ვარსკვლავების გროვამ შეიძლება ჩვენი კოსმიური წარმომავლობა გამოააშკარაოს
ფოტო: ESO / F. Ferraro
წარმოუდგენლად შორს, მზის სისტემიდან 19 ათასი სინათლის წელიწადის დაშორებით, მშვილდოსნის თანავარსკვლავედში, ვარსკვლავების უნიკალური გროვა აღმოაჩინეს. როგორც მონაცემთა ანალიზით დადგინდა, ტარზან 5 (ასე უწოდეს ამ ვარსკვლავურ გროვას) ირმის ნახტომის ერთგვარი “არქეოლოგიური ნარჩენია” და მისი ფორმა იმ პერიოდით თარიღდება, როდესაც ჩვენი გალაქტიკა ჩამოყალიბებას იწყებდა.
40 წლის მანძილზე ტარზან 5 უბრალოდ სფერული გროვა ეგონათ და ასეც გამოიყურებოდა - დაახლოებით 4 სინათლის წელიწადის დიამეტრის სივრცე, რომელშიც ათასობით ვარსკვლავითაა გადანათებული. (შედარებისთვის: მზიდან კენტავრის ალფამდე, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი უახლოესი ვარსკვლავია, დაახლოებით იგივე მანძილია და, წარმოიდგინეთ, ეს სივრცე რომ უამრავი ვარსკვლავით გადაავსო! დედამიწაზე ღამე უფრო ნათელი გვექნებოდა, ვიდრე დღე). თუმცა, ცის ამ მონაკვეთზე დაკვირვებით მიღებული მონაცემების თავიდან გაანალიზებით, ასტრონომების ჯგუფი მიხვდა, რომ ვარსკვლავების ამ გროვის მსგავსი კლასტერი აქამდე არ ენახათ.
სფეროსებრი კლასტერები თითქმის ჩვენი სამყაროსავით ძველები არიან. მათი შემადგენელი ვარსკვლავები დროის დასაწყისში, ხანმოკლე პერიოდში შეიქმნენ. ტარზან 5 კი ორი სხვადასხვა წარმოშობის ვარსკვლავებისგან შედგება. მასში შემავალ ვარსკვლავთან უმეტესობა დაახლოებით 12 მილიარდი წლის წინ ჩამოყალიბდა, მცირე ნაწილი კი შედარებით ახალგაზრდაა, სულ რაღაც 7 მილიარდი წლის.
გროვის ახალგაზრდა ვარსკვლავებში მძიმე მეტალების მაღალი შემცველობა იმაზე მიუთითებს, რომ ეს ვარსკვლავები მათზე ბევრად ხნიერი ზეახალის (სუპერნოვას) აფეთქებით დაბინძურდა. “ვერცერთი ნამდვილი სფეროსებრი კლასტერი ვერ შეაკავებდა ზეახალის აფეთქებისას გამოტყორცნილ აირს”, განაცხადა მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ფრანჩესკო ფერარომ.
როგორც ფერარო და მისი გუნდის წევრები აცხადებენ, ტარზან 5-ის ეს უცნაური მდგომარეობა იდეალურად წარმოაჩენს იმ პერიოდს, როდესაც ჩვენი გალაქტიკა ფორმირდებოდა - მჭიდროდ კონცენტრირებული ვარსკვლავების ბირთვი.
თეორიის თანახმად, 12 მილიარდი წლის წინ, ირმის ნახტომი ვარსკვლავებისა და გაზის უზარმაზარი გროვების ურთიერთზემოქმედებით ჩამოყალიბდა, რომლებიც დროთა განმავლობაში ერთმანეთში გაითქვიფა.
ტარზან 5-ში შემავალი ახალგაზრდა ვარსკვლავების მდგომარეობა გვამცნობს, რომ ირმის ნახტომის ცენტრის ჩამოყალიბებისას, ამ რეგიონში აირების კატასტროფულად დიდი რაოდენობა იყო, რაც ზეახალის აფეთქების დამსახურებაა. მკვლევარების ვარაუდით, იმ ეპოქაში, როდესაც ირმის ნახტომი ყალიბდებოდა, ტარზან 5 დაახლოებით ათასჯერ მასიური იყო, ვიდრე დღესაა.
ფერარო და მისი გუნდი ცდილობს, ამ საინტერესო კლასტერის მსგავსი გროვები კიდევ იპოვნონ, რადგან მათზე დაკვირვება დაგვეხმარება უკეთ გავიგოთ, თუ რა ხდებოდა ჩვენი მშობლიური გალაქტიკის ახალგაზრდობაში. როგორც არქეოლოგები ქექავენ მიწის შრეებს უცნობი ცივილიზაციების აღმოსაჩენად, ისე ეძებენ ასტრონომები ვარსკვლავების შუქში ჩამალულ ინფორმაციას ჩვენი სამყაროს წარსულის შესახებ. ამ ძიების შედეგად, ადრე თუ გვიან, ბევრად მეტი გვეცოდინება სამყაროსა და მისი ისტორიის შესახებ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები