ჯონი დეპი ამბერ ჰერდს რეპუტაციის შელახვის ბრალდებით უჩივის
ფოტო: Rich Fury / Shutterstock
ამერიკელმა მსახიობმა ჯონი დეპმა ყოფილი ცოლის და ასევე მსახიობის ამბერ ჰერდის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. დეპი რეპუტაციის შელახვის ბრალდებით მისგან 50 მილიონ დოლარს ითხოვს.
ჯონი დეპი ამტკიცებს, რომ ამბერ ჰერდი თაღლითურად საჯაროდ აბრალებდა მას ოჯახურ ძალადობას.
სარჩელი 2018 წლის დეკემბერში Washington Post-სთვის ჰერდის მიერ დაწერილ ოპ-ედს მოჰყვა, რომელშიც ის გადატანილი ძალადობის გამოცდილებას აღწერდა. ტექსტში ჯონი დეპის სახელი არ იყო მოხსენიებული, თუმცა მისი სარჩელის მიხედვით, ოპ-ედი მიუთითებდა, რომ დეპი დამნაშავე იყო.
"ჰერდმა დაწერა, რომ მასზე საზოგადოებისთვის ცნობილი ფიგურა ძალადობდა და დაადასტურა, რომ ისიც ისევე განიცდიდა კულტურულ წნეხს, როგორც ის ქალები, რომლებიც სექსუალური ძალადობის გამოცდილებაზე საჯაროდ ლაპარაკობენ. ოპ-ედი მიუთითებდა, რომ ჰერდი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო და მის მიმართ დანაშაულს დეპი სჩადიოდა", - წერია სარჩელში.
ჯონი დეპის ადვოკატები დასძენენ, რომ მსახიობის შესახებ ძალადობაზე გავრცელებული ცნობები "კატეგორიული სიცრუეა".
ჰერდის ადვოკატმა ერიკ ჯორჯმა განაცხადა, რომ ადვოკატების ნაბიჯი დეპის კიდევ ერთი მცდელობაა, რომ ამბერი გააჩუმოს:
"მას [ამბერ ჰერდს] ვერ გააჩუმებენ. დეპის ქმედებები მიუთითებს, რომ მას არ შეუძლია იმ ძალადობრივი ქცევების გაცნობიერება და სიმართლის მიღება. სანამ ის თავს საჯაროდ ინადგურებს, ჩვენ მის უსაფუძვლო სარჩელს გავაქარწყლებთ და დავასრულებთ ჩემი კლიენტის დაუსრულებელ შევიწროებას მისი და მისი წარმომადგენლების მხრიდან".
ჯონი დეპი და ამბერ ჰერდი 2016 წლის აგვისტოში განქორწინდნენ. ჰერდმა დეპის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდენიც მოითხოვა 2016 წლის მაისში მომხდარი ოჯახური ძალადობის შემთხვევის შემდეგ. ჰერდი აცხადებდა, რომ ურთიერთობის განმავლობაში ის დეპის მხრიდან ფიზიკური და ვერბალური ძალადობის მსხვერპლი იყო.
განქორწინების შემდეგ, დეპმა და ჰერდმა გაუთქმელობის შეთანხმება დადეს და ერთობლივი წერილიც გამოაქვეყნეს:
"ჩვენი ურთიერთობა ვნებიანთან ერთად, ხანდახან ძალადობრივიც იყო, თუმცა ყოველთვის სიყვარული გვაერთიანებდა. არც ერთ მხარეს წაუყენებია ყალბი ბრალდება ფინანსური კეთილდღეობის მოპოვების მიზნით. არასდროს გვსურდა ერთმანეთისთვის ფიზიკური ან ემოციური ზიანის მიყენება. ამბერი ჯონს ყველაფერს საუკეთესოს უსურვებს და განქორწინებისას მიღებულ თანხას ქველმოქმედებას მოახმარს".
დეპის ადვოკატები აცხადებენ, რომ ამბერდის ოპ-ედი Aquaman-ის გამოსვლის წინა დღეს დაემთხვა, რამაც დეპის კარიერაზე უარყოფითად იმოქმედა.
დეპმა ასევე მონაწილეობა მიიღო Fantastic Beasts: The Crimes of Grindelwald-ში, რასაც ჰარი პოტერის ფანების ნაწილი კრიტიკით შეხვდა. მაშინ როულინგმა განაცხადა, რომ კმაყოფილი იყო იმით, რომ მის ფილმში როლი დეპმა მიიღო. გულშემატკივრების ნაწილი მის ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა, რადგან როულინგი თავისი წიგნებში ჩაგვრის წინააღმდეგ გამოდის. იმედგაცრუებულთა შორის იყო ჰარი პოტერის როლის შემსრულებელი დენიელ რედკლიფიც.
2018 წლის ზაფხულში, ჯონი დეპი ფილმ City of Lies გადასაღებ მოედანზე ჯგუფის ერთ-ერთ წევრზე თავდასხმაში საჯაროდ დაადანაშაულეს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები