზე დაკვირვება მოიცავდა 2015 წლის ივლისიდან 2016 წლის ივნისამდე პერიოდს.
კვლევის ერთ-ერთ ძირითად მიგნებად აღნიშნულია, რომ საკვლევ პერიოდში, განსხვავებით პოლიტიკური ჯგუფებისგან, პოლიცია დემონსტრაციულად რეპრესიული ჩანდა სამოქალაქო აქტივისტებისა და, ზოგადად, აქტივისტთა ჯგუფების მიმართ. ავტორები მიუთითებენ, რომ ეს ხდებოდა განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც აქტივისტები ხელისუფლების პოლიტიკას ან და ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებთან დაკავშირებულ მოვლენებს აპროტესტებდნენ.
ასევე, კვლევაში უარყოფით ტენდენციად აფასებენ პოლიციის ინერტულობას ცალკეული პირების თუ კერძო ჯგუფების მხრიდან, პროვოცირებული/ინიცირებული და განხორციელებული ძალადობების აღკვეთისას, მათ შორის, პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ:
"მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ სამართალდამცავების მხრიდან პოლიტიკური ჯგუფების (პოლიტიკური ოპოზიციის) მიმართ პირდაპირი ძალადობის ტენდენცია არ გამოკვეთილა, კერძო და ლოკალური ძალადობის ფაქტებზე არასაკმარისი რეაგირება და მათი შემდგომი გავრცელება მნიშვნელოვნად აზიანებდა პოლიტიკურ გარემოს და პროცესებს ქვეყანაში და ქმნიდა ერთგვარი სახეცვლილი "პოლიტიკური ძალადობის" ელფერს".
როგორც კვლევის ფარგლებში ათი საქმის ანალიზმა აჩვენა, ასეთი საპოლიციო ინსტრუმენტებია:
- ნარკოტესტირებაზე პირების თვითნებური და დაუსაბუთებელი გადაყვანა;
- ადმინისტრაციული დაკავების დაბალი სტანდარტებით გამოყენება;
- წვრილმანი ხულიგნობისა და დაუმორჩილებლობის ფართოდ განმარტება და სხვა;
კვლევის ავტორები წერენ, რომ მათ ძირითად მიგნებას წარმოადგენს ხარვეზიანი საკადრო პოლიტიკა, რაც გამოიხატება შინაგან საქმეთა მინისტრის ფაქტობრივად შეუზღუდავ უფლებამოსილებაში, საკადრო საკითხების გადაჭრისას, რითაც იქმნება პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან ამ ბერკეტებით მანიპულირების შესაძლებლობა:
"დაუხვეწავი და გაუმჭვირვალე საკადრო პოლიტიკა, რომელიც ასევე ემყარება ბუნდოვან ნორმებს და სადაც ასევე დიდია მინისტრის კომპეტენცია, ნოყიერ ნიადაგს ამზადებს პოლიციელებზე ზეგავლენის მოსახდენად".
კვლევის მიხედვით დაადგინეს, რომ პრობლემურია შიდა დისციპლინირების მექანიზმი, შსს-ს გენერალური ინსპექცია, არასაკმარისად დამოუკიდებელია:
"პრობლემურია შს სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურში მიღების, თანამდებობრივი დაწინაურებისა და გადაყვანის მექანიზმის, პრემირების სისტემის არასაკმარისი საკანონმდებლო რეგლამენტაცია და ამ პროცესში მინისტრის ფართო უფლებამოსილება".
კვლევა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტთან თანამშრომლობითა და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პროგრამა მატრას ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები