10 რამ, რაც პირდაპირ ეთერში შეიძლება დაგემართოს
პირდაპირი ეთერის მთავარი უპირატესობაც და მინუსიც ისაა, რომ შეიძლება ნებისმიერი რამ მოხდეს. წამყვანები თუ სტუმრები გამუდმებით ეხვევიან უხერხულ სიტუაციებში, რომელთა უკვდავყოფაზეც ინტერნეტი ზრუნავს.
ამ სტატიაში ის უცნაური ამბები შევკრიბეთ, რომლებიც შეიძლება პირდაპირ ეთერში დაგემართოს:
1. ზედ კატა აგაცოცდეს
Fox 17-ის წამყვანი ნიკოლ დიდონატო რეპორტაჟს აანონსებდა, როცა მხარზე რბილი თათები იგრძნო. ქუჩაში მცხოვრები ფისო მის მხარზე მოკალათდა და იქიდან არ ჩამოვიდა, სანამ პოპულარობა არ გაინაღდა.
2. არასწორად გამოაცხადო, ვინ დაიმსახურა ოსკარი
2017 წლის ოსკარების დაჯილდოების წამყვანებმა, ფეი დანავეიმ და უორენ ბიტიმ გაბრწყინებული სახეებით დაასახელეს საუკეთესო ფილმად La La Land, როცა სინამდვილეში ეს ტიტული Moonlight-ს ეკუთვნოდა. შეცდომის გამოსწორებას იმდენი დრო დასჭირდა, რომ ლა ლა ლენდის მთელმა გუნდმა მოასწრო ოქროს ქანდაკებასთან ჩახუტება.
3. BBC-ის ეთერში ჩართვისას ოთახში შვილები შემოგიცვივდნენ
BBC-ის პირდაპირ ეთერში ექსპერტი სამხრეთ კორეის პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ საუბრობდა, როცა ოთახში მისი მცირეწლოვანი შვილი ცეკვა-ცეკვით შემოვიდა, რამაც წამყვანი გაამხიარულა. რამდენიმე წამის შემდეგ კი კადრში მეორე ბავშვიც გამოჩნდა. ცოტა ხანში ბავშვებს ანერვიულებულმა დედამ მოაკითხა, რომელმაც ძალიან სასაცილოდ განმუხტა სიტუაცია.
4. ერთი გასროლით ერთი ჩიტი მოკლა, მაგრამ - შთამბეჭდავად
2001 წელს რენდი ჯონსონი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბეისბოლის მოთამაშე იყო. სამწუხაროდ, ამ ფაქტის საკუთარ თავზე გამოცდა სრულიად უდანაშაულო ჩიტს მოუწია.
5. მობილურმა დაგირეკოს, მაგრამ ხუმრობა მაინც დაასრულო
პირდაპირ ეთერში იუმორისტული შოუს წაყვანა მარტივი ამბავი არაა, ხოლო ის ფაქტი, რომ შენი გადაცემა თითქმის ყოველდღე გადის, მნიშვნელოვნად ზრდის ეთერში ჯდომისას ტელეფონის დარეკვის შანსს.
6. შენი კარიერა დამთავრდეს იმის გამო, რომ პირდაპირ ეთერში ფონოგრამაზე სიმღერაში გამოგიჭირონ
გახსოვთ ჯესიკა სიმპსონის და, ცოტა მოემოო მომღერალი ეშლი სიმპსონი? ოდესმე თუ გიფიქრიათ, ნეტავ სად გაქრაო, ახლა უკვე იცით პასუხი. მისი კარიერა 2004 წელს, SNL-ის ამ გადაცემაში დასრულდა. 20 წლის ეშლიმ ფონოგრამისთვის ტუჩების მოძრაობის აწყობა ვერ შეძლო, მერე უცნაურად წაიცეკვა და სცენიდან გავიდა. უნდა აღინიშნოს, რომ ბენდის წევრებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს უხერხული სიტუაცია ოდნავ მაინც გამოესწორებინათ.
7. კარიერის ბოლო მატჩში თავის დარტყმის გამო გაგაგდონ, მერე კი შენმა გუნდმა იტალიასთან პენალტებით წააგოს
მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, ფინალი კი მის კულმინაციას წარმოადგენს. 2006 წელს საფრანგეთი-იტალიის მატჩში ზინედინ ზიდანმა იტალიელ მატერაცის მკერდში თავი ჩაარტყა, რის შემდეგაც ზიზუ მოედნიდან გააძევეს. იტალიამ საფრანგეთი პენალტების სერიით დაამარცხა, ზიდანისთვის კი ეს ბოლო მატჩი იყო.
8. დილის გადაცემაში კოკაინის გაყნოსვისას გაჩვენონ
სლოვაკური ტელეარხის დილის გადაცემაში შეფ-მზარეული ლუბომირ ჰერკო ოპერატორის ინტერესის საგანი მაშინ გახდა, როცა ხახვს კი არ ჭრიდა, კოკაინს ერთ ხაზზე ასწორებდა.
როგორ არის სლოვაკურად "უპს"?
9. მიკროფონი ჩასაბერ საკრავში ჩაგივარდეს
ამ ვიდეოში აჟიტირებული წამყვანი გვიხსნის, რა ძალიან უყვარს ტუბა (მგონი, ქართულადაც ტუბა ჰქვია). მერე კი მიკროფონი საკრავთან ახლოს მიაქვს, რათა მისი ხმა უკეთ გავიგოთ.
დააკვირდით მუსიკოსის სახეს.
10. ოცნება აგიხდეს და ისეთ უკიდურესად იშვიათ მეტეოროლოგიურ მოვლენას შეესწრო, როგორიც თოვლიანი ელვაა
როგორც წესი, ელვას თან სდევს ატმოსფერული ნალექები წვიმის სახით, თოვლში კი ელვა ძალიან, ძალიან იშვიათია. ჯიმ კანტორს გაუმართლა და თოვლიანი ელვის მომსწრე პირდაპირ ეთერში გახდა, თანაც არაერთხელ.
ნეტავ ყველას ასე ძალიან უყვარდეს საკუთარი საქმე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები