ტექდათვალიერების პროცესები ხარვეზებით მიმდინარეობს
ფოტო: Toa55 / Shutterstock
სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ საქართველოში ტექდათვალიერების პროცესი ხარვეზებით მიმდინარეობს. შემოწმების გასავლელად მძღოლები რიგ შემთხვევებში ნაწილებს თხოულობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ტექდათვალიერების გავლის შემდეგაც ქალაქში გაუმართავი ტრანსპორტი დადის. ამის შესახებ მათ დღეს, 27 თებერვალს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფში ჰაერის დაბინძურების საკითხებზე ისაუბრეს.
ეკონომიკის სამინისტროს ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ერეკლე კეჟერაშვილის თქმით, ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად მთავრობამ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ვალდებულება დადგინდა და შემდგომი ინსპექტირების ვადები რეგლამენტით გაიწერა. მისი განმარტებით, ცვლილება შევიდა ტექნიკურ რეგლამენტშიც. თუ ამ დრომდე მძღოლს პირველ ინსპექტირებაზე რომელიმე ნაწილის გაუმართაობის გამო მანქანას დაუხარვეზებდნენ, განმეორებით ვიზიტზე მხოლოდ ხარვეზის აღმოფხვრას ამოწმებდნენ. ახლა ინსპექტორი ვალდებულია მანქანა ვიზუალურადაც შეამოწმოს.
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, შალვა ურიადმყოფილის თქმით, ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიყვანილ ავტომობილებს რიგ შემთხვევებში მანამდე შემოწწმებული ნაწილები გაუმართავი ხვდებოდათ. ახლა ინსპექტორებს საქარე მინების, მაშუქების, გამონაბოლქვისა და სხვა დეტალების შემოწმება მოუწევთ.
შალვა ურიადმყოფილის თქმით, ამ დროს არ მოწმდება მანქანის სავალი ნაწილი. ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ განმეორებითი ინსპექტირება არის უფასო და ამ შემთხვევაში სრულ შემოწმებას ვერ ჩაატარბენ, რადგან ინსპექტირებაში კერძო სექტორია ჩართული და მათ ექმნებათ პრობლემები. მისივე თქმით, სრულ შემოწმებას აფერხებს დროის ფაქტორიც, რადგან მას დაახლოებით 15-30 წუთი სჭირდება.
სამუშაო ჯგუფის წევრმა, გიორგი ხატიძემ იკითხა არის თუ არა შემთხვევები, რომ ხელახალი ინსპექტირების დროს შემოწმებაზე მივიდეს მანქანა, რომელსაც ვიზუალური მხარე მოწესრიგებული აქვს, მაგრამ გაუმართავია სავალი ნაწილი. უწყებების წარმომადგენლებმა მსგავსი საფრთხის არსებობა დაადასტურეს.
ერეკლე კეჟერაშვილმა განაცხადა, რომ ტექინსპექტირების მიზანი პრევენციაა. როგორც მან აღნიშნა, არამხოლოდ ინსპექტირების გავლის დროს შეიძლება მივიდეს გაუმართავი ავტომობილი. მისივე თქმით, შესაძლოა, ტექდათვალიერება გავლილი ავტომობილი რამდენიმე თვეში დაზიანდეს, მაგრამ მძღოლს არ აქვს ვალდებულება მაშინვე გაიაროს ინსპექტირება, რადგან შემოწმების პერიოდულობა ნორმატიული აქტითაა გაწერილი. მისივე თქმით, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი თვითშეგნება და ყველაფერს ინსპექტირების გავლა ვერ მოაგვარებს.
კიდევ ერთ პრობლემაზე ისაუბრა აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მალხაზ ხარებავამ. მისი თქმით, 2018 წლის გამონაბოლქვზე დახარვეზდა 13 897 ავტოსატრანსპორტო საშუალება, განმეორებით შემოწმებაზე მისვლის შემდეგ კი გზაზე გადაადგილება აეკრძალა 2 400-ზე მეტს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე არ არის ცნობილი ეს ავტოსატრანსპორტო საშუალებები შეჩერებულია თუ განაგრძობენ მოძრაობას მიუხედავად იმისა, რომ ტექინსპექტირება ვერ გაიარეს.
ხარაბავამ განმარტა ისიც, რომ ამ მანქანების შესახებ ინოფრმაციას აწვდიან ეკონომიკისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს. როგორც On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუმარტეს 14 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით, 18 დღეში ტექდათვალიერების არგავლის გამო 13 982 ჯარიმა გამოიწერა.
შეხვედრაზე დაისვა კითხვა, არის თუ არა საკმარისი პრევენციის ეს გზები იმისთვის, რომ ქუჩაში გაუმართავი ავტომობილები არ აღმოჩნდნენ და რისი გაკეთება შეიძლება დამატებით.
შალვა ურიდამყოფელმა განაცხადა, რომ არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად გამოსავალი არის გზებზე გადასატანი მობილური ცენტრის დადგმა. მისი თქმით, თუ აღმსრულებელს ეს მოწყობილობა იქნება მძღოლი აღარ გაივლის მოტყუებით ტექისნეპქტირებას, რადგან არასდროს ეცოდინება როდის გააჩერებენ და შეამოწმებენ ხელახლა.
ამავე თემაზე:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში


კომენტარები