ხაზარაძე: კატეგორიულად არ ვეთანხმები გვენეტაძეს ზიანის მოყენებაზე, მეტი ზიანი ვერ მოგვადგება
კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, რომელზეც თიბისი ბანკის საკითხზე უნდა ემსჯელათ, მაგრამ ფორმატზე შეუთანხმებლობის გამო არ იმსჯელეს, მამუკა ჯაფარიძემ განაცხადა, რომ არ ეთანხმება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსაზრებას ზიანის მიყენების შესახებ. მისი თქმით, სხდომაზე დასწრებას საზოგადოებისა და დეპუტატებისთვის სწორი ინფორმაციის მისაწოდებლად დათანხმდნენ. მისივე თქმით, ისინი სხდომას არამხოლოდ უმცირესობის, არამედ უმრავლესობის მოწვევით ესწრებოდნენ.
"გარწმუნებთ, რომ ეს რომ არ ყოფილიყო ერთობლივი მოწვევა ჩვენ მოვერიდებოდით აქ მოსვლას, რამეთუ ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები, ჩვენ ვართ ბიზნესმენები და არანაირი პოლიტიკური აჟიოტაჟისთვის ჩვენ არ გვჭირდება არცერთი ტრიბუნა ჩვენ აქ მოვედით იმიტომ, რომ გვეთქვა სიმართლე, რომელიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვანაირად გავაჟღერეთ განცხადებების სახით", — განაცხადა მან.
ხაზარაძის თქმით, რამე ზიანი თუ შეიძლებოდა მიყენებოდა თიბისი ბანკს უკვე მიადგა. მისივე თქმით, შეილახა ქვეყნის რეპუტაციაც.
"თუ თქვენ მოიკითხავთ ნებისმიერ მსოფლიო სააგენტოში რა ინფორმაცია გადის დღეს საქართველოზე, ჩვენ უკვე ასოცირებული ვხდებით, რაღაც ფულის გათეთრებასთან დაკვაშირებულ აბსურდულ ბრალდებებთან. სამწუხაროა, რომ უკვე კომენტარები მიდის იამზე, რომ საქართველო მიდის სხვა მიმართულებით. ეს არის ძალიან ცუდი მოსასმენი", — განაცხადა მან.
ხაზარაძემ აღნიშნა, რომ ორკესტირებული შეტევა გრძელდება და მათ იძულებით დატოვეს ბანკი. თუმცა, არც ამჯერად დაკონკრეტა, ვისგან ხორციელდება შეტევა. მან აღნიშნა, რომ ბანკი დაატოვებინეს, მაგრამ ღირსებას და სამართალს არ დათმობენ.
ეკონომიკის დარგობრივი კომიტეტის სხდომა, სადაც თიბისი ბანკის საქმესა და ეროვნული ბანკის ახალ რეგულაციაზე უნდა ემსჯელათ ამ საკითხებზე მსჯელობის გარეშე დასრულდა. 57 წუთის განამავლობაში დეპუტატები ფორმატზე შესათანხმებლად კამათობდნენ, თუმცა უშედეგოდ.
ფორმატზე დავა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებას მოყვა. მისი თქმით, საბანკო რეგულაციების შეფასება ჯერ ადრეა, თიბისი ბანკის საქმე კი ამ ფორმატში არ უნდა განიხილებოდეს და ეს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობაზე იერიშის მიტანაა.
გვენეტაძის განმარტებით, რეგულატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეფასება ღია სხდომაზე, რომელსაც ბანკის წარმომადგენლებიც ესწრებიან მართებული არ არის და მსგავსი პრეცენდენტი მსოფლიოში არ არსებობს. მან აღნიშნა, რომ კითხვებზე საპასუხოდ მზად იყო, თუმცა კომიტეტს უნდა აეღო პასუხისმგებლობა იმაზე, ღირდა თუ არა ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა საჯაროდ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე კომიტეტის სხდომაზე ევროპულმა საქართველომ მიიწვია. თავდაპირველი თემა ახალი საბანკო რეგულაციები იყო. მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა თიბისი ბანკის ხელმძღვანელების გადაყენება მოითხოვა ევროპული საქართველოს დეპუტატებმა სხდომაზე მამუკა ხაზარაძეც მიიწვიეს. სხდომაზე დასწრებას ხაზარაძე და ჯაფარიძე დათანხმდნენ.
ეროვნულ ბანკმა გუშინ, 25 თებერვალს განცხადება გაავრცელა, სადაც იმავე მიზეზებით განაცხადა, რომ ამ ფორმატში საქმის განხილვა არასწორია. დღევანდელ სხდომაზე კობა გვენეტაძეს არ ელოდნენ, თუმცა ის მაინც მივიდა.
თიბისის საქმე
8 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ თიბისი ბანკიდან დოკუმენტები ამოიღო. მაშინ პროკურატურამ განმარტა, რომ თიბისი ბანკის 2008 წლის აქტივობები შეიცავდა ფულის გათეთრების ნიშნებს და მასში თიბისის დამფუძნებლები და ამავდროულად სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე ბარი ჯაფარიძე ფიგურირებდნენ.
ამ საქმესთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მათი ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა. თიბისი ბანკში ამბობენ, რომ აპირებენ სამართლებრივი საშუალებები გამოიყენონ ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები