13 ქალის შთამაგონებელი ფრაზა Google-ის სარვამარტო Doodle-დან
ფოტო: Google
Google-მა ქალთა საერთაშორისო დღეს ლამაზი და ამავდროულად შინაარსით დატვირთული Doodle გამოაქვეყნა და ასე მიულოცა მსოფლიოს 8 მარტი.
სლაიდშოუში 13 შთამაგონებელი ქალის გამონათქვამებს ვხედავთ. მათ შორის ფრიდა კალოს, იოკო ონოს, მარინა ცვეტაევას სიტყვებია. დუდლის ავტორი ბრიტანელი დიზაინერი და ილუსტრატორი კეტი ფორესტერია.
როგორც Google-ის მილოცვაში ვკითხულობთ, მათ ძალიან გაუჭირდათ მხოლოდ 13 ფრაზის შერჩევა, რომლებშიც ქალები ერთმანეთს აძლიერებენ.
გთავაზობთ ფრაზების თარგმანს ქალების მიერ შექმნილი გუგლის დუდლიდან:
1. "არასდროს დაუწესო საკუთარი თავს ლიმიტი სხვების შეზღუდული წარმოსახვის გამო", - მეი ჯემისონი, ამერიკელი ავსტრონავტი.
მეი ჯემისონი
ფოტო: Wikipedia
2. "რაში მჭირდება ფეხები, როცა საფრენად ფრთები მაქვს?" - ფრიდა კალო, მექსიკელი მხატვარი.
ფრიდა კალო
ფოტო: Tony Frissell / Vogue
3. "შინაგანი სიმართლის გარდა, არაფერს მისცე შენი შეჩერების უფლება", - ემა ჰერვეგი, გერმანელი მწერალი.
ემა ჰერვეგი
ფოტო: Wikipedia
4. "როცა მარტო ოცნებობ, ოცნება ოცნებად რჩება. ოცნება, რომელსაც სხვებთან იზიარებ, რეალობაა", - იოკო ონო, იაპონელი ხელოვანი.
იოკო ონო
ფოტო: Everett Collection
5. "მეტისმეტად ძვირფასნი ვართ იმისთვის, რომ იმედგაცრუება ჩვენს გონებაში შევუშვათ", - ბენო ზეფინი, ინდოელი დიპლომატი.
ბენო ზეფინი
ფოტო: rediff
6. "არასდროს თქვა, რომ სუსტი ხარ, იმის გამო, რომ ქალი ხარ", - მერი კომი, ინდოელი ბოქსიორი.
მერი კომი
ფოტო: AFP
7. "მე საკუთარ თავზე ძლიერი ვარ", - კლარის ლისპექტორი, ბრაზილიელი ნოველისტი.
კლარის ლისპექტორი
ფოტო: Paulo Gurgel Valente
8. "მე მჯერა მომავლის იდეის", - ზაჰა ჰადიდი, ბრიტანელ-ერაყელი არქიტექტორი.
ზაჰა ჰადიდი
ფოტო: Steve Double
9. "სიმამაცე უხმობს სიმამაცეს", - მილისენტ ფაუსეტი, ბრიტანელი მწერალი და სუფრაჟისტი.
მილისენტ ფაუსეტი
ფოტო: Getty Images
10. "ფრთები თავისუფლებას მხოლოდ მაშინ განიჭებს, როცა ისინი ფართოდ გაშლილია საფრენად. ზურგზეა შემოკეცილი კი უბრალოდ გამძიმებს", - მარინა ცვეტაევა, რუსი პოეტი.
მარინა ცვეტაევა
ფოტო: Wikipedia
11. "მომავალი იმაზე ლამაზი შეიძლება იყოს, ვიდრე წარსული", - ჟორჟ სანდი, ფრანგი ნოველისტი.
ჟორჟ სანდი
ფოტო: BBC
12. "ადამიანს, რომელსაც ერთი ოცნება მაინც აქვს, სიძლიერის მიზეზიც აქვს", - სანმაო, ტაივანელი მწერალი.
სანმაო
ფოტო: El Pais
13. "მე მნიშვნელოვანი ვარ. მე ვარ თანაბრად მნიშვნელოვანი და არა სათუოდ. საზღვრების გარეშე. მე თანაბრად მნიშვნელოვანი ვარ. წერტილი", - ჩიმამანდა ადიჩი, ნიგერიელი მწერალი.
ჩიმამანდა ადიჩი
ფოტო: Jack Taylor / Getty Images
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა

კომენტარები