2023-2024 წლიდან, შესაძლოა, ეროვნული გამოცდების ახალი მოდელი დაინერგოს — მინისტრის მოადგილე
საქართველოს განათლების სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ 2023-24 წლისთვის, შესაძლოა, ეროვნული გამოცდების ახალი მოდელი დანერგოს. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მსჯელობენ საგამოცდო მოდელზე, რომელიც ერთ დიდ ცენტრალიზებულ გამოცდას გულისხმობს. ეს გამოცდა საგნისა და უნარის გაერთიანებული ვარიანტი უნდა იყოს.
"ამის გარდა, შესაძლოა, არსებობდეს სამოტივაციო წერილი, პროექტები სხვადასხვა წყაროები, რის მიხედვითაც უნივერსიტეტები შეარჩევენ სტუდენტებს. თუმცა ეს არის შორეული პერსპექტივა ასე ვთქვათ. თუ ჩვენ ამ ყველაფერზე შევთანხმდით და ეტაპობრივად დავგეგმეთ და წავიდა წინ ყველაფერი ისე, როგორც დაგეგმილია, ჩვენი აზრით, ეს შესაძლებელია რომ 2023-2024 წლისთვის ამ მოდელზე გადავიდეთ", — განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, სოფო გორგოძე ამბობს, რომ მთავარი ყურადღება არა გამოცდებზე, არამედ თავად სკოლაზე უნდა იყოს გადატანილი.
"ჩვენ გვინდა, რომ შევცვალოთ ეს ორიენტაცია და აქცენტები გამოცდებზე კი არ გავაკეთოთ, სკოლაზე. მოდით გავაძლიეროთ მასწავლებლები, მოდით დავეხმაროთ რომ თვითონ შეაფასოს უკეთესად", — განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფო გორგოძემ.
სასკოლო და ეროვნული საგამოცდო სისტემა იცვლება. 2020 წლიდან ზოგადი უნარები სავალდებულო აღარ იქნება, ხოლო მე-11 და მე-12 კლასელები სკოლის გამოსაშვებ გამოცდეს აღარ ჩააბარებენ. განათლების სამინისტროს განმარტებით, გამოცდები ე.წ. CAT-ის სისტემით არაეფექტური იყო. მინისტრს მოლოდინი აქვს, რომ მოსწავლეები სკოლებში გამოცდების გარეშე უკეთ ისწავლიან.
ახალი რეფორმით შეფასების ტვირთი სკოლაზე გადადის. ატესტატს მოსწავლეები მხოლოდ პედაგოგების შეფასებების საფუძველზე მიიღებენ. ჰუმანიტარული და ტექნიკური მიმართულების აბიტურიენტები კი მესამე საგნად ზოგადი უნარების ნაცვლად მათემატიკასა და ქართულს ჩააბარებენ, იმის მიხედვით, თუ რომელი მიმართულებით აგრძელებენ სწავლას. უნივერსიტეტები ჩასაბარებელი საგნების ბარიერების დადგენას დამოუკიდებლად შეძლებენ. ასევე მათი გადასაწყვეტი იქნება, შეიტანენ თუ არა არჩევითი საგნების სიაში ზოგად უნარებს.
ამავე თემაზე:
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები