რას გულისხმობს ავტომანქანების პასუხისმგებლობის სავალდებული დაზღვევა — კანონპროექტი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს კანონპროექტი, რომლითაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლები ვალდებულები იქნებიან სამოქალაქო პასუხისმგებლობა დააზღვიონ.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ერთ–ერთი წამყვანია სავალდებულო დაზღვევის სახეობაა საერთაშორისო პრაქტიკაში.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, მძღოლის დაუდევრობის, უყურადღებობის, არასაკმარისი ცოდნის, სატრანსპორტო საშუალების არასათანადო მოვლა–პატრონობისა და სხვადასხვა მიზეზების გამო იზრდება საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების და გაუთვალისწინებელი შედეგების დადგომის ალბათობა.
კანონპროექტის ინიციატორის პოზიციით, პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა შექმნის მატერიალურ გარანტიას, ერთი მხრივ, მძღოლისათვის და, მეორე მხრივ, დაზარალებულისათვის სხვადასხვა სახის ზიანის დადგომის დროს.
კანონი დამტკიცების შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავ, საქართველოში რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის საკითხებს დაარეგულირებს. კანონის მოქმედება კი გავრცელდება საქართველოს მოქალაქეზე, აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომლების საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილით გადაადგილდებიან.
დაზღვევასთან დაკავშირებული ზოგადი საკითხები
კანონპროექტის მიხედვით, სავალდებულო დაზღვევა მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე, სავალდებულო დაზღვევის პოლისში მითითებული ვადით. სავალდებულო დაზღვევის შეძენა შესაძლებელი იქნება მზღვეველთან, დაზღვევის აგენტის ან სადაზღვევო ბროკერის მეშვეობით ან ელექტრონულ-ტექნიკური გადახდის საშუალებით.
სამოქალაქო პასუხიმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შეძენის ვალდებულება ვრცელდება:
- ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც არ ექვემდებარებიან რეგისტრაციას
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; - საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სხვა სამხედრო სამსახურების ტრანსპორტზე, რომელსაც სამხედრო დანიშნულება აქვს.
ზიანი, რომელიც არ ანაზღაურდება
კანონპროექტის მიხედვით, მზღვეველი არ ანაზღაურებს:
- სპეციალურ ადგილზე ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენებით შეჯიბრების, გამოცდის, სწავლების ჩატარებისას მიყენებულ ზიანს;
- დაზარალებულის განზრახი ქმედებით გამოწვეულ ზიანს;
- დაუძლეველი ძალით გამოწვეულ ზიანს;
- ბირთვული ენერგიით, ასეთი ნივთიერების ან სახიფათო ტვირთის გადაზიდვით
გამოწვეულ ზიანს; - სამხედრო ოპერაციით, სამხედრო მანევრით, სამხედრო გადატრიალებით, ტერორისტული აქტით გამოწვეულ ზიანს;
- მესამე პირის იმ ქონებისათვის მიყენებულ ზიანს, რომელიც გადააქვთ დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებით ან მისაბმელით და საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეულია ამავე ტრანსპორტის მძღოლის მიერ;
- დაზარებულის პირადი ნივთებისათვის მიყენებულ ზიანს;
- გარემოსათვის მიყენებულ ზიანს;
- ანტიკვარული ნივთების, მეცნიერების, ხელოვნებისა და ლიტერატურის ნიმუშების, ინტელექტუალური საკუთრების სხვა ნიმუშების, ფასიანი ქაღალდების, ნაღდი ფულის, ძვირფასი ლითონების, ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვებისაგან დამზადებული ნივთების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისათვის მიყენებულ ზიანს.
ზემოთ განხილული ზიანის სახეები, რომელსაც პასუხისმგებლობის დაზღვევა ვერ აანაზღაურებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანაზღაურდება.
სადაზღვევო პრემია
კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში წლიური სადაზღვევო პრემიის მინიმალური და მაქსიმალური ოდენობები უნდა განისაზღვროს. სადაზღვევო პრემიის თანხა ავტოტრანსპორტის კატეგორიების მიხედვით განსხვავებულია.
სადაზღვევო პრემიის ოდენობად განისაზღვრება:
- 75-დან 110 ლარამდე მოტოციკლისათვის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ³-ზე მეტია;
- 100-დან 150 ლარამდე მსუბუქი ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს, ხოლო დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს არ აღემატება;
- 160-დან 240 ლარამდე ავტობუსისათვის, რომლის დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს აღემატება;
- 210-დან 310 ლარამდე სატვირთო ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება;
- 50-დან 75 ლარამდე მისაბმელისათვის;
- 60-დან 9- ლარამდე სასოფლო-სამეურნეო მანქანისათვის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანისთვის.
სადაზღვევო ლიმიტები
კანონპროექტში ვკითხულობთ, რომ სავალდებულო დაზღვევის პოლისის მოქმედების პერიოდში თითოეული დაზარალებულის ჯანმრთელობისათვის, ქმედუნარიანობისათვის ან სიცოცხლისათვის მიყენებული ზიანისთვის სადაზღვევო ლიმიტის ოდენობა 30 000 ლარით განისაზღვრება. სადაზღვევო შემთხვევისთვის სადაზღვევო ანაზღაურების ჯამური ლიმიტი 300 000 ლარი იქნება.
სადაზღვევო ლიმიტები შემთხვევების მიხედვით განსხვავებულია:
- ჯანმრთელობის დაზიანების გამო სამედიცინო მომსახურების გაწევისათვის სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობაა 15 000 ლარითაა განსაზღვრული;
- ქმედუნარიანობის შეზღუდვის ან გარდაცვალების გამო გასაცემი სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობაა 30 000 ლარი.
დაზარალებულის ქონებისათვის მიყენებული ზიანისთვის სადაზღვევო ლიმიტის ოდენობაა 25 000 ლარი, ხოლო თითოეული სადაზღვევო შემთხვევისთვის სადაზღვევო ანაზღაურების ჯამური ლიმიტი 50 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
დაზარალებულის ქონებისათვის მიყენებული ზიანია:
- დაზარალებულის ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანება ან განადგურება;
- გზის საფარის, გზის კონსტრუქციული ელემენტის, შენობის ან/და ნაგებობის დაზიანება ან განადგურება;
- დაზარალებულის ქონების დაზიანება ან განადგურება.
დაზღვევის ბიურო
კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, შეიქმნება ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ბიურო, რომელიც კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე იქნება ორიენტირებული.
დაზღვევის ბიუროს უფლებამოსილება
- სავალდებულო დაზღვევის ბიურო ანაზღაურებს ზიანს, რომელიც გამოწვეულია დაუდგენელი ავტოსატრანსპორტო საშუალებით; დაუზღვეველი ავტოსატრანსპორტო საშუალებით ან იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომლის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაზღვეულია ლიცენზიაგაუქმებულ კომპანიაში;
- ფულადი ფონდების შექმნა, ადმინისტრირება, მართვა;
- სადაზღვევო რეზერვების ფორმირება და მათი ინვესტირება;
- ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზის შექმნა და ადმინისტრირება;
- ჯარიმა-პრემიის სისტემის იმპლემენტაციისთვის სამსახურისა და მზღვეველებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
- საერთაშორისო ავტოდაზღვევა — "მწვანე ბარათის" ეროვნული ორგანიზაციის უფლება მოვალეობების განხორციელება და კოორდინატორის ფუნქციის შესრულება;
- საჭიროების შემთხვევაში ტერიტორიული ერთეულების შექმნა მთავრობასთან შეთანხმებით და სხვა.
კანონის ამოქმედება დამტკიცების შემთხვევაში 2019 წლის 1 ივლისიდან იგეგმება, გარდა იმ მუხლებისა, რომელთა ამოქმედებაც გათვალისწინებულია ამავე კანონით დადგენილ სხვა ვადებში.
ამავე კანონპროექტის მიხედვით, სავალდებულო დაზღვევის ბიუროს გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით, დაუზღვეველი ავტომანქანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას შეუდგება 2020 წლის 1 იანვრიდან.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები