ჰიტლერის ნახატები აუქციონზე არავინ იყიდა
იქამდე, სანამ მეოცე საუკუნეს სისხლიან კვალს დაატყობდა, ჰიტლერი მხატვრობით იყო გატაცებული. პირველ მსოფლიო ომამდე ვენაში მუშაობდა მუშად და ამავდროულად, საფოსტო ბარათებსა და ნახატებზე მუშაობდა.
ჰიტლერმა ორჯერ სცადა ვენის სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტში ჩაბარება, თუმცა ორჯერვე უარი მიიღო. წიგნში, "ჩემი ბრძოლა", ჰიტლერი წერდა, რომ დღეში საშუალოდ სამ ნახატს მაინც ხატავდა. თუმცა, როგორც ჩანს, მისმა ნახატებმა ვერც დღევანდელი მყიდველებისგან დაიმსახურა ინტერესი.
ვაიდლერის აუქციონის სახლი იმედოვნებდა, რომ აუქციონიდან $51 000-ს მოაგროვებდა, თუმცა, როგორც ჩანს, არ გაუმართლა. აუქციონი გერმანიის ქალაქ ნიურბერგში ჩატარდა, იქ, სადაც მეორე მსოფლიო ომის მთავარი დამნაშავეები გასამართლდნენ.
აუქციონზე ნახატებთან ერთად ნივთებიც გამოიტანეს, რომლებიც ერთ დროს დიქტატორს ეკუთვნოდა: ვაზა და სვასტიკის ნიშნით ამოტვიფრული სკამი.
ნაცისტურ სიმბოლოთა საჯაროდ გამოჩენა გერმანიის კანონმდებლობით აკრძალულია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სიმბოლოები განათლების მიზნით გამოიყენება.
რა პრობლემები დაატყდა თავს აუქციონს?
პოლიციამ აუქციონზე გამოტანილი იმ ნივთების კონფისკაცია მოახდინა, რომელთაც თანდართული ჰქონდათ "AH"-ს ან "A Hitler"-ის სიმბოლოები.
"გამოძიება დაიწყო იმ არაიდენტიფიცირებული პირების მიმართ, რომლებსაც ადანაშაულებენ თაღლითობასა და დოკუმენტების გაყალბებაში", - ამბობს მთავარი პროკურორი ანთიე გაბრიელს-გორსოლკი AFP-სთან. ის ადასტურებს, რომ აუქციონის სახლი თავისივე სურვილით თანამშრომლობს გამოძიებასთან.
დღემდე ნაცისტურ რელიქვიათა გაყიდვა აუქციონზე აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ზოგი მათ ისტორიული მიზნით ყიდულობს. თუმცა ისევ არსებობს სხვადასხვა ჯგუფი, რომელიც მხოლოდ ნაცისტური რეჟიმის გაიდეალების გამო იძენს ჰიტლერის ნივთებს.
ჰიტლერის დიქტატურის დროს, ნაცისტურმა გერმანიამ მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. მისი თაოსნობით გატარდა გენოციდის პოლიტიკა, რამაც 6 მილიონი ებრაელის, 10 მილიონი მოქალაქისა და ჯარისკაცის სიკვდილი გამოიწვია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

კომენტარები