მეუფე ანტონი ფიქრობს, რომ დეკანოზი მამალაძე საპატრიარქოს მორალურ-ზნეობრივი ამბით აშანტაჟებს
ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტი ანტონი ფიქრობს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატრიარქოში კონკრეტულ პირებს მორალურ-ზნეობრივი ამბით აშანტაჟებს. ამის შესახებ მეუფე ანტონმა ტოკშოუ რეაქციაში განაცხადა.
მისი თქმით, წერილი, რომელიც დეკანოზმა მღვდელმთავრებს ციხიდან გაუგზავნა ფარულ მუქარას შეიცავს. ის განმარტავს, რომ წერილის შინაარსს შეგნებულად არ გაცნობია.
"შესაძლოა, რომ ის ვინმეს აშანტაჟებდა. ითქვა, რომ წერილები, რომელიც მღვდელმთავრებს დაუგზავნა, ფარულ მუქარას შეიცავს. მეუფე პეტრემაც არ მოუწონა ეს საკითხი დეკანოზს", — განაცხადა მეუფე ანტონიმ.
მეუფე ანტონის დეკანოზ გიორგი მამალაძის მცხეთა-თბილისის ეპარქიაში გადმოსვლაზეც უჩნდება კითხვები. ის ვარაუდობს, რომ დეკანოზი თავისი თვალით დანახული მანკიერებების აღმოფხვრას კი არ ცდილობდა საპატრიარქოში, არამედ ამის მანიპულირებდა.
მეუფე ანტონის ინფორმაციით, ყველას, ვინც მატროსოვის ციხეში შედის, დეკანოზი მამალაძე "ღიად ესაუბრება ყველაფერ იმაზე, რისი საჯაროდ თქმაც არ სურს".
"ამის შესახებ ის დაპატიმრებამდეც ესაუბრებოდა რამდენიმე მღვდელმთავარს, დაპატიმრების შემდეგაც გაუგზავნა წერილები, მეც მთხოვა მენახა ეს წერილი, გამომიგზავნა, მაგრამ მე შეგნებულად არ წავიკითხე. როგორც ამბობენ, ისეთებს წერს, რომ მისი მოსმენა საჯაროდ არ შეიძლება. მეც ვსვამ კითხვას, რა უნდა იყოს ამ წერილებში?" — განაცხადა მეუფემ.
ის იხსენებს განცხადებებს, რომელიც სასულიერო პირების ნაწილმა დეკანოზი მიერ გაგზავნილი წერილის შემდეგ გააკეთა და ვარაუდობს, რომ საკითხი არა მკვლელობის მცდელობას, არამედ უფრო დიდ არაიურიდიულ დანაშაულს, მორალურ-ზნეობრივ საკითხს უკავშირდება.
"მე შთაბეჭდილება მრჩება, ყველა გამოსვლიდან, რომ მკვლელობის მცდელობის მიღმა უფრო დიდი დანაშაული იმალება. რა შეიძლება იყოს მკვლელობაზე დიდი დანაშაული სახელმწიფო გადატრიალება? საპატრიარქო გადატრიალება? თუ რა? ეს შესაძლოა იყოს არაიურიდიული, არადასჯადი მორალურ-ზნეობრივი ხასიათის, რომელთა გამჟღავნებაც შეიძლება მძიმედ აისახოს საზოგადოებაზე", — განაცხადა მიტროპოლიტმა.
მისივე განცხადებით, "ყველამ რაღაცა იცის და ვერავინ ვერ ბედავს პირველად ან პირდაპირ თქმას".
"ეს უნდა თქვას თვითონ დეკანოზმა. დეკანოზთან როცა შედიან და ის ნებისმიერ შემსვლელს უყვება რაღაცას, აქაც ხომ არ თამაშობს? თუ იქნება ვინმე სუსტი, რომელიც ამ ამბავს გამოიტანს და პირველად გაამჟღავნებს, დეკანოზი იტყვის, რომ ეს არ მითქვამს და მას შეახოცავენ ხელებს", — ვარაუდობს მეუფე.
ჟურნალისტის კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ დეკანოზი მამალაძე ამ მორალურ-ზნეობრივი საკითხით საპატრიარქოში ვინმეს აშანტაჟებს, მეუფე ანტონი პასუხობს, რომ "ასე გამოდის".
:მისი უზიარებლობაც იქიდან გამომდინარეობს, რომ იგი არ არის გულწრფელი. რა დაინახა ახლა საპატრიარქოში ისეთი? რა არის დასანახი? მეც მინდა თქვენთან ერთად გავიგო, ყველგან ვსვამ ამ კითხვას, რა არის ასეთი? ჯერ ველოდებოდით პროკურატურას, მერე გამოძიების დასრულებას... არიან მღვდელმთავრები, რომლებიც საქმის კურსში არიან და მათ შორის მე ვარ ერთ-ერთი. რამდენჯერმე ვთქვი, დამანახეთ, მომასმენინეთ. ბევრმა კადრებით ნახა, ბევრმა ისე იცის. თუ მთლიანად ეკლესიას ეხება, გამოვიტანოთ ეს საკითხი წმინდა სინოდის სხდომაზე და ვიმსჯელოთ", — განაცხადა მეუფე ანტონიმ ტოკშოუ რეაქციაში.
დეკანოზ მამალაძის წერილი
დეკანოზმა გიორგი მამალაძემ მატროსოვის ციხიდან წერილი გაუგზავნა ოთხ სასულიერო პირს: მეუფე პეტრეს, მეუფე ანდრიას, მეუფე დიმიტრისა და მეუფე დავით ალავერდელს. წერილის შინაარსი უცნობია. კურიერის ცნობით, ინფორმირებული ადამიანი ვინც, დეკანოზის გზავნილი წაიკითხა, ამბობს, რომ ციხიდან პატიმარი მღვდელი პატრიარქის ოჯახის ბიზნესინტერესებზე საუბრობს და ილია მეორის დას, დედა ნატალიას ახსენებს.
წერილის ერთ-ერთმა ადრესატმა მეუფე პეტრემ კვირის აქცენტებში განაცხადა, რომ "დეკანოზ მამალაძის წინააღმდეგ პატრიარქის გარდატეხა გამოიწვია მისმა მუქარით სავსე წერილმა, რომელშიც ის ეკლესიაში არსებულ პრობლემებს ამხელდა".
მეუფე პეტრეს თქმით, ამ წერილში მამაო, ფინანსურის გარდა, საუბრობდა არაჯანსაღ, მახინჯ მდგომარეობაზე.
"იყო პრეცედენტი, როდესაც მამაომ ასეთი მუქარის შემცველი წერილი გამოგზავნა საპყრობილედან, რომელიც მომივიდა მე და სამ მღვდელმთავარს. მე დავუკავშირდი ერთ-ერთს და ვუთხარი, რომ მამაო რომ ასეთ წერილს წერს, მუქარანარევს და დავარქვი, რომ ეს არის "საეკლესიო ბედუკაძეობა", — განაცხადა მეუფე პეტრემ.
ციანიდის საქმე
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. დეკანოზის დაკავების შესახებ ინფორმაცია პროკურატურამ 13 თებერვალს გაავრცელა. მას პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად. შორენა თეთრუაშვილი, ილია მეორესთან ერთად, აღნიშნულ პერიოდში ბერლინში იყო, სადაც პატრიარქი მკურნალობდა.
დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მას შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
13 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ კი დაუშვებლად სცნო.
გაიგეთ მეტი: ციანიდის საქმე — მოკლედ
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები