10 რჩევა იმისთვის, რომ გასაუბრებაზე შთაბეჭდილება მოახდინოთ
როგორც იქნა! გაურკვევლობის, ნერვიულობისა და ყველა უცხო ზარზე გულის აჩქარების შემდეგ დაგირეკეს. გითხრეს, რომ შენი CV მოეწონათ და სიამოვნებით გაგესაუბრებოდნენ პირადად. ტელეფონი გათიშე თუ არა, შენი გონება ერთ წამსაც არ გაჩერებულა: რა უნდა ჩაიცვა? რა უნდა თქვა? ოფისს როგორ უნდა მიაგნო?
ღრმად ჩაისუნთქე, ყველაფერი კარგად იქნება. მთავარია წინასწარ მომზადება, რაშიც ჩვენი რჩევები დაგეხმარება:
1. სჯობს, ზედმეტად გამოწყობილი იყო, ვიდრე - არასაკმარისად
თუ ამა თუ იმ კომპანიის კულტურას დაზუსტებით არ იცნობ, სჯობს, ზედმეტად პროფესიონალურად გამოიყურებოდე, ვიდრე - არასაკმარისად პროფესიონალურად.
იცოდი, რომ კაპიუშონიანი სვიტრები და ნაქსოვი ქუდები ის ორი რამაა, რაც ავტომატურად დაგაკლებს ქულებს ინტერვიუერების თვალში?!
რამდენიმე იდეა ჩაცმულობისთვის
2. არ მოგერიდოს იმის კითხვა, რა პერსპექტივა გელის დასაქმების შემთხვევაში
დასაქმება მხოლოდ დროისა და ფულის ურთიერთგაცვლა არაა. ყველა დამსაქმებლის ინტერესებში შედის, მისი კადრი იზრდებოდეს, ახალ უნარებს იძენდეს და კიდევ უფრო ღირებული ხდებოდეს.
ასე რომ, თამამად იკითხე, რას აკეთებს ესა თუ ის კომპანია თანამშრომლების განვითარებისთვის. მაგალითისთვის, ჯიპიაი ჰოლდინგი ყოველწლიურად აცხადებს ხოლმე დასაქმების ფორუმს, რომლის მეშვეობითაც ასეულობით ადამიანს აძლევს დასაქმების საშუალებას.
გადამზადების ინტენსიური პროგრამა, რომელსაც შერჩეული კანდიდატები გადიან, ისეთი უნარების განვითარებას მოიცავს, როგორებიცაა: პრეზენტაციის უნარები, საოფისე კომპიუტერული პროგრამები, ბიზნეს კომუნიკაცია და ასე შემდეგ.
3. გაიმშრალე ხელი გასაუბრებაზე შესვლამდე
ოფლიანი ხელისგული არა მხოლოდ უსიამოვნოა ხელის ჩამორთმევისას, არამედ შენს ემოციურ მდგომარეობაზეც მიანიშნებს. გაითვალისწინე, რომ ყველა, აბსოლუტურად ყველა ნერვიულობს გასაუბრებამდე, მაგრამ სამსახურში მხოლოდ ისინი აჰყავთ, ვინც უკეთ ნიღბავს.
4. ყურადღება მიაქციე სხეულის ენას
ფოტო: Gal Shir
დასაქმების მსურველთა დიდი ნაწილი გასაუბრებაზე ყურადღებას მხოლოდ სიტყვებს აქცევს, არადა, სხეულის ენა არანაკლებ მნიშვნელოვანია. გაიხსენე საკუთარი გამოცდილება: სავარაუდოდ, ადამიანები, რომლებიც გულღიად გესალმებიან და თვალებში თამამად გიყურებენ, შენც კეთილად განგაწყობენ. კვლევების თანახმად, HR-ების 38% კანდიდატს სწორედ იმ მიზეზით იწუნებს, რომ ის არ იღიმება ან გასაუბრების პროცესში ენთუზიაზმით არ ერთვება. ასე რომ, სკამზე უკან ნუ გადაწვები და ღიმილიც არ დაგავიწყდეს.
5. გაითვალისწინე 3 წამის წესი
რაც უნდა ადვილი მოგეჩვენოს კითხვა, პასუხის გასაცემად სამწამიანი პაუზა აიღე. სჯობს, წინადადების მონახაზი მაინც გქონდეს, სანამ საუბარს დაიწყებ. რა არის შენი მთავარი სათქმელი? გონებით მოინიშნე რამდენიმე პუნქტი, რომელიც არ უნდა გამოგრჩეს.
6. ეცადე, გადაავადო ხელფასზე საუბარი
ფოტო: Mia Ditmanson
ნუ გეშინია, ეს უზრდელობა არაა. თქვი რაიმე ასეთი: "მირჩევნია მეტი გავიგო მოვალეობაზე, რათა მივხვდე, რისი მოტანა შემიძლია კომპანიისთვის". რაც უფრო გვიან ისაუბრებთ თანხაზე, მეტი დრო გექნება საკუთარი უპირატესობის დასასაბუთებლად.
7. გადახედე საკუთარ ფეისბუქს ყველაზე კრიტიკული თვალით
ფოტო: DarkCube Studio
ნახვამდის, არყის ბოთლებო, წინა სამსახურის შესახებ დაწერილო ბრაზიანი პოსტებო და უცენზურო სტატუსებო. ყოველ შემთხვევაში იქამდე, სანამ შენს ვირტუალურ კვალს ყველაზე სკეპტიკური HR სწავლობს.
8. სწორად მოყევი შენი ისტორია
ფოტო: Turgay Mutlay
CV შენი სამსახურეობრივი მოვალეობების მშრალი ჩამონათვალია, ახლა კი შანსი გეძლევა, შენი თავი პოტენციურ დამსაქმებლებს სწორად გააცნო.
კითხვაზე: "მოგვიყევით თქვენ შესახებ" პასუხის გაცემა წესით მარტივი უნდა იყოს, მაგრამ ზუსტად იმის გამო, რომ ჩვენს თავს კარგად ვიცნობთ, ხშირად არ ვიცით, საიდან დავიწყოთ.
სანამ გასაუბრებამდე მიხვიდოდე, ჩამოწერე შენი სამი თვისება, რომლის ხაზგასმაც გინდა (ეს სამი თვისება კომპანიისთვისაც მნიშვნელოვანი უნდა იყოს: თურქულის ცოდნა ვერ დაგეხმარება, თუ კომპანია თურქეთში არ ვაჭრობს). მოძებნე სიტუაციები, რომლებშიც ეს თვისებები გამომჟღავნდა და ყველა კითხვაზე მათი გათვალისწინებით უპასუხე.
ნუ მოერიდები მიზნებზე, ოცნებებზე თუ ჰობებზე საუბარსაც. ესეც, რა თქმა უნდა, კონტექსტის გათვალისწინებით: მაგალითად, თუ შენი პოტენციური სამსახური ტექნოლოგიებს ეხება, გაიხსენე, როგორი იყო შენი პირველი შეხება კომპიუტერთან და როგორ განსაზღვრა ამან შენი ინტერესები. თუ სკოლაში აპირებ მუშაობის დაწყებას, მოყევი, რა გავლენა მოახდინეს შენზე თავის დროზე მასწავლებლებმა და ასე შემდეგ.
9. მოემზადე კითხვისთვის: რა არის შენი სუსტი მხარე?
კანდიდატების უმრავლესობა ამბობს, რომ მისი სუსტი მხარე პერფექციონიზმია. ეს დაახლოებით იგივეა, რაც იმის თქმა, რომ "ძალიან ლამაზი ხარ და ამით სხვებს მუშაობაში ხელს უშლი".
გულწრფელად დაფიქრდი, რა გაქვს გამოსასწორებელი?
კარგი პასუხი: ხანდახან ყურადღება მეფანტება, თუმცა ამ საკითხზე ვმუშაობ და რამდენიმე აპლიკაციაც/პროგრამაც მაქვს, რომელიც საშუალებას არ მაძლევს, ერთ დავალებას მოვწყდე, სანამ არ დავასრულებ.
კიდევ ერთი ვარიანტი: მიჭირს შედეგიანი შეხვედრების ჩატარება, ამიტომ წინასწარ ვინიშნავ საკითხებს, რომლებზეც უნდა ვისაუბროთ და ვცდილობ, გეგმას არ გადავუხვიო. შეხვედრის შემდეგ კი ვაგზავნი შეჯამებას, სადაც შემდეგი სამოქმედო ნაბიჯებია გაწერილი.
10. გასაუბრების ბოლოს შენც დასვი კითხვა
არაფერია იმაზე ცუდი, ვიდრე იმის თქმა, რომ კითხვები არ გაქვს.
ჰკითხე ინტერვიუერს, როგორ მოხვდა კომპანიაში და თვითონ რა მიაჩნია ამ სამსახურის ყველაზე კარგ და ცუდ მხარედ, გამოიკითხე ოფისის კულტურის შესახებ დეტალები და დაადგინე გამოწვევები, რომელთა წინაშეც შესაბამისი დეპარტამენტი დგას.
თუ ამ რჩევების წაკითხვის შემდეგ, დარწმუნდი, რომ მნიშვნელოვან გასაუბრებას თავს გაართმევ, მაშინ შეგიძლია 22 და 23 თებერვალს ჯიპიაი ჰოლდინგის უკვე ტრადიციად ქცეულ დასაქმების ფორუმს ესტუმრო.
პროექტის ფარგლებში კომპანია შერჩეულ კანდიდატებს გადამზადების უფასო პროგრამას და პირველივე დღიდან ანაზღაურებად სამსახურს სთავაზობს. სწავლების პროცესში ანაზღაურება შეადგენს ფიქსირებულ 400₾-ს, რომელსაც გამომუშავებული ბონუსი დაემატება. სულ კი 300 სამუშაო ადგილია გათვალისწინებული.
გახსოვდეს, თავისუფლად შეიძლება ამ 300 ადამიანში შენც იყო, მით უმეტეს, რომ უკვე ყველა იმ კანდიდატზე წინ ხარ, ვისაც ჯერ ეს სტატია არ წაუკითხავს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა

კომენტარები