ენმ-მ მერიასთან აქცია დილიდან განაახლა
ფოტო: On.ge
თბილისის მერიასთან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია დღეს, 27 აპრილს, დილიდან განაახლეს. ისინი განმარტავენ, რომ კომპანია ფინსერვისმა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილს უკავშირებენ, თბილისის ბოტანიკური ბაღის კუთვნილი ტერიტორიის 4 ჰექტარი უკანონოდ მიიერთა.
გარდა ამისა, ნაციონალური მოძრაობის წევრი, ირაკლი აბესაძე On.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ პროტესტის მთავარი მიზეზი არის ის, რომ კრწანისი-შინდისის მშენებარე გზა, რომლითაც წელს თბილისს უნდა ესარგებლა, გაუქმებულია მხოლოდ იმიტომ, რომ იქ ივანიშვილს სასტუმროს მშენებლობა სურს:
"განსაკუთრებით ცუდია ეს იმიტომ, რომ ამ გზის მშენებლობის მოტივით უკვე მოჭრილი იყო 548 ხე, დაიხარჯა ასი ათასობით ლარი გაზის მილის გადასატანად. დღეს კი ვხედავთ, რომ აუქციონზე ხდება ამ ნაკვეთის მისაკუთრება ივანიშვილის მიერ, საბიუჯეტო სახსრები და განადგურებული ბუნება კი ფუჭი აღმოჩნდა".
აბესაძის თქმით, იმისთვის, რომ კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზა აშენდეს ალტერნატიულ ადგილას, რომელზეც თბილისის მერია საუბრობს, დამატებით 700 ხე უნდა მოიჭრას:
"ბოტანიკური ბაღის 4 ჰექტარი ტერიტორია, რომელიც ასევე მიითვისა ივანიშვილის კუთვნილმა კომპანიამ, კონტრარგუმენტად საუბრობენ, რომ მათ სანაცვლოდ 4 ჰექტარი გადასცეს ბოტანიკურ ბაღს, რაც მეასეხარისხოვანია, რადგან ფაქტია, რომ ტერიტორია, რომელიც წლების განმავლობაში ბოტანიკურ ბაღს ეკუთვნოდა, დღეს ივანიშვილის საკუთრებაა".
On.ge-ს შეკითხვას, წამოაყენა თუ არა ენმ-მ ბოტანიკური ბაღის საკითხი დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე, აბესაძემ უპასუხა, რომ მისმა გუნდმა ზემოაღნიშნული ორივე საკითხი დააყენა:
"მას [თბილისის მერს] მიაჩნია, რომ დღევანდელი ტექნიკური სხდომა ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ბოტანიკური ბაღზე ზრუნვა, ვიდრე განადგურებული ბუნების, ასე ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილისთვის საკუთრებაში გადაცემა".
აბესაძის განმარტებით, დღეს ნარმანიამ განაცხადა, რომ ენმ-ს მიერ დასმულ შეკითხვაზე მას პასუხის გაცემა არ სურს, საზოგადოებას კი მერიამ პასუხი უკვე გასცა (იგულისხმება 26 აპრილს ბოტანიკური ბაღის მიერ გავრცელებული განცხადება).
ენმ-ს წევრის, ნიკა მელიას განმარტებით კი, იმ შემთხვევაში თუ ბიძინა ივანიშვილი აუქციონში გაიმარჯვებს და შეისყიდის იმ ტერიტორიას, სადაც შინდისი-კრწანისის დამაკავშირებელი გზა უნდა აშენებულიყო, ენმ-ს მხრიდან უკიდურესად მწვავე საპროტესტო გამოსვლები დაიწყება:
"უკიდურესად მწვავე პროტესტი მოჰყვება იმას, თუ 3 მაისს ჩაატარებენ აუქციონს და ივანიშვილს გადასცემენ ტერიტორიას, სადაც უნდა აშენებულიყო თბილისელებისთვის გზა".
თბილისის მერიის პოზიციის გასარკვევად On.ge მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ მერიამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გუშინ უკვე გააკეთა, რაშიც ბოტანიკური ბაღის მიერ გუშინ გავრცელებული განცხადება იგულისხმეს.
გუშინ ბოტანიკურმა ბაღმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია დადებითად და ბაღისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს ბაღის ტერიტორიის საერთო ფართობის უცვლელად, საზღვრების კორექტირებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას. მათი თქმით, აღნიშული გადაწყვეტილება ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის მიერ ინიცირებული ხანგრძლივი კონსულტაციის შედეგად მიიღეს.
აქცია დღის 12 საათისთვის დასრულდა. აქციის მონაწილეებმა თბილისის მერიას მოუწოდეს, გონს მოეგონ და ამისათვის მათ ვადა 3 მაისამდე მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ენმ ფართომასშტაბიან აქციებს 3 მაისის შემდეგ განაახლებს.
აუქციონი, რომელზეც ენმ საუბრობს 29 ჰექტარ მიწის ფართობზეა გამოცხადებული, მისი საწყისი ფასი 6 233 000-ია და 3 მაისს სრულდება. აუქციონის პირობებში მასში გამარჯვებული კომპანიის მიერ შესასრულებელი ვალდებულებების ჩამონათვალია. მათ შორის წერია, რომ გამარჯვებული კომპანია ვალდებულია, სამშენებლო ნებართვის აღებიდან არაუგვიანეს 36 თვის ვადაში, მაგრამ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 48 თვის ვადაში, ააშენოს არანაკლებ 80 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი, რომლის განაშენიანების ფართი, გარდა ტექნიკური/დამხმარე ფართისა, უნდა იყოს არაუმეტეს 20 ათასი კვადრატული მეტრისა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები