სარალიძე: დაწყებულია სამსახურებრივი მოკვლევა პროკურატურაში, ვნახოთ, რა პასუხს მივიღებ
ფოტო: ირაკლი კუნჭულია / On.ge
ხორავას ქუჩაზე მოკლულის მამის, ზაზა სარალიძისა და მთავარი პროკურორის, შალვა თადუმაძის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრას, მთავარ პროკურორთან ერთად ზაზა სარალიძესთან დაკავშირებული ყველა საქმის პროკურორი ესწრებოდა.
ზაზა სარალიძის თქმით, მან კითხვებზე პასუხები ვერ მიიღო. ის ფიქრობს, რომ არასწორი ინფორმაცია მიაქვთ შალვა თადუმაძემდე.
"წინა შეხვედრის შემდეგ არაფერი შეცვლილა, ფაქტია, საქმის პროკურორები ცდილობენ მიხეილ კალანდიას საქმიდან გაყვანას. ჩემი ბრძოლა გაგრძელდება, იქამდე, სანამ ყველა არ იქნება პასუხისგებაში მიცემული, არა მხოლოდ კონკრეტულ საქმეში მონაწილე პირები არამედ ისინი, ვინც უხეშად ჩაერია ამ საქმეში, მივიღე პირობა, რომ დაწყებულია სამსახურებრივი მოკვლევა, ვნახოთ, რა პასუხს მივიღებთ უმოკლეს ხანში", — განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მან ასევე თქვა, რომ ის შეხვდება მთავარ პროკურორს სააპელაციო სასამართლოს დასრულების შემდეგ, რომ "დიდ კითხვას" პასუხი გაეცეს.
ხორავას ქუჩის საქმის ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის თქმით, მათ დააფიქსირეს ყველა ის დარღვევა, რასაც თვალს ადევნებენ სააპელაციო სასამართლოში.
"გენერალურმა პროკურორმა შემოგვთავაზა, რომ ჩვენთვის სასურველ ფორმატში მოხდეს საქმის გაცნობა. ჩენ ვგულისხმობთ გამოყოფილ საქმეს, რომელიც არის მნიშვნელოვანი და ჩვენ მივაწოდებთ მათ ინფორმაციას, როგორ ვუყურებთ საქმეს და რის დამატებას ვითხოვდით საქმეში. მე ორშაბათიდან შევუდგები საქმეს და ინფორმაცია გაგაცნობთ", — განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.
ნესტან ლონდარიძის თქმით, იყო საკითხები, რაზეც შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ადვოკატის თქმით, საქმის დეტალებს დამოუკიდებლად გაივლიან და შემდეგ ისევ შეხვდებიან მთავარ პროკურორს.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია გამოყოფილ საქმეზე მოხდეს რეაგირება. დაგვიდასტურეს, რომ იმ პროკურორების მიმართ, რომლებიც არიან საქმეში დაწყებულია გამოძიება მათ მიმართ", — აცხადებს ადვოკატი.
2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ღ.-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება.
გამოძიების ცნობით, სასამართლო სხდომამდე დ.ღ. შეხვდა გარდაცვლილი დავით სარალიძის მშობელს და ესაუბრა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, თუმცა, სასამართლო განხილვის სტადიაზე მსგავსი შეხვედრა უარყო.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები