7 რამ, რისი თქმაც ქვეითად მოსიარულეებს მძღოლებისთვის გვსურს
ფოტო: Shutterstock
საქართველოში ქვეითად მოსიარულეებისთვის რთულია ცხოვრება. აქ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად უფრო მეტი სიფრთხილე და ყურადღება გჭირდება, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. ახალი არავისთვისაა, რომ ზებრაზე გადასვლის წესი აქ საერთოდ არ მოქმედებს და არც წითელ შუქზე გადასვლისას ვართ მაინც და მაინც დაცულები.
აქედან გამომდინარე, ყველა ქვეითად მოსიარულეს ავტომობილების მძღოლებთან სათქმელი და თხოვნა დაგვიგროვდა.
1. იარეთ დაშვებული სიჩქარით
დიახ, იარეთ იმ სიჩქარით, რომელიც დაშვებულია. არ შეიძლება იმ კანონის უგულებელყოფა, რომელიც სიჩქარის ლიმიტს აწესებს. იცით რატომ? - პირველ რიგში იმიტომ, რომ საკუთარ თავსაც და თქვენს გარშემო მყოფებსაც დიდ საფრთხეს უქმნით. მეორე მიზეზი კი ისაა, რომ ხშირად ქვეითად მოსიარულეებიც ცუდად ვიქცევით და გზის იმ ნაწილზე გადავდივართ, სადაც დაშვებული არაა.
აქ შენიშვნა ქვეითებსაც გვეკუთვნის - გზის მეორე მხარეს გადავიდეთ მხოლოდ იქ, სადაც შუქნიშანი, ზებრა ან მიწისქვეშა გადასასვლელია. ასე თუ მოვიქცევით, გადარჩენის შანსები გაცილებით მეტი გვექნება.
2. დაგვითმეთ გზა ზებრა გადასასვლელზე
მთელი განვითარებული სამყარო ასე ცხოვრობს: ქვეითებს სპეციალურ გადასასვლელ ზონებში გზას უთმობენ, თანაც უპრობლემოდ. ამაში არაფერია რთული და არც დიდ დროს წაგართმევთ, მაქსიმუმ ერთი წუთი დაკარგოთ. სამაგიეროდ, ამ ერთ წუთში, დიდი შანსია, რომ ქვეითების სიცოცხლე გადაარჩინოთ.
მართლა, არაფერია ამაში რთული, გვერწმუნეთ. თუ დაგვითმობთ, გულითად მადლობასაც გადაგიხდით, რადგან ასეთი საქციელი საქართველოში ქვეითებს იშვიათად გვახსენდება.
3. ზებრაზე თუ დაგვითმობთ, ნუ დაგვისიგნალებთ
თუ მოხდა ისე, რომ ზებრა გადასასვლელზე გზა დაგვითმეთ, გთხოვთ, ნუ გვაიძულებთ სირბილს და გაბმულად ნუ გვისიგნალებთ. როგორც წესი, ზებრა ისეთ ზონებშია დახაზული, სადაც ავტომობილის გაჩერება რამდენიმე წამით, პრობლემას არ წარმოადგენს.
მაშინ, როცა გაბმული სიგნალი გვესმის, ქვეითები ვღელავთ, თავს არაკომფორტულად ვგრძნობთ და იძულებულები ვხდებით ვირბინოთ. ეს კი, სიმართლე ვთქვათ, სულაც არ არის თქვენგან კარგი ჟესტი. ბოლოს და ბოლოს, თქვენ კომფორტულად გადაადგილდებით, ჩვენ კი კილომეტრების გავლა ფეხით გვიწევს.
4. ნუ დააყენებთ მანქანას ტროტუარსა და ზებრაზე
ტროტუარი არის სპეციალური ადგილი ქვეითებისთვის, სადაც მხოლოდ ფეხით გადაადგილებაა დაშვებული. იქ, სადაც მანქანის პარკირების ზონებია, შეგიძლიათ გაჩერდეთ, მაგრამ იმ ვიწრო ადგილებს თქვენი ავტომობილებით ნუ დაიკავებთ, სადაც ისედაც მინიმალური შანსი გვაქვს, რომ უსაფრთხოდ ვიაროთ.
კიდევ ერთი პრობლემაა ზებრაზე გაჩერება. ანუ იქ, სადაც ქვეითები გზას კვეთენ, ავოტომობილის გაჩერება არ შეიძლება. ასეთ დროს, ქვეითები იძულებულები ვხდებით, თქვენს მანქანას გვერდი ავუაროთ და გზაზე განვაგრძოთ სიარული, რაც დიდ საფრთხეს გვიქმნის.
5. შეწყვიტეთ გაუჩერებელი სიგნალი!
მართლაც, შეწყვიტეთ საცობით გადატვირთულ გზაზე სიგნალები. ხმა, რომელსაც სიგნალის დროს მანქანა გამოსცემს, ისედაც ძალიან სტრესულია და მითუმეტეს მაშინ, როცა ამას ასობით ავტომობილი ერთდროულად აკეთებს.
ამ სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ სიგნალები ვერაფრით ცვლის რეალობას. მანქანა, რომელიც თქვენს წინ დგას, ზუსტად ისეთივე მდგომარეობაშია საცობში, როგორც თქვენ. სიგნალის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ის მყისიერი საფრთხის არიდებას ემსახურება.
თუ შეამცირებთ ამ შესაძლებლობის გამოყენებას, ოდნავ უკეთესი ქვეყანა გავხდებით, მართლა.
6. ავტომობილში მუსიკის მოსმენა და ხმოვანი სისტემის დემონსტრირება, ცუდი საქციელია
ეს საკითხი განსაკუთრებულად იმ მძღოლებს ეხებათ, რომლებიც გაჩერებულ მანქანაში უსმენენ სიმღერას, ხმას კი ბოლომდე უწევენ და მთელ ქუჩას აიძულებენ იმავე მუსიკალური ნაწარმოების აკვიატებას. ამ დროს შეიძლება ვიღაც ბავშვს აძინებდეს, ვიღაც მუშაობდეს, ვიღაც კი გლოვობდეს.
ასე ნუ მოიქცევით, რადგან დარწმუნებული იყავით, ყველა წუხდება. ჩვენ კი საზოგადოება ვართ და ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ, არა?!
7. პატივი ეცით საგზაო ნიშნებს, ეს აუცილებელია
ეს მოწოდება ქვეითებსაც თანაბრად გვეხება. იქ, სადაც მინიშნებულია, რომ გაჩერება არ შეიძლება, ნუ გაჩერდებით. სადაც ნიშანი გკარნახობთ, რომ ქვეითების გადასასვლელია, დაგვითმეთ გზა, ხოლო იქ, სადაც ნიშანი კატეგორიულად გაფრთხილებთ, რომ სიჩქარეს არ უნდა გადააჭარბოთ, თავი შეიკავეთ.
ამ რჩევების გათვალისწინება დაგვეხმარება საზოგადოებას, რომ უფრო უსაფრთხო ქვეყანაში ვიცხოვროთ და ფეხით სიარულის არ გვეშინოდეს. თანაც, მძღოლებიც დაიცავთ საკუთარ თავს როგორც სხვისთვის, ისე საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენებისგან.
მოძრაობის უსაფრთხოებაზე ისაუბრეს რუსთავი 2-ის გადაცემაში სხვა შუადღე, რომელშიც ავთო გვასალიამ ქუთაისი მოინახულა და საგზაო უსაფრთხოებაზე მოამზადა რეპორტაჟი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი







კომენტარები