ალცჰაიმერის 10 გამაფრთხილებელი ნიშანი
ამ დროისთვის მხოლოდ ამერიკაში 5 მილიონზე მეტ ადამიანს ალცჰაიმერი აქვს. ყოველ 68 წამში ის ახალ ადამიანს უვითარდება. მეცნიერები ელიან, რომ 2050 წლისთვის ამ ნეიროდეგენერაციული დაავადების მქონე პაციენტების რიცხვი გასამმაგდება.
CNN-ის ცნობით, ამ დროისთვის, აშშ-ში ალცჰაიმერი იმ სასიკვდილო დაავადებათა ათეულში მეექვსე ადგილს იკავებს, რომელიც ჯერჯერობით არ იკურნება.
ამის მიუხედავად, ექსპერტები თანხმდებიან, რომ დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა ალცჰაიმერის რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებს მეტ დროს აძლევს ცხოვრების ძველი რიტმის შესანარჩუნებლად და მაშინაც კი, როცა დაავადება პროგრესირებს, მისი სიმპტომები ნაკლებად რთულად გადასატანი ხდება.
"ალცჰაიმერის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა უმჯობესია როგორც პაციენტებისთვის, ისე ჩვენთვის, რადგან ამით შესაძლებლობა გვექმნება მისი მკურნალობა დავგეგმოთ და პროცესი მედიცინისთვის უფრო ეფექტიანი გავხადოთ" - ამბობს კალიფორნიაში სიდარ-საინის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი კეიზ ბლეიკი.
ალცჰაიმერის ასოციაციის საერთაშორისო კონფერენციაზე ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ადამიანები ხშირად მიმართავენ თვითდიაგნოზირების მეთოდს. მათ შეისწავლეს 16 პოპულარული ონლაინ-ტესტი, აღმოჩნდა, რომ არცერთი მათგანი იყო ვალიდური და ჰქონდა სუსტი ეთიკური აგებულება.
"საკუთარი თავისთვის დიაგნოზის დასმა ონლაინ საკმაოდ პოპულარული, მზარდი ტენდენციაა. უამრავი ქუიზი შეგხვდებათ, რომლებიც ალცჰაიმერის დიაგნოზის დადგენას შემოგთავაზებთ, თუმცა ჩვენ რაც მათგან გავიგეთ, გულწრფელად რომ გითხრათ, ისაა, რომ ისინი საშიში და ზიანის მომტანია" - განაცხადა ჯული რობილარდმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ბოსტონში გამართულ კონფერენციაზე აღნიშნული კვლევა წარმოადგინა.
რობილარდის თქმით, მსოფლიო მასშტაბით მშობლებისთვის შექმნილი საიტები აპიარებენ ტესტებს, რომლებიც არასწორ შედეგებს აჩვენებს, მათი ვიზიტორების სტატისტიკა კი ყოველ თვეში 8,8 მილიონს აჭარბებს.
ამავე კონფერენციაზე, სხვა მკვლევარმა წარმოადგინა თავისი ნამუშევარი, რომელიც აჩვენებს, რომ ალცჰაიმერის არასწორი დიაგნოსტიკა იმ პაციენტებში, რომლებიც სინამდვილეში დემენციის ან პარკინსონის დაავადების მატარებლები არიან, მკურნალობას საჭიროზე ძვირს ხდის. Analysis Group, Inc.-სა და Eli Lilly and Co.-ს კვლევით, მცდარი მკურნალობა ამერიკელი პაციენტს წელიწადში 14 ათასი აშშ დოლარი უჯდება.
ალცჰაიმერის ასოციაცია ურჩევს იმ ადამიანებს, რომლებსაც ეჭვი აქვთ, რომ მათ მეგობარს ან ოჯახის წევრს შესაძლოა ეს დაავადება უვითარდებოდეს, ყურადღება მიაქციონ შემდეგ ათ ნიშანს:
- მეხსიერების ცვლილებები, რომლებიც ყოველდღიური ცხოვრების ტემპს მნიშვნელოვნად არღვევს;
- რთული გამოწვევების წარმოდგენა მარტივი პრობლემების გადაჭრის დროს;
- მარტივი დავალებების შესრულების უნარის დაქვეითება შინ, სამსახურში ან თავისუფალ დროს;
- დაბნეულობის განცდა დროსთან და ადგილთან მიმართებაში;
- პრობლემები სივრცითი განლაგებების და ვიზუალური გარემოს აღქმაში;
- პრობლემები სიტყვებთან საუბრის ან წერის დროს;
- ნივთების არასწორ ადგილას განლაგება და საკუთარი ნაბიჯების დავიწყება ან არევა;
- მსჯელობის უნარის შემცირება ან გაუარესება;
- მუშაობის ან სოციალური აქტიურობის მინიმუმამდე შემცირება;
- განწყობის ან პიროვნული ნიშნების ძლიერი ცვლილება.
ექიმთან კონსულტირება და დროული დიაგნოზი ალცჰაიმერით დაავადებულს და მის საყვარელ ადამიანებს ერთად გასატარებლად მეტ სრულფასოვან დროს აძლევს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები