საქართველოს უახლესი ისტორია "არსის" 30–წლიან ბიოგრაფიაში (მეხუთე ნაწილი)
ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ "არსის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, გია აბულაძის მოგონებების პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილი კომპანიის შექმნასთან დაკავშირებით. ახლა კი, გთავაზობთ ისტორიის გაგრძელებას, თუ როგორ გარდაიქმნა იდეა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ კომპანიად.
კომპანიის ისტორიის თხრობას "არსის" დამფუძნებელი, არქიტექტორი ირაკლი როსტომაშვილი განაგრძობს:
ჭავჭავაძის ქუჩის კუთხეში იყო წიგნის მაღაზია "ჩირაღდანი". ერთხელ შევედი და ვხედავ, დახლები ცარიელია, გდია მხოლოდ ერთი პატარა წიგნი "ქართული ანდაზები და გამონათქვამები", ფასი 20 კაპიკი. ავიღე ეს წიგნი, ფული გადავიხადე და წამოვედი. აღარაფერი აღარ დარჩა. ის წიგნი სამსახურში მაგიდაზე მედო. გადავშლიდით, წავიკითხავდით რაღაცას, ვღადაობდით და ვიცინოდით. ერთხელაც, მერიიდან მოვიდა წერილი. სრული უაზრობა, თითქოს რაღაც რჩევას გვაძლევდნენ, ოღონდ ვერ გაიგებდი, რას? ვმსჯელობთ მე და გია, რა უნდა მივწეროთ, სერიოზული პასუხის გაცემა შეუძლბელია. ამ მსჯელობაში გადავშალე ეს წიგნი და უცებ ვკითხულობ: "ვისაც სახლი არ აუშენებია, იმას ბოძები მიწიდან ამოსული ჰგონიაო". და პასუხად ეს მივწერეთ.
იმ მეგრელმა ტიპმა გაგვიჩინა იდეა, შეგვექმნა კერძო სამშენებლო კომპანია. ამის მსგავსი არაფერი არსებობდა, არც წესი იყო, არც კანონი. ამ საკითხზე, გავრისკოთ თუ არა, ხშირად ვლაპარაკობდით. ერთხელაც, აბანოში ვიყავით და საბოლოოდ იქ გადავწყვიტეთ, მოდი, დავიწყოთ ეს საქმე და ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა, გამოგვივა თუ არა? თანაც ჩვენი სურვილი იმ ანდაზების წიგნს დავუკავშირეთ - თეთრი და შავი აბანოში გამოჩნდებაო. მერე როცა ამ საკითხზე ვიწყებდით ლაპარაკს, აბანოს კანონი, აბანოს წესდებაო, ვამბობდით. საქაღალდესაც, სადაც მასალებს ვინახავდით, მოკლედ და მარტივად აბანო ეწერა. კომპიუტერში ფაილსაც აბანო და თვითონ კანონსაც მარჯვენა ზედა კუთხეში წვრილი შრიფტით ეწერა აბანო. ასეა თუ ისე, ეს კანონი წვალებით ჩვენ შევქმენით, ჩვენივე კომპიუტერზე ავკრიფეთ და მთავრობაში მივიტანეთ. მათთან წინასწარ შეთანხმებულები ვიყავით. მივიტანეთ და ველოდებით. 1991 წლის მაისის დასაწყისში მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ თენგიზ სიგუამ, ხელი მოაწერა ბრძანებას: "ინდივიდუალური ბინათმშენაბლობის პარალელური სტრუქტურების შექმნის შესახებ". მალევე გაზეთში გამოქვეყნდა კანონი, რომელსაც მარჯვენა ზედა კუთხეში წვრილად ეწერა აბანო!
92 წელია. კერძო ფირმა არ გაეგონათ, კერძო ბიზნესიც არ არსებობდა, კერძო მშენებლობები არ არსებობდა. იქმნებოდა ამხანაგობა და თავიანთ სახლს იშენებდნენ. ჩვენ რომ ვამბობდით, კერძო კომპანია ვართ, ვერ ხვდებოდნენ, ვინ ვიყავით. ცეკა იციან, კომუნისტური პარტია იციან, მინისტრები იციან, არაფორმალებიც გაიგეს, ვინ იყვნენ, აი, ეს კერძო კომპანია რას ნიშნავდა, ვერ ხვდებოდნენ. გია და თამაზ ლობჟანიძე ამერიკაში იყვნენ და ჩამოიტანეს რაღაც ტერმინები. გაგონილი არ გვქონდა დეველოპერი, მოვიძიეთ რას ნიშნავდა და აღმოჩნდა განვითარება. ჯერ დავირქვით ბინათმშენებლობის სინდიკატი. უცხო სიტყვათა ლექსიკონში ვნახეთ, რომ პროფესიულ გაერთიანებებსაც ნიშნავს, მოგვეწონა და დავირქვით სინდიკატი. არადა, მაფიოზური რგოლების გაერთიანებაა სინდიკატი. ბლანკებიც კი გვქონდა, რომელსაც ეწერა ბინათმშენებლობის სინდიკატი. მერე მივხვდით და მოვიშორეთ ეს სახელი. მერე მოვიგონეთ სიტყვა მენაშენე
იმ ამბებში, რაც კომპანია "არსს" გადახდა თავს, ირეკლება საქართველოს 30 წლის ისტორია – აღტაცებით, გამბედაობით, ეჭვით, შიშით, ავანტიურით, თავდადებით, გაჭირვებით, სასოწარკვეთითა და მიღწევებით სავსე – "არსი" 30 წლისაა.
"არსის" 30–წლიან ისტორიას მომდევნო სტატიებშიც შემოგთავაზებთ. კიდევ ბევრი საინტერესო ეტაპი გვაქვს მოსათხრობი.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები