სასამართლოში ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს — მამუკა ბახტაძე
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, 13 თებერვლის მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე სასამართლო სისტემა შეაფასა და თქვა რომ ამ მხრივ ქვეყანამ "ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესს მიაღწია".
"ჩვენ შევძელით და მოვხსენით ის პოლიტიკური წნეხი, რომელიც 2012 წლამდე იყო სასამართლოში. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა გავაგრძელოთ ამ გზით სიარული", — თქვა პრემიერმა.
ტვ პირველის ჟურნალისტის კითხვის პასუხად, ბახტაძემ თქვა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ჩართულობა მოსამართლეების დანიშვნაში, სახელებისა და გვარების განხილვაში და ა.შ. "სრულად მიუღებელია".
"მე არაერთხელ განვაცხადე, რომ სასამართლოს რეფორმა არის ძალიან სენსიტიური თემა და აქ ყველას ჩართულობა ძალიან მნიშნველოვანია, მაგრამ ამავე დროს დავაფიქსირე აღმასრულებელი ხელისუფლების ძალიან მკაფიო პოზიცია, რომ ჩვენ ეს ჩავაბარეთ წარსულს. მე, ისევე როგორც თქვენს კითხვაში, ბევრ სხვა კითხვაშიც ეს ქვეტექსტი დამინახავს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება, ვინაიდან თავის დროზე იყო ჩართული, მათ შორის მოსამართლეთა დანიშვნაში, ეს ასე უნდა გაგრძელდეს და ეს არის ბუნებრივი – ეს არის მახინჯი, ეს არის სიმახინჯე", — ამბობს პრემიერი.
ბახტაძის თქმით, 2012 წლიდან სტრასბურგის სასამართლოსადმი მიმართვიანობა საქართველოდან 11-ჯერ შემცირებულია.
სასამართლოს რეფორმა
2019 წელს ახალი კონსტიტუციის მიხედვით, უზენაეს სასამართლოში დამატებით 18 მოსამართლე უნდა დაინიშნოს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტში წარდგენილ 10 მოსამართლეობის კანდიდატს ქართულ ოცნებაში დაპირისპირება მოჰყვა. უთანხმოების მიზეზი კრიტერიუმების გარეშე შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატები და ამ სიაში ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული მოსამართლეები იყვნენ. ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ სწორედ მოსამართლეთა სიის გამო დატოვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი. ის მოუწოდებდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უკან გაეწვია მოსამართლეთა 10-კაციანი სია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს რამდენჯერმე შეხვდა. ბოლო შეხვედრის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ჯერ მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და დამტკიცების პროცედურების და კრიტერიუმები გაიწერება და სიას მხოლოდ ამის შემდეგ განიხილავენ. კობახიძემ ასევე განმარტა, რომ კანონს უკუძალა ექნება, ანუ სიის განხილვა, რომელიც ახლა პარლამენტშია, ან ტექნიკურად შეჩერდება ან ახალი სია შემუშავდება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის განმარტებით, სიის უკან გაწვევის სამართლებრივი ნორმა არ არსებობს.
უზენაესის მოსამართლეთა არჩევისა და დამტკიცების წესზე რამდენიმე კანონპროექტი მომზადდება. საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტზე სასამართლო რეფორმის ჯგუფში იმუშავებს. ინდივიდუალურ კანონპროექტზე მუშაობს დეპუტატი ეკა ბესელიაც. მისი თქმით, ის თავის ხედვას სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფში წარადგენს. თუმცა, გაურკვეველია, ჩართავენ თუ არა ამ ჯგუფის მუშაობაში. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა, ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ პარლამენტში ახალი კანონპროექტი უკვე დაარეგისტრირეს.
ამავე თემაზე:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები