არასამთავრობოები: საერთო ეგზიტპოლების გეგმა GPB-ს სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებას კერძო ტელეკომპანიებთან, იმედთან, მაესტროსთან და GDS-თან საერთო ეგზიტპოლის ჩატარების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციები უარყოფითად აფასებენ.
არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და მენეჯმენტს "კიდევ ერთხელ გადახედონ მიღებულ გადაწყვეტილებას და თავი შეიკავონ ისეთი პროექტების განხორციელებისგან, რომლებიც მაუწყებლის მიუკერძოებლობას ეჭვქვეშ დააყენებს". კერძოდ:
- "საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ჩატარებული მედია მონიტორინგის შედეგების მიხედვით საზოგადოებრივი მაუწყებელი მეტწილად დაბალანსებულად და მიუკერძოებლად აშუქებს წინასაარჩევნო პერიოდს, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა. საკითხის პოლიტიკური სენსიტიურობიდან გამომდინარე, კერძო ტელეკომპანიებთან ერთად ეგზიტპოლების ჩატარების გადაწყვეტილება კი, შესაძლოა, უარყოფითად აისახოს საზოგადოების მხრიდან მაუწყებლის, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მედიასაშუალების აღქმაზე.
- როგორც წესი, არჩევნების დღეს პოლიტიკური პარტიები ეგზიტპოლების შედეგებს პოლიტიკური მანიპულაციებისთვის იყენებენ. მაშინ, როცა მაუწყებელი წლებია ცდილობს “სახელისუფლებო” არხის სტატუსისგან გათავისუფლებას და საზოგადოების ნდობის დაბრუნებას, ბუნდოვანია ასეთი სარისკო გადაწყვეტილების არგუმენტაცია.
- საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს 2012 წლის ეგზიტპოლის ჩატარების არასახარბიელო გამოცდილება, როცა მაუწყებლის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლებისა და არჩევნების შედეგებში თითქმის 20%-იანი ცდომილება აღმოჩნდა. გაურკვეველია, რა პრევენციული მექანიზმები აქვს მაუწყებელს გარდა ნდობისა კონკრეტული კვლევით კომპანიის მიმართ, რომ მსგვასი შემთხვევა აღარ განმეორდება. ამასთან, საველე სამუშაოებს აწარმოებს კომპანია “გორბი,” რომელსაც მისივე წარმომადგენლის, მერაბ ფაჩულიას განცხადებით 2003 წლის მერე საქართველოში ეგზიტპოლი აღარ ჩაუტარებია.
- საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ მომსახურებაში სხვა არხებთან შედარებით მცირე თანხას იხდის. მთლიანი მომსახურება 950 ათას დოლარამდე ჯდება, მასში მაუწყებლის წილი კი 200 ათასი ლარია. დანარჩენი თანხა სხვა არხებზე ნაწილდება. არხებს შორის, მაღალი კონკურენციის პირობებში გაუგებარია რა ინტერესია კომერციული არხების მხრიდან ასეთი მცირე თანხის სანაცვლოდ, მნიშვნელოვანი მონაცემები კონკურენტ კომპანიასაც გაუზიარონ.
- საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის განცხადებით, მენეჯმენტი მოლაპარაკებებს კომპანიებთან დეკემბრის შემდეგ აწარმოებს, სამეურვეო საბჭო კი ბოლო პერიოდამდე არ იყო ინფორმირებული მიმდინარე მოლაპარაკების შესახებ. მსგავსი მნიშვნელობის საკითხები სამეურვეო საბჭოსთან მენეჯმენტმა დროულად უნდა განიხილოს, რათა მაუწყებელს ჰქონდეს საკმარისი დრო საკითხის სიღრმისეულად განსახილველად. ეს შემთხვევა ბადებს კითხვებს, თუ რამდენად არის უზრუნველყოფილი საჯაროობა მაუწყებლის მიერ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში."
აღნიშნულ განცხადებას 6 ორგანიზაცია ავრცელებს:
- საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო;
- მედიის განვითარების ფონდი (MDF);
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);
- კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი;
- შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი-საქართველო;
- ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები