ბესელია ფიქრობს, რომ თიბისის საქმე პარლამენტმა კომისიის ფორმატში უნდა შეისწავლოს
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, ეკა ბესელია ფიქრობს, რომ თიბისი ბანკის საქმეზე საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას. მისი თქმით, პარლამენტმა უნდა აიღოს ხელში ზედამხედველის ფუნქცია და შევიდეს სიღრმეებში. თიბისი ბანკის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა პარლამენტში ევროპულმა საქართველომ მოითხოვა. ეკა ბესელიას თქმით, ეს კომისია შეიძლება არა საგამოძიებო, არამედ დროებითი იყოს, თუმცა რაიმე ტიპის განსახილველი ფორმატი აუცილებელად უნდა შეიქმნას.
დეპუტატს მიაჩნია, რომ თიბისი ბანკის საქმე სახუმარო თემა არ არის და კოლეგებს შეფასებებში სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
"ერთმა ფარატინა ფურცელმა შეიძლება ყველაფერი ამოაყირავოს ამ ქვეყანაში. გააჩნია, ფურცელს რა ისტორია აქვს. მე არ ვამტკიცებ არც ერთს და არც მეორეს. მე არ ვამბობს, რომ ის არის უტყუარი ან ფარატინა, თუმცა სასაცილო ნამდვილად არ არის. არც სახუმარო არ არის. ამას ცოტა მეტი სერიოზულობა სჭირდება. მნიშვნელობა აქვს, ვინ ლაპარაკობს, რა ვითარებაში, მთლიან სურათს უნდა შეხედო და არამგონია საქირქილო იყოს, ამას უნდა გარკვევა. ცოტა ფრთხილად მოვეკიდებოდი ამ საკითხს. ერთია, რომ გამოძიებამ მეტი სერიოზულობა უნდა აჩვენოს და არ უნდა იყოს მხარე", — განაცხადა ეკა ბესელია ტელეკომპანია პირველის ეთერში.
მისივე თქმით, წერილმა, რომელიც დღეს პროკურატურამ გაასაჯაროვა კითხვები გაუჩინა და გიორგი გახარიასთვისაც უმჯობესი იქნებოდა ინსტიტუციური ნდობისთვის ზედამხედველის ფუნქცია პარლამენტმა აიღოს ხელში.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა შეიწიროს ამ წერილმა ხელისუფლება, თუ მისი ავთენტურობა დადასტურდა, ეკა ბესელია პასუხობს: "თუ დადასტურა, რომ ეს სიმართლეა, რას ამბობს ნინო.. ეს უმძიმესი სურათის მატარებელია. საბოლოო შეფასებებს ფრთხილად ვეკიდები, ამიტომ პირველ ეტაპზე რაც მიმაჩნია, რომ იქნებოდა სწორი და მართებული, არის ის, რომ მხარედ არ გამოჩნდე. მე მგონია, რომ პარლამენტმა აუცილებლად უნდა აიღოს თავის თავზე ზედამხედველის, მაკონტროლებლის ფუნქცია და დაიწყოს ამ საკითხის დეტალური შესწავლა და დადოს საზოგადოების წინაშე ღიად".
პროკურატურამ გაასაჯაროვა თიბისი ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ მტკიცებულებად წარდგენილი დოკუმენტი, რომელიც ხაზარაძის განცხადებით, ამტკიცებს, რომ შს მინისტრი გიორგი გახარია მას ემუქრებოდა. წერილის მიხედვით, ხაზარაძეს სამ პირობის შესრულებას სთხოვდნენ. პირველი - ტელეკომპანია პირველმა შეიცვალოს სარედაქციო პოლიტიკა და ტელეკომპანია იმედის მსგავსად ჩაერთოს ომში ოპოზიცის წინააღმდეგ. მეორე — ხაზარაძემ გააკეთოს განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში და ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ წინა ხელისუფლების პირობებში. მესამე — ტელეკომპანია არტარეა, რომელიც ხაზარაძის საკუთრებაა, ჩაერთოს პოლიტიკურ კამპანიაში.
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები