პენიტენციური სამსახურიდან რეორგანიზაციის შედეგად 190 თანამშრომელი გათავისუფლდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იუსტიციის სამინისტროსთან გაერთიანების შემდეგ გამოცხადებული რეორგანიზაციის შედეგად, შტატით გათვალისწინებული 4070 პოზიციიდან გათავისუფლდა 190 თანამშრომელი. გათავისუფლებულ პირებს კომპენსაციის სახით ორი თვის თანამდებობრივი სარგო მიეცემათ.
უწყების ცნობით, რეორგანიზაციის პროცესი შეეხო, როგორც სამოქალაქო დანაყოფს, ასევე სპეციალური დანაყოფის ერთ ნაწილს. კერძოდ, ორად გაიყო გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველო და ჩამოყალიბდა გარე დაცვის მთავარი სამმართველო და ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველო, ხოლო ამ უკანასკნელს შეუერთდა სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველო.
შედეგად, ესკორტის ოფიცერთა (ყოფილი ბარდაგები/გუშაგები) კორპუსი გაიზარდა და მათი ოდენობა განისაზღვრა 555 საშტატო ერთეულით, რომელთაგან 60-მდე პოზიცია კონკურსის წესით შეივსო, 400-მდე საშტატო ერთეული ყოფილი თანამშრომლებით დაკომპლექტდა, ხოლო ახალ ვაკანსიებზე კონკურსის გამოცხადება იგეგმება. საბოლოოდ, მოცემულმა ცვლილებებმა თავიდან უნდა აგვაცილოს ისეთი შემთხვევები, როდესაც სასამართლო პროცესების ჩაშლა ან გადადება ხდებოდა პატიმართა ბადრაგირების შეუძლებლობის გამო.
"ჩამოყალიბდა მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტი, რომელშიც გაიმიჯნა სოციალურ მუშაკთა ფუნქციები შემთხვევის მმართველად და შემთხვევის ადმინისტრატორად, ხოლო რამდენიმე პირი, რომელიც სოციალურ მუშაკად მუშაობდა ისე, რომ საამისო არც პროფესია და არც პრაქტიკული გამოცდილება არ ჰქონდა, გათავისუფლდა. სოციალური მუშაკის გაჩენილ ვაკანსიებზე უახლოეს მომავალში გამოცხადდება კონკურსი და დეპარტამენტი შესაბამისი განათლების მქონე პირებით დაკომპლექტდება", — ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, თანამდებობების უფლება-მოვალეობათა შესწავლისა და ანალიზის შედეგად გაიზარდა ცალკეული თანამდებობისათვის (ინსპექტორ-კონტროლიორი, ესკორტის ოფიცერი) თანამდებობრივი სარგოები.
"ყველა დანამატი თანამდებობრივ სარგოსთან გაერთიანდა და ამიერიდან თანამშრომლები მხოლოდ თანამდებობრივ სარგოს, ხოლო განსაკუთრებული დამსახურების შემთხვევაში პრემიას მიიღებენ", — აცხადებენ სამსახურში.
სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად, ასევე ჩამოყალიბდა 8 დეპარტამენტი (ნაცვლად 10 დეპარტამენტისა და 2 სამსახურისა).
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები