რას ამბობენ პოლიტიკოსები და არასამთავრობოები პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებაზე
ფოტო: Anelo / Shutterstock
28 იანვარს ცნობილი გახდა, რომ სოციალურ ქსელში დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები გავრცელდა. აღნიშნულს გამოეხმაურა თვითონ ბესელიაც და თქვა, რომ მის წინააღმდეგ მორალური ტერორი მიმდინარეობს. ღია წერილში მან მოუწოდა ქალებს პოლიტიკაში მოვიდნენ და არსებული რეალობის შესაცვლელად იბრძოლონ.
ფარული კადრების მორიგ გავრცელებას გამოხმაურება მოჰყვა როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე პოლიტიკოსებში. ყველა მათგანი თანხმდება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბესელიას საქმე ჯეროვნად უნდა გამოიძიოს.
არასამთავრობო ორგანიზაციები
კამპანია ეს შენ გეხებას ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით საზოგადოების კრიტიკული ნაწილის დაშინება უნდათ.
კამპანიის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება, საეჭვოდ ემთხვევა ეკა ბესელიას მიერ ბოლო დროს გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
ქალთა მოძრაობა აცხადებს, რომ საქართველოში სექსი ქალთა პოლიტიკიდან განდევნის იარაღია. მათი თქმით, კადრების გავრცელებისა და შანტაჟისას განსაკუთრებული სამიზნე ქალები არიან და ეს პატრიარქალურ სისტემაზე მეტყველებს.
"ქალთმოძულე კულტურა ამგვარად სჯის პოლიტიკურად თუ საზოგადოებრივად აქტიურ ქალებს, ხოლო მათ, ვისაც პოლიტიკაში მოსვლა სურს — აშინებს. პირადი, მათ შორის, სექსუალური ცხოვრებით მანიპულირება, ან მისი გასაჯაროება ქალების პოლიტიკიდან განდევნის, მათი მორალური დისკრედიტაციისა და სრული მარგინზალიზაციის ყველაზე სასტიკი მეთოდია", — წერია ორგანიზაციის გავრცელებულ განცხადებაში.
დანაშაულის დისკრიმინაციულ მოტივზე საუბრობს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. მისი თქმით, "შანტაჟი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით სისტემურ პრობლემად იქცა".
"მნიშვნელოვანია, გამოძიებამ ხაზი გაუსვას დანაშაულის დისკრიმინაციულ მოტივს, რათა სათანადო პასუხი გაეცეს ამგვარი დანაშაულის ჩამდენ პირებს, და მომავალში, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროება პოლიტიკურ სისტემაში ქალთა დისკრიმინაციისა და ჩაგვრის იარაღი არ გახდეს", — ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეკა ბესელიას კადრების გავრცელებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა. მისი თქმით, კადრების გავრცელებით მანიპულირება აუცილებლად უნდა დასრულდეს.
"მოვუწოდებ სამართალდამცველ ორგანოებს დროულად და ეფექტურად გამოიძიონ გუშინ [28 იანვარს] სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაცია. საფრთხე, რომელიც ინტერნეტსივრციდან, კერძოდ არაიდენტიფიცირებადი გვერდებიდან ვრცელდება, საზოგადოებას მნიშვნელოვნად აზიანებს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, აღნიშნულ პრობლემებზე, საზოგადოების ფართო ჩართულობით, დაუყოვნებლივ დავიწყოთ ღია დისკუსია", — ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
ქართული ოცნება
თბილისის მერის, კახა კალაძის აზრით, ვიდეოჩანაწერების გავრცელებაზე საუბარი იყო, თუმცა თვითონ კადრები არავის უნახავს:
"გამოძიებამ უნდა დაადგინოს რასთან გვაქვს საქმე. არ ვიცი, შეიძლება კონკრეტული ადამიანები აკეთებდნენ რაღაცას ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, ალბათ, გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს".
კადრების გავრცელების რეალობის დადგენას ითხოვს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე:
"თუ დადგინდა, რომ ნამდვილად ჰქონდა ადგილი ჩანაწერის გავრცელებას, მაშინ ამას სჭირდება ნამდვილად, ძალიან მკაცრი რეაგირება სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან".
პირადი ცხოვრების დაცულობაზე საუბრობს განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაშიც. მისი თქმით, ნებისმიერი პოლიტიკოსი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გარანტიებით დაცული უნდა იყოს.
ლევან გოგიჩაიშვილი, რომელიც მოსამართლეების საკითხზე ეკა ბესელიას თანამოაზრეა, აღნიშნავს, რომ შსს-ს რეპუტაცია და ნდობა ამ საქმის გამოძიებაზე გადის. მისივე პოზიციით, სამინისტროს აქვს ყველაფერი, რათა საქმე ბოლომდე მიიყვანონ.
"ასეთი მეთოდებით ბრძოლა ჩვენთან არ გასდიოდა სააკაშვილს და ამის გამო მოხდა იმ ამბების გაკეთება და ვთქვათ, თუ ვინმე ცდილობს, რომ ამ მეთოდებით რამე მიიღონ, ძალიან ცდებიან იმიტომ, რომ ბოლო სერიაში ისინი მარცხდებიან და ყველა ხედავს, რომ აღმოჩნდებიან ხოლმე ციხეში".
მსგავსი კადრების გასაჯაროებას ამორალურს უწოდებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მისივე თქმით, ის ბოლომდე მიჰყვება საქმეს.
ოპოზიცია
ნაციონალური მოძრაობა
ოპოზიცია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაში ხელისუფლების კვალს ხედავს. ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე ამბობს, რომ მსგავსი კადრები ვრცელდება მაშინ, როცა ხელისუფლებას სჭირდება, რომ ის სათავისოდ გამოიყენოს.
"თუ ამ ლოგიკით წავალთ, ვის აწყობდა ამის გაკეთება ან ვისი გაკეთებულია, ბუნებრივია, ყველა გზა მიდის ხელისუფლებისკენ. თუ რატომ გაკეთდა ეს, ძალიან მარტივია. როგორც თვითონ იტყვიან, ვინც მიდის გუნდური დინების წინააღმდეგ, ისინი უნდა დაისაჯონ. ეს უკვე სიგნალია მათთვის, ვისაც სხვა დროს შეიძლება, განსხვავებული შეხედულებები ან პოზიციები ჰქონდეს", — აღნიშნა გოცირიძემ On.ge-სთან საუბრისას.
ევროპული საქართველო
ევროპული საქართველოს წევრი, ოთო კახიძე ამბობს, რომ "ივანიშვილის მმართველობამ" საზოგადოებას თავი პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებით დაამახსოვრა:
"მე არ დავასახელებ, რა თქმა უნდა, გვარებს, რომლისთვისაც ქალბატონ ეკასაც უნდა გამოეცხადებინა სოლიდარობა, ახლა თავად ხდება იგივე მიდგომის მსხვერპლი, თუმცა აქაც არ ამბობს სრულად სიმართლეს. რა თქმა უნდა, როცა გამოძიება ეფექტური არ არის, როდესაც არ ვიცით გამავრცელებლის ვინაობა, ბუნებრივია, ეჭვი არის ხელისუფლებაზე.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ინტერნეტში პოლიტიკოსი ქალების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზეა საუბარი. 2016 წლის 11 მარტში ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერისა და ყოფილი მინისტრის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა გავრცელდა. მალევე, 14 მარტს მუქარის შემცველი ვიდეოკადრები გავრცელდა. ვიდეომასალა მოქმედი ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ ჩანაწერების გავრცელების მუქარას შეიცავდა, თუ ისინი არ დატოვებდნენ თანამდებობებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში


კომენტარები