უდუმაშვილი: წერილი ადასტურებს, რომ სახეზეა ივანიშვილის რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებები
ფოტო: ანი ხოშტარია / On.ge
ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი თავს ესხმის როგორც "თავისუფალ ბიზნესს" ისე "თავისუფალ მედიას". ასე გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობა საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ წერილს, რომელიც საგამოძიებო უწყების თქმით, მამუკა ხაზარაძემ წარადგინა.
მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია აბსოლუტურ ნდობას უცხადებს მამუკა ხაზარაძის მტკიცებულებას, რომლებიც დღეს პროკურატურამ გაასაჯაროვა.
"ვაცხადებთ, რომ არანაირი იმედი არ გვაქვს, ამ ხელისუფლების და ამ პროკურატურის პირობებში ამ საქმის გამოძიების. დარწმუნებული ვართ, ახალი ხელისუფლების პირობებში, ყველას მოუწევს პასუხისმგებლობაში მიცემა, ვისაც რაიმე კავშირი აქვს ამ ბინძურ საქმესთან. გამოქვეყნებული წერილი ადასტურებს, რომ სახეზეა ივანიშვილის რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებები", — განაცხადა უდუმაშვილმა.
უდუმაშვილის თქმით, არსებობს კიდევ დამატებითი მტკიცებულებები ხელისუფლების მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შესახებ თიბისი ჯგუფის საქმეში.
უდუმაშვილის განცხადებით, ასევე, ივანიშვილს სურს გააკონტროლოს სრულიად არაპოლიტიკური არხი არტარეა.
"ამ წერილშივე კარგად ჩანს, რომ ტელეკომპანია იმედი ქართული ოცნების პოლიტიკური მიზნების მსახურია და იცავს მხოლოდ ივანიშვილის პირად ინტერესებს. ამავე დროს, ამ წერილით დასტურდება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ხელისუფლების არჩეული გზა იყო არა თანასწორობაზე დაფუძნებული პოლიტიკური კონკურენცია, არამედ ზეწოლა, დაშინება, შანტაჟი არჩევნების გაყალბების მიზნით, მათ შორის, ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედიის გამოყენებითაც", — განაცხადა უდუმაშვილმა.
მისი თქმით, ის, რაც აქამდე ცნობილი იყო, დღეს ფაქტობრივად დოკუმენტურად დადასტურდა. უდუნაშვილის ასევე ფიქრობს, რომ ივანიშვილის მიზანი არა სახელმწიფოს წინსვლა და მისი განვითარება, არამედ ქვეყანაში არსებული ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუტი ხელში ჩაგდებაა.
ზაალ უდუმაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის დღევანდელ განცხადებასაც გამოეხმაურა და თალაკვაძე ტყუილში დაადანაშაულა.
"ბატონმა არჩილ თალაკვაძემ თვალებში ჩამხედოს მეც და თვალებში ჩახედოს რუსთავი 2-ის ათასამდე თანამშრომელს, როდესაც ასეთ უტიფარ ტყუილს კადრულობს. მე ძალიან კარგად მახსოვს, როგორ შეტევას ახორციელებდა ივანიშვილის რეჟიმი „რუსთავი 2“-ზე, თუმცა მაშინ საზოგადოების აქტიურობის, ჩვენი პარტნიორების და რაც მთავარია, სტრასბურგის სასამართლოს ძალიან პრინციპული პოზიციის შედეგად თავისუფალმა სიტყვამ გაიმარჯვა", — თქვა უდუმაშვილმა.
მისი თქმით, საჭიროა საზოგადოების ერთიანობით "დავიცვათ ტელეკომპანია პირველი, რათა წინ აღვუდგეთ ივანიშვილის ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას".
პროკურატურამ გაასაჯაროვა თიბისი ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ მტკიცებულებად წარდგენილი დოკუმენტი, რომელიც ხაზარაძის განცხადებით, ამტკიცებს, რომ შს მინისტრი გიორგი გახარია მას ემუქრებოდა. წერილის მიხედვით, ხაზარაძეს სამ პირობის შესრულებას სთხოვდნენ. პირველი - ტელეკომპანია პირველმა შეიცვალოს სარედაქციო პოლიტიკა და ტელეკომპანია იმედის მსგავსად ჩაერთოს ომში ოპოზიცის წინააღმდეგ. მეორე — ხაზარაძემ გააკეთოს განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში და ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ წინა ხელისუფლების პირობებში. მესამე — ტელეკომპანია არტარეა, რომელიც ხაზარაძის საკუთრებაა, ჩაერთოს პოლიტიკურ კამპანიაში.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები