ლენტეხში ხიდი რეაბილიტაციის შედეგად უფრო დაზიანდა — აუდიტი
ფოტო: აუდიტის სამსახური
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხერიაში ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხიდი რეაბილიტაციის პროცესში უფრო დააზიანა. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაშია ნათქვამი.
დასკვნის მიხედვით, ხიდის მთავარი პრობლემა დაზიანებული ბურჯები იყო. თუმცა 64,2 ათას ლარიანი ტენდერის სამუშაოები გამარჯვებულმა კომპანია შპს TU-KA-მ სავალი ნაწილის რეაბილიტაციით დაიწყო. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, მუნიციპალიტეტმა საპროექტო ორგანიზაციასთან შეთანხმებით პროექტიც შეცვალა და კომპანიას ოთხის ნაცვლად ერთი ბურჯის გაკეთება მოუწია.
"სამუშაოების ამგვარ წარმართვას დაეთანხმნენ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები", — წერია ანგარიშში.
ფოტო: აუდიტის სამსახური
ფოტო: აუდიტის სამსახური
მუნიციპალიტეტს ოთხი ბურჯის გამაგრებაზე უნდა დაეხარჯა 38,3 ათასი ლარი, ფაქტობრივად კი ერთი ბურჯი გაამაგრა და დახარჯა 45,6 ათასი ლარი. გარდა ამისა, კომპანიამ სავალ ნაწილზე ლითონის ფურცლები ხის მასალით ჩაანაცვლა. შედეგად, ლითონის ფურცლებით მოწყობაზე უნდა დახარჯულიყო 25,9 ათასი ლარი, ნაცვლად ამისა, ხის ფიცრებით სავალი ნაწილის მოწყობაზე გადაიხადა 18,6 ათასი ლარი.
2018 წლის 13 სექტემბერს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა ხერიის ხიდი. უწყების ინფორმაციით, დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ ხიდის მარცხენა ბურჯის ორი ბოძი დაზიანებულია, ერთი ნაწილი გაღუნულია, მეორე ნაწილი — ძირში გატეხილი. გარდა ამისა, დაზიანებულია სავალ ნაწილზე არსებული ფიცარნაგი, რის გამოც ხიდი საფრთხეს უქმნის სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილების დროს და არ ფუნქციონირებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები