რა ვერ შეძლეს ტოქშოუებმა წინასაარჩევნო გადაცემებში – მონიტორინგის ანგარიში
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად 9 სექტემბერს მაუწყებლების მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციაზე მაუწყებლების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში წარადგინეს.
მონიტორები აკვირდებოდნენ 11 სატელევიზიო არხის საუკეთესო საეთერო დროს (პრაიმტაიმში) გასულ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქშოუებს. მონიტორინგი ხორციელდებოდა შემდეგ სატელევიზიო არხებზე: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, რუსთავი 2, იმედი, მაესტრო, GDS, ტაბულა, კავკასია, ტვ პირველი,ობიექტივი, აჭარის ტელევიზია, ტელეარხი 25.
მონიტორები აკვირდებოდნენ, როგორ ჩანდნენ კვლევის სუბიექტები გადაცემებში. თითოეულ ტოქშოუს აფასებდნენ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: არის თუ არა გადაცემის თემა რელევანტურად შერჩეული, რამდენად შესაბამისია მოწვეულ სტუმართა კვალიფიკაცია სადისკუსიო თემასთან, სტუმრების შერჩევისას ხომ არ ჩანს მიკერძოება, როგორ მიმდინარეობს მსჯელობა, რამდენად კარგად მართავს დისკუსიას წამყვანი, როგორია მისი კითხვები, არის თუ არა მომზადებული, აძლევს თუ არა ცრუ ინფორმაციის გავრცელების საშუალებას სტუმრებს, გადაცემა ხომ არ არის გამოყენებული სიძულვილის ენის გასავრცელებლად. საერთო ჯამში, იღებს თუ არა მაყურებელი რაიმე დამატებით ინფორმაციას, რაც მას გაცნობიერებული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება.
მონიტორინგის სუბიექტებად შერჩეულნი იყვნენ: პრეზიდენტი, მთავრობა და პოლიტიკური პარტიები.
ქარტიის ანგარიშში გამოკვეთილია ძირითადი ტენდენციები:
- ტოქშოუებში სადისკუსიოდ ხშირად მიმდინარე ამბებს არჩევენ, რაც ახალი ამბების ფორმატში უკვე ფართოდ განხილულია. ასეთ დროს გადაცემა უმეტესად ვერ ახერხებს მაყურებლისთვის ამ თემაზე დამატებითი ინფორმაციის შეთავაზებას.
- მაუწყებელთა ნაწილი საკითხის განსახილველად პოლიტიკოსთა დებატების ნაცვლად ხშირად პირისპირ ინტერვიუს სთავაზობს აუდიტორიას.
- სადისკუსიო თემა ხშირ შემთხვევაში ძალიან ბევრია და ერთ გადაცემაში, ერთ საარჩევნო სუბიექტთან მრავალ საკითხზე მიდის მსჯელობა, შესაბამისად, დისკუსია ზედაპირულია.
წამყვანები უმეტესად შემოიფარგლებიან ზოგადი კითხვებით (თქვენ როგორ შეაფასებთ? რას ფიქრობთ ამ საკითხზე? როგორია საარჩევნო გარემო?), რესპონდენტებს სხვათა განცხადებებს აფასებინებენ, შესაბამისად მათი პასუხებიც ზოგადია. არ სვამენ დასაზუსტებელ კითხვებს, სტუმრებს არ სთხოვენ კონკრეტულ პასუხებს. საბოლოო ჯამში აუდიტორია თითქმის ვერ იღებს ღირებულ ინფორმაციას. - წამყვანები ხშირ შემთხვევაში მოუმზადებლები არიან, ამის გამო სტუმრებს ვერ უწევენ ოპონირებას, როდესაც ისინი მცდარ ინფორმაციას ავრცელებენ, რაც განსაკუთრებით ჩანს პრორუსული ორიენტაციის მქონე რესპონდენტებთან საუბრისას. ასეთი ტიპის სტუმრები ნატოსა და ზოგადად დასავლეთის შესახებ მითებს, არასწორ ინფორმაციას ისე ავრცელებენ, წამყვანი ვერ ახერხებს აუდიტორიისთვის იმის ჩვენებას, რომ მათი განცხადებები უსაფუძვლოა.
- არაერთხელ დაისვა ისეთი ტიპის კითხვები როგორიცაა: როგორ შეაფასებთ საკუთარ მუშაობას? ხალხი რა განწყობით გხვდებათ? ამ დროს რესპონდენტს ეძლევა საშუალება დადებითად ისაუბროს საკუთარ საქმიანობაზე სასურველი მიმართულებით.
- რამდენიმე შემთხვევაში წამყვანები სტუმრებს სთხოვდნენ სხვადასხვა სტატისტიკური ინფორმაციის, მონაცემების წარმოდგენას ნაცვლად იმისა, რომ ეთერში გასვლამდე თავად ჰქონოდათ მოძიებული და შედეგებზე პასუხის მიღება მოეთხოვათ.
- ხშირია შემთხვევა, როდესაც გადაცემის დიდი ნაწილი ეთმობა ამა თუ იმ პოლიტიკოსის განცხადების შეფასებას, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს საგნობრივი დისკუსიის ნაცვლად ძირითადად სხვათა გამონათქვამებსა და საარჩევნო გარემოს აფასებინებენ.
- საარჩევნო პროგრამებსა და ხედვებზე საუბარი რამდენიმე გადაცემაში აგვისტოს ბოლოდან გააქტიურდა.
- დაპირისპირებულ მხარეებთან გადაცემა ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს და ზოგიერთ წამყვანს უჭირდა დისკუსიის წარმართვა.
- ხშირად სადისკუსიო თემისთვის შერჩეული სტუმრები არარელევანტურია და არ აქვთ შესაბამისი ცოდნა განსახილველ საკითხზე. ეს გადაცემის შემოქმედებითი გუნდის გადაწყვეტილების გარდა შესაძლებელია უფრო მეტად გამოწვეული იყოს იმით, რომ თავად საარჩევნო სუბიექტებს არ ჰყავთ შესაბამისი სპიკერები და მაუწყებლებს უჭირთ რესპონდენტების სტუდიაში მოყვანა.
ქარტიის განცხადებით, სამონიტორინგო პერიოდში საზოგადოებას საარჩევნო სუბიექტების შესახებ ტოქშოუებმა ვერ მიაწოდეს ის ინფორმაცია, რაც მათ გაცნობიერებული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება.
ანგარიშში გამოყოფილია ტელეკომპანია ობიექტივის ტოქშოუ ღამის სტუდია. მონიტორინგის დასკვნით გადაცემა ერთი პოლიტიკური ძალის, პატრიოტთა ალიანსის პლატფორმას წარმოადგენს, სადაც მათ შესაძლებლობა აქვთ ისაუბრონ ყველაფერზე. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ტოქშოუ ღამის სტუდიაში ტელეკომპანია კავკასიის გადაცემა სპექტრის მსგავსად რესპონდენტებთან ერთად თავად წამყვანებიც იყენებენ არაკორექტულ გამონათქვამებს, შეუსაბამო ტერმინოლოგიას, სიძულვილის ენას. სხვა რამდენიმე გადაცემაში (მაგ. რვიანი, ბარიერი) სიძულვილის ენა სტუმრებმა გამოიყენეს, რასაც არ მოჰყოლია სათანადო რეაგირება წამყვანის მხრიდან.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მედიამონიტორინგი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა, ფარგლებში ჩატარდა.
ანგარიში მოიცავს 1 ივლისი - 30 აგვისტოს პერიოდს.
მონიტორინგი ხორციელდება 2016 წლის 20 მაისიდან 2016 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით და მოიცავს 11 ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვებებს. ქარტია აკვირდებოდა როგორც ახალ ამბებს, ისე საზოგადოებრივ პოლიტიკურ ტოქშოუებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები