როგორ იქცა თბილისი მანქანების ქალაქად
ფოტო: ფოტო ვიდეოდან / ინდიგო
თბილისში წლიდან წლამდე, სულ უფრო მეტი ადამიანი ამბობს უარს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და მანქანით მგზავრობას ირჩევს. ხუთ წელიწადში ასე მგზავრების 12 პროცენტი მოიქცა. საქართველოში მანქანების რაოდენობა ყოველ წელს 10 პროცენტით იზრდება. ავტომობილების 36-ზე მეტი პროცენტი თბილისშია რეგისტირებული (2016 წ.). მეტ მანქანას კიდევ უფრო ფართო გზები და მეტი სადგომი სივრცე სჭირდება. ამიტომ, ქრება ის, რაც მანამდე ყველასი იყო - გზების მშენებლობებს ტროტუარები და სხვა საჯარო სივრცეები ეწირება. ასე გაქრა თავისუფალი სივრცე მზიურის პარკში, იპოდრომზე, იუსტიციის სახლთან და სხვა ტერიტორიებიდან. იქ ახლა გზებია და პარკინგი.
ქუჩებზე აქა-იქ, ტროტუარი საერთოდ არ არის, ან შუაში წყდება და მანქანის სავალ გზაზე რჩები. როცა ეტლით სარგებლობ, ტროტუარის კიდესთან იჭედები, ვერც მიწისქვეშაში ჩადიხარ — ქალაქში მხოლოდ ორ მიწისქვეშას აქვს სპეციალური ლიფტენი — ვაკის პარკთან და ოპერის წინ. იქაც ხშირად გაფუჭებულია.
ტროტუარებს მშენებლობებიც ხერგავს. ფეხით სავალ გზაზე იჭრება კომერციული ობიექტებიც.
მაგრამ პირველი, რაც თბილისს მანქანების ქალაქად აქცევს - მოშლილი საზოგადოებრივი ტრანსპორტია.
სატრანსპორტო ქსელი საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მალევე მოირღვა. ინდუსტრიულმა ზონებმა ფუნქცია დაკარგეს. პერიფერიულ რაიონებში - დიდ დიღომში, ვარკეთილში, გლდანში, მუხიანში დასახლებები გაიზარდა, ბიზნესის უდიდესმა ნაწილმა ცენტრალურ უბნებში მოიყარა თავი, გაჩნდა ახალი ზონები - ელიავას და ლილოს ბაზრობები, დიდუბის და ვაგზლის ავტოსადგურები, მოგვიანებით ისთ ფოინთი, თბილისი მოლი და სხვა - მგზავრთა ნაკადებიც ამ ახალი ზონებისკენ დროთა განმავლობაში სულ უფრო გაიზარდა და გზებზე ხერგილები გაჩნდა.
დამოუკიდებლობის პირველივე წლებში ტრამვაისა და ტროლებუსის ხაზები აიყარა და ქალაქს ამორტიზებული ავტობუსების შემცირებული რაოდენობა დარჩა. მეტროს ხაზების განვითარება საერთოდ შეჩერდა.
ქალაქი არასაკმარისი რაოდენობის ამორტიზებული ავტობუსების და პოსტ-საბჭოთა ქალაქებში გავრცელებული "მარშუტკების" ამარა დარჩა, რომლებსაც 2011 წლიდან — შპს თბილისის მიკროავტობუსი მართავს. ყველაზე მეტი ადამიანი კერძო მანქანების შემდეგ, დღემდე სწორედ მარშუტკებს დაჰყავს. ამ კომპანიასთან ქალაქის ხელისუფლების კონტრაქტს ვადა მხოლოდ 2032 წელს ეწურება. ესეც რომ არა, "მარშუტკების" ჩანაცვლება თბილისის მეტროსა და ავტობუსების ქსელს ჯერ მაინც არ შეუძლია — მგზავრების ნაკადს არც მეტროს ვაგონები ჰყოფნის, არც ავტობუსები.
წარმოიდგინე, დიდ დიღომში ცხოვრობ, ან ვაკეში - მეტრო შენს ყოველდღიურ მარშრუტში სრულფასოვნად ვერაფრით ჩაეწერება. არადა, ვაკე და დიდი დიღომი თბილისის თითქმის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული და დიდი უბნებია.
მასალის სრულ ვერსიას შეგიძლიათ გაეცნოთ On.ge-ს პარტნიორ ინდიგოს ვებგვერდზე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები