ხალხმა უნდა გაიგოს, რომ მე ვარ რეალური ადამიანი და Avtandil Kereselidze ტროლია — კარო მანუკიანი
"დაახლოებით ორი თვის წინ მეგობარმა მკითხა, მქონდა თუ არა სხვა ანგარიში, მაგრამ მაშინ ეს სერიოზულად არ აღვიქვი. რას წარმოვიდგენდი ჩემს ფოტოებს იმისთვის თუ იყენებდნენ, რომ სხვა ადამიანების დისკრედიტაცია დამაჯერებლად გამოსვლოდათ. გუშინ კი იგივე კითხვა არაერთმა ადამიანმა დამისვა", — ასე იხსენებს On.ge-სთან მომხდარს კარო მანუკიანი, რომლის ფოტოებითაც ფეისბუქტროლის Avtandil Kereselidze-ის ანგარიშზე იყო შექმნილი
იმის დასამტკიცებლად, რომ მანუკიანი რეალური პერსონაა და ამ ანგარიშის უკანაც ტროლი არ დგას On.ge მას ვიდეოზარით ესაუბრა.
მანუკიანი ამბობს, რომ წარმოდგენაც არ აქვს იმ გვერდებისა და ჯგუფების შესახებ, რომელსაც ეს პირი მართავდა და არც იმ საკითხების შესახებაა ინფორმირებული, რომელზეც ტროლი აქტიურად წერდა.
"როცა გავიგე ფეისბუქის ადმინისტრაციას მივწერე. ვაცნობე, რომ ჩემს ფოტოებს იყენებდა. მალევე დაბლოკეს. თუ ისევ აღადგენს ხელახლა ვუჩივლებ. სხვა ბერკეტი ამ სიტუაციიდან თავის დასაღწევად არ ვიცი. ხალხმა უნდა დაიჯეროს, რომ რეალური პერსონა მე ვარ და არა Avtandil Kereselidze", — აცხადებს მანუკიანი.
მედიის განვითარების ფონდის კვლევის თანახმად Facebook-გვერდებს, რომლებიც მამუკა ხაზარაძის დისკრედიტაციას ეწეოდა, სამთავრობო ტროლი, Avtandil Kereselidze მართავდა. კვლევამ დაადგინა, რომ ტროლს ოთხი გვერდი: იყავი და გაგეკეთებინა, პოლიტიკური სანაგვე, ჩვენთვის არავინაა, მოვკვდები საქართველოსთვის ეკუთვნოდა.
მას შემდეგ, რაც მედიის განვითარების ფონდის კვლევაზე დაყრდნობით On.ge-მ და Tabula-მ მასალა მოამზადეს, Avtandil Kereselidze-ის ანგარიშზე გამოჩნდა პოსტი ბოდიშის მოხდის მოთხოვნით. კერესელიძის ანგარიში ამტკიცებდა, რომ ის რეალური ადამიანია და წერდა, რომ ცილისწამებისთვის სასამართლოში იჩივლებდა. თუმცა, ორ საათში მისი ანგარიში ფეისბუქიდან გაქრა.
ამავე თემაზე:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

კომენტარები