"ახალგაზრდა ევროპელი ელჩები" აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-10 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებს იწყებენ
ასი ახალგაზრდა ევროპელი ელჩი ევროკავშირიდან და მისი ექვსი პარტნიორი ქვეყნიდან (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, სომხეთი, უკრაინა, საქართველო) მიმდინარე კვირაში ბრიუსელში ბოლო ათი წლის განმავლობაში აღმოსავლეთ პარტნიორობის მიღწევების აღსანიშნავად შეიკრიბება.
"ახალგაზრდები ჩვენს პარტნიორებთან ჩვენი ურთიერთობის ბირთვს წარმოადგენენ. ახალგაზრდა ევროპელი ელჩები უნიკალური ინიციატივაა - ეს არის პლატფორმა მოსაზრებების მოსასმენად და განსახილველად, რომელსაც მთელ რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების ცხოვრებაზე დიდი გავლენა აქვს", - აღნიშნა აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში ევროკომისიის დირექტორმა ლორენს მერედიტმა.
10-წლიანი ურთიერთობის შედეგად "ერაზმუს +"-ის მოხალისეთა, გაცვლებისა და ახალგაზრდობის მობილობის პროექტებში 30 000-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობს, ხოლო 6 000-ზე მეტი ახალგაზრდა სარგებლობს შესაძლებლობებით, რომლებსაც ინიციატივა EU4Youth, 2018 წლიდან უზრუნველყოფს. ნიჭიერ ახალგაზრდა სტუდენტებს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან ახლა ასევე აქვთ შესაძლებლობა ევროკავშირის საზღვრებს გარეთ არსებულ ევროპულ სკოლაში ისწავლონ, რომელიც თბილისში 2018 წლის სექტემბერში გაიხსნა.
ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ჯგუფი სოციალური მედიის რამდენიმე ავტორიტეტულ პირთან ერთად ექვსივე ქვეყნიდან მოწვეულ ევროკავშირის ოფიციალურ წარმომადგენლებს პარტნიორობის მიღწევების და მისი სამომავლო გეგმების განსახილველად ხვდებიან. გარდა ამისა, ხუთშაბათს, 14 თებერვალს, ბრიუსელის ევროკავშირის კვარტალის ცენტრში ისინი მონაწილეობას მიიღებენ დიდ ფლეშ-მობში, რომელზეც ეროვნული ცეკვები და კოსტიუმები იქნება წარმოდგენილი.
ახალგაზრდა ევროპელმა ელჩმა საქართველოდან გენო ქუტაშვილმა აღნიშნა: "შემიძლია თამამად ვთქვა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობამ მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება (არა მარტო ჩემი, არამედ საქართველოს თითოეული მოქალაქის). ეს ერთობლივი ინიციატივა ყველა პროექტს შორის საუკეთესოა, რადგან ის მე და ჩემს ქვეყანას უამრავ საშუალებას გვთავაზობს. ახლა ჩემი ცხოვრება უკეთესია იმასთან შედარებით, რაც 10 წლის წინ იყო. ერთად უფრო ძლიერები ვართ!"
"ახალგაზრდა ევროპელი ელჩის" სტატუსი ევროკავშირიდან და აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებიდან ხუთასამდე ახალგაზრდას აქვს. ეს ელჩები რეგულარულად უწევენ ორგანიზებას ადგილობრივ საზოგადოებრივ ღონისძიებებს საკუთარ ქვეყნებში და ამ ინიციატივის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობენ.
ღონისძიება ორგანიზებულია "ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს" პროექტის მიერ ევროკავშირის ინსტიტუტებთან თანამშრომლობით. აღმოსავლეთ პარტნიორობის საიუბილეო წლისთავის აღსანიშნავად მთელი წლის განმავლობაში რიგი სხვა ღონისძიებებია დანიშნული.
აღმოსავლეთ პარტნიორობა 2009 წელს დაწყებული ერთობლივი პოლიტიკური ინიციატივაა, რომლის მიზანიც ევროკავშირსა და მის აღმოსავლეთ სამეზობლოს ექვს ყვეყანას შორის (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) ურთიერთობის გაღრმავებაა. გასული ათი წლის განმავლობაში კოლექტიურმა ძალისხმევამ ამ ქვეყნების მოქალაქეებს მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა, მათ შორის ვაჭრობის, მობილობის, ეკონომიკური განვითარებისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ ეწვიოთ:
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები