საყოველთაო საბაზისო შემოსავლის ფინურმა ექსპერიმენტმა უმუშევრების დასაქმებას ხელი ვერ შეუწყო
მკვლევრების მტკიცებით, ფინეთში ექსპერიმენტულმა სოციალურმა პროგრამამ, რომელიც უმუშევრებისთვის საბაზისო ხელფასის დანიშნვნას გულისხმობდა, მათ დასაქმებას ხელი ვერ შეუწყო.
ფინეთში აღნიშნული პროგრამა 2017 წლის იანვარში დაიწყო და 2018 წლის დეკემბრამდე გაგრძელდა. ექსპერიმენტის პერიოდში, 2000 უმუშევარი ფინელი სახელმწიფოსგან იღებდა გარანტირებულ შემოსავალს, რომლის რაოდენობა €560 იყო.
ჰიპოთეზის მიხედვით, საყოველთაო საბაზისო შემოსავალს, რომელიც სოციალური ხასიათისაა, უმუშევრობის პრობლემა უნდა გადაეჭრა. ეკონომისტების ნაწილის აზრით, საყოველთაო საბაზისო შემოსავალი უმუშევრებს მისცემდათ გარკვეულ შესაძლებლობას, მინიმალური მოთხოვნილებები დაეკმაყოფილებინათ და საკუთარი განვითარებისთვის მეტი დრო დაეთმოთ.
როგორც აღმოჩნდა, ამ თეორიამ არ გაამართლა. კვლევის შედეგების მიხედვით, პროგრამამ უმუშევრებს დასაქმებაში ვერ შეუწყო. მიუხედავად ამისა, ექსპერიმენტში მონაწილეები ამბობენ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში თავს უფრო მშვიდად და ბედნიერად გრძნობდნენ.
2017 წელს ფინეთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც საყოველთაო საბაზისო შემოსავლის საპილოტე სქემა აიტაცა და მისი განხორციელება დაიწყო. ექსპერიმენტს სოციალური დაზღვევის ინსტიტუტი (Kela) და ფინეთის სახელმწიფო სააგენტო ერთობლივად ახორციელებდნენ. მასში ჩართული იყო შემთხვევითი შერჩევის წესით შერჩეული 2000 უმუშევარი ფინელი.
ექსპერიმენტმა საერთაშორისო ყურადღება ძალიან მალე მიიქცია, თუმცა მისმა შედეგებმა ასეთი პროგრამის ეფექტურობის შესახებ კიდევ ერთხელ გააჩინა კითხვები.
რა არის "საყოველთაო საბაზისო შემოსავალი" და როგორ მუშაობს ის?
საყოველთაო საბაზისო შემოსავალი (UBI) ისეთი სოციალური პროგრამაა, რომლის დროსაც, თითოეულ მოქალაქეს, საჭიროებისდა მიუხედავად, ყოველთვიური გარანტირებული შემოსავალი აქვს სახელმწიფოსგან. ფინური ექსპერიმენტი ამ თეორისგაან მცირედით განსხვავდებოდა, რადგან ის ორიენტირებული იყო მხოლოდ უმუშევრებზე.
საყოველთაო საბაზისო შემოსავლის კიდევ ერთი პოპულარული ვერსია გულისხმობს არა გარანტირებული შემოსავლის მიცემას ადამიანებისთვის, არამედ ისეთი სერვისების უფასოდ მიწოდებას, როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა და ტრანსპორტი.
მართალია, ეს საკითხი ბოლო წლებში გახდა ძალიან პოპულარული, თუმცა მისი საწყისები გაცილებით ძველია. ერთ-ერთი პირველი, ვინც საყოველთაო საბაზისო შემოსავლის შესახებ დაიწყო მსჯელობა, სერ თომას მორი იყო, რომელმაც საკითხი პირველად 1516 წელს, 503 წლის წინ წამოჭრა.
ამ სქემის სხვადასხვა ვერსია მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებობს. მაგალითად, დასავლეთ კენიის სოფელში ზრდასრულები 12 წლის განმავლობაში, 2028 წლამდე, თვეში $22-ს მიიღებენ სახელმწიფოსგან. იტალიაში ხელისუფლება აპირებს "სამოქალაქო შემოსავლის" პროგრამის ამოქმედებას. ჰოლანდიაში, ქალაქ უტრეხტში, სახელმწიფო საყოველთაო საბაზისო შემოსავლის მორიგ ექსპერიმენტს ატარებს, რომელსაც "იცოდე რა მუშაობს ეფექტურად" ჰქვია და ის ოქტომბერში დასრულდება.
რა არის პროგრამის მთავარი შინაარსი?
საყოველთაო საბაზისო შემოსავლის მხარდამჭერებს სჯერათ, რომ პროგრამას ადამიანების სიღარიბიდან ამოყვანა შეუძლიათ, რადგან ბაზისური მოთხოვნილებების დაუბრკოლებლად დაკმაყოფილების შემდეგ, მათ ექნებათ დრო და მოტივაცია, რომ საკუთარი თავის განვითარებაზე იზრუნონ. UBI-მ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში, როცა უამრავი პროფესია ქრება და სერვისები ავტომატიზებური ხდება, მათ უმრავლესობას კი რობოტები ითავსებენ.
მიზკა სიმანაინენი Kela-ს ერთ-ერთი მკვლევარია, რომელმაც BBC-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ფინეთის მთავრობას სწორედ ამის შემოწმება სურდა. მისი თქმით, ექსპერიმენტს უნდა ეჩვენებინა, რამდენად შეძლებდა ეს პროექტი სოციალური პროგრამების ჩანაცვლებას.
რამდენად წარმატებული იყო ექსპერიმენტი?
გააჩნია, რას ჩავთვლით "წარმატებად".
დაეხმარა თუ არა ეს პროგრამა დაუსაქმებელ ფინელებს სამსახურების პოვნაში, რასაც ფინეთის მთავრობა იმედოვნებდა? - არა, ეს ასე არ მოხდა.
სიმანაინენის თქმით, მართალია ექსპერიმენტში ჩართულმა რამდენიმე ადამიანმა შეძლო დასაქმება, თუმცა მათი რიცხვი გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე იმ დაუსაქმებელი ადამიანების ჯგუფისა, ვისაც ფულს არ უხდიდნენ. მკვლევარი ამბობს, რომ ისინი ცდილობენ გაარკვიონ, რატომ მოხდა ასე და იმედი აქვთ, რომ ამაზე პასუხს კვლევის ანგარიშის საბოლოო ვერსიის მომზადებამდე გასცემენ, რომელიც 2020 წელს დასრულდება.
ბევრი ადამიანის აზრით, ექსპერიმენტის წარუმატებლობა მისმა თავდაპირველმა მიზანმა, დასამქებისთვის ხელის შეწყობამ განაპირობა. ამ ადამიანების აზრით, თუკი პროგრამის მიზანი უფრო მეტად ადამიანების გაბედნიერება იქნებოდა, ექსპერიმენტი გაცილებით წარმატებით ჩაივლიდა.
ერთ-ერთმა მონაწილემ, ტომასმა, რომელიც გაზეთის ყოფილი რედაქტორია, BBC-სთან საუბარში შეაჯამა, თუ რა გავლენა ჰქონდა მასზე საყოველთაო საბაზისო შემოსავლის დანიშვნას.
"მე დღემდე უმუშევარი ვარ. ვერაფრით ვიტყვი, რომ საყოველთაო საბაზისო შემოსავალმა ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა. ფსიქოლოგიურად დადებითად იმოქმედა, მაგრამ ფინანსურად - არა", - ამბობს ის.
რა არის საყოველთაო საბაზისო შემოსავლის იდეის სისუსტეები?
UBI ერთ-ერთია იმ იშვიათი საკითხებისგან, რომელსაც თანაბრად ბევრი კრიტიკოსი და მხარდამჭერი ჰყავს ყველა პოლიტიკურ სპექტრში.
ძალიან ბევრი მემარცხენე ფიქრობს, რომ UBI ზედმეტად არის ფოკუსირებული ინდივიდების მსყიდველობით უნარიანობასა და პერსონალურ სიმდიდრეზე, მაშინ როცა, მთავრობა არაფერს აკეთებს კომპანიების მიერ რესურსების ფლანგვის შესაჩერებლად, რომლებიც აწარმოებენ გაცილებით მეტ პროდუქტს, ვიდრე ადამიანებს სჭირდებათ და ამ პროცესში დასაქმებულებს ზეგანაკვეთურ შრომას აიძულებენ.
New Socialist-ისთვის მომზადებულ პუბლიკაციაში, ეკონომისტი გრეის ბლეკლი აღნიშნავს, რომ "ეკონომიკურ სისტემაში ფუნდამენტური სტრუქტურული ცვლილებების გარეშე, საყოველთაო საბაზისო შემოსავალი ბზარებზე თაბაშირის მიწებება იქნება".
ამის საპირისპიროდ, მემარჯვენეები და ცენტრისტები შიშობენ, რომ საყოველთაო საბაზისო შემოსავლის იმპლემენტაცია სახელმწიფოს ძალიან ძვირი დაუჯდება. ამასთან, მათი აზრით, ეს პროცესი წაახალისებს "რაღაცა არაფრისთვის" კულტურის განვითარებას, რაც გულისხმობს სახელმწიფოსგან ფულის მიღებას არაფრის სანაცვლოდ. ამ მოსაზრების მხარდამჭერების აზრით, სახელმწიფოს მხრიდან ასეთი მიდგომა ადამიანებს დაუკარგვას მოტივაციას, მიაღწიონ მეტს და იშრომონ უფრო ბეჯითად.
საინჟინრო კომპანია AAB-ის აღმასრულებელი დირექტორი ულრიხ შპისჰოფერი 2016 წელს Financial Times-სთან UBI-ზე საუბრისას აღნიშნავდა, რომ ადამიანებმა ეკონომიკური სარგებელი უნდა მიიღონ მათ მიერ შექმნილი დოვლათის შესაბამისად.
როგორი იქნება საყოველთაო საბაზისო შემოსავლის მომავალი?
Kela-ს მკვლევრები ჯერ კიდევ აგრძელებენ კვლევის შედეგების ანალიზს, რათა დაადგინონ როგორი იქნება UBI-ს მომავალი. მიზკა სიმანაინენის თქმით, არ მოსწონს იმაზე ფიქრი, რომ ამ ექსპერიმენტმა ვერ გაამართლა. მისი გადმოსახედიდან, შედეგები არ შეიძლება შეფასდეს როგორც "კრახი" ან "წარმატება", არამედ ის უნდა იყოს აღქმული როგორც ფაქტი, რომელიც ისეთ დამატებით ინფორმაციასა და ცოდნას ქმნის, რომელიც ექსპერიმენტის დასაწყისში არ არსებობდა.
ამავე თემაზე:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები