მელბურნში ხეებს ელ-ფოსტის მისამართები აქვთ და მათ ადამიანები თბილ წერილებს უგზავნიან
ფოტო: Shutterstock
"ჩემო ძვირფასო თელა!" - ასე იწყება ხისთვის გაგზავნილი ერთ-ერთი წერილი. ავტრალიის ქალაქ მელბურნში გარემოს დაცვის ერთ-ერთი პროგრამის მიხედვით, ხეებს ID ნომრები მიანიჭეს და ელ-ფოსტის მისამართი შეუქმნეს, რათა მოქალაქეებს ადვილად შეძლებოდათ საშიშროების (მაგალითად, მოტეხვის პირას მყოფი ტოტების) დაფიქსირება, თუმცა მელბურნელები ამით არ დაკმაყოფილდნენ: ისინი ხეებს ესალმებიან, გულს უშლიან, აქებენ, სასიყვარულო წერილებს სწერენ და ასე შემდეგ...
მელბურნის გარემოს დაცვის თავმჯდომარე, არონ ვუდი აღნიშნავს, რომ ეს წერილები ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია მელბურნის მაცხოვრებლებისთვის თითოეული ხე.
ეს იმ წერილების ნაწილია, რომლებსაც ხეები ყოველდღიურად იღებენ:
"როცა წმინდა მარიამის სახელობის კოლეჯიდან გამოვედი, შენთან შევჩერდი, არა შენი საშიში ტოტების გამო, არამედ - შენი სილამაზის გამო. ესეთი მესიჯები ხშირად უნდა მიიღო, ისეთი მშვენიერი ხე ხარ"
გაგზავნილი წერილების მიზანი ხან ბანალური მისალმებაა, ხანაც - ეგზისტენციალური მონოლოგის წარმართვა.
საქალაქო თვითმმართველობის ოფიციალურმა პირებმა რამდენიმე ასეთი წერილი გამოაქვეყნეს:
თელას, ხის ID 1037148
21 მარტი, 2015
ძალიან ვწუხვარ, რომ მალე მოკვდები. მაღელვებს, რომ სატვირთო მანქანები შენს დაბლა ჩამოკიდებულ ტოტებს აზიანებენ. შენც ისეთივე დაღლილი ხარ ამით, როგორც ჩვენ?
ზოგ შემთხვევაში ხეებს წერილებს არამელბურნელებიც წერენ. ერთ-ერთი წერილი კი აშშ-ში "მცხოვრები" ხის პერსპექტივიდან იყო დაწერილი.
მუხას, ხის ID 1070546
11 თებერვალი, 2015
როგორ ხართ?
ისე გეკითხებით.
მე თეთრი მუხა ვარ. მაგრამ შეგიძლიათ, უბრალოდ მუ დამიძახოთ. დაახლოებით 350 წლის ვარ და აშშ-ში, მისისიპის პატარა ფერმაში ვცხოვრობ. ჩემი სიმაღლე 80 ვერსია. ხოლო სიგანეში 16 ვერსი ვარ. ბევრს არ ვმოგზაურობ (პრინციპში არც გავნძრეულვარ, რაც რკოები გავზარდე) უბრალოდ ვდგავარ და ჩიტებსა და ციყვებს დასასვენებელ ადგილს ვთავაზობ.
მშვიდობიან დღეს გისურვებთ!
მუ
მელბურნის "მისწერე ხეს" ერთ-ერთი სერვისია იმ მუნიციპალური პროექტებიდან, რომლებიც ქალაქის შეუფერხებლად განვითარებისთვის შეიქმნა. ჩიკაგოში ამის მაგალითი Pothole tracker-ია (ორმოების დასაფიქსირებლად), ხოლო ჰონოლულუში ცუნამის შემატყობინებელი სირენების "გაშვილების" პროგრამა.
ფოთლოვან თელას, ხის ID 1022165
ძვირფასო ფოთლოვანო თელა,
ვიმედოვნებ, მოგწონს წმინდა მარიამის სახელობის ტერიტორიაზე ცხოვრება. ხშირ შემთხვევაში, მეც მომწონს ხოლმე. გამოცდები ახლოვდება და ახლა წესით უნდა ვმეცადინეობდე. შენ არ გაქვს გამოცდები, იმიტომ, რომ ხე ხარ. არამგონია, კიდევ გვქონდეს რაიმე სალაპარაკო, რადგან საერთო ბევრი არაფერი გვაქვს, ისევ იმიტომ, რომ ხე ხარ. თუმცა მიხარია, რომ ამ პროცესში ჩვენ ერთად ვართ.
გაგვიმარჯოს,
ეფი
29 მაისი, 2015
ზოგ შემთხვევაში ხეები პასუხსაც აბრუნებენ:
გამარჯობა ეფ,
მეც მომწონს აქ ცხოვრება.
იმედია, კარგად ჩაიარა გამოცდებმა. კვლევამ აჩვენა, რომ ბუნებას ადამიანების სწავლაზე პოზიტიური ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. ასე რომ, ვიმედოვნებ, შენი სწავლის ინსპირაცია ვიქნები.
საუკეთესო სურვილებით,
ფოთლოვანი თელა
მაგალითად, ასეთს:
ტირიფს, ხის ID 1357982
გამარჯობა ბატონო ტირიფო! ან იქნებ ქალბატონი ტირიფი ხარ?
ხეებს აქვთ გენდერი?
იმედი მაქვს, დღეს მზიანმა ამინდმა გასიამოვნა.
პატივისცემით,
ელი
30 იანვარი, 2015
ხის პასუხი:
გამარჯობა,
მე არც ბატონი ვარ, არც ქალბატონი, რადგან ჩემი ყვავილებს თავიანთ სტრუქტურაში ორივე გენდერი აქვთ. ამ ტერმინს ერთსახლიანი მცენარეები ჰქვია. ხის ზოგ ჯიშს მხოლოდ მამრობითი ან მდედრობითი სქესის ყვავილები აქვთ, მათ ორსახლიანი მცენარეები ეწოდებათ. ზოგს კი - ორივე ერთად აქვს. ეს ყველაფერი ძალიან დამაბნეველია და თან გასაოცარიც კი, როგორი მრავალფეროვანი და კომპლექსური შეიძლება ვიყოთ ჩვენ.
კეთილი სურვილებით,
ბატონი და ქალბატონი ტირიფი
კიდევ ერთი წერილი ხეს
დასავლეთის წითელ კედარს, ხის ID 1058295
1 ივლისი, 2015
გამარჯობა ხეო,
ისე, ნერვიულობ საბერძნეთის კრიზისზე? შენი აზრით, საბერძნეთი უნდა დარჩეს ევროკავშირში?
საუკეთესო სურვილებით,
ტროი
და ისევ პასუხი ხისგან
2 ივლისი, 2015
გამარჯობა ტროი,
როგორც მახსოვს, ბერძნებმა ერთხლე დაგანგრიეს - ისევ გაბრაზებული ხარ მათზე?
საბერძნეთი ჯერ არ განიცდის ხეების ნაკლებობას, თუმცა, შეიძლება გამოვიდეს ევროკავშირიდან. ზოგი ამბობს, რომ მათ უფლება უნდა მიენიჭოთ, თავიანთი ვალიუტა გააუფასურონ, რათა ეკონომიკა აღადგინონ, მაგრამ ევროკავშირი ამას არ დაანებებს ბერძნებს. ზოგი კიდევ ამბობს, რომ ეს გარკვეულწილად მკაცრი პროგრამაა, რამაც აქამდე მოიყვანა საბერძნეთი. ისინი ფიქრობენ, რომ სწორედ ეს მკაცრი ეკონომიკა შეეხო რუსეთს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და აზიასაც გლობალური ფინანსური კრიზისის კუთხით.
არ ვიცი, მე ხომ მხოლოდ ხე ვარ.
საუკეთესო სურვილებით,
დასავლეთის წითელი ტირიფი
"ძვირფასო 1037148, შენ მეტი ხარ, ვიდრე უბრალოდ ეს რიცხვები. მიყვარხარ, ყოველთვის და მუდამ." - წერს ერთ-ერთი რომანტიკოსი ფოთლოვან თელას.
საინტერესო იქნებოდა, როგორ წერილებს მისწერდნენ თბილისელები ხეებს:
შეგვიძლია, რამდენიმე მაგალითი წარმოვიდგინოთ: "ძვირფასო ჭადარო, ძალიან მიყვარხარ, მაგრამ შენი ბუსუსების გამო ალერგია მეწყება. არ გეწყინოს, უბრალოდ არ შემეძლო, არ მეთქვა" ან "საყვარელო ფიჭვო, ვეცდები, ჭირში და ლხინში შენთან ვიყო, სანამ დეველოპერები არ დაგვაშორებენ".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები