ქუთაისში საცხოვრებელი ფუნქციის გარეშე აშენებული სოციალური საცხოვრისი — აუდიტის ანგარიში
ფოტო: კადრი ვიდეოდან / რუსთავი 2
სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2016-2017 წლებში ქუთაისში სოციალური საცხოვრისი უხარისხოდ არის აშენებული და საცხოვრებელ ფუნქციებს ვერ ასრულებს. მათივე თქმით, კონკურსის პირობები ერთ კომპანიაზე იყო მორგებული, ხოლო მერიამ საცხოვრისი არასაბაზრო ფასად შეისყიდა.
როგორც მცხოვრებლები რუსთავი 2-თან ყვებიან, კედლები თაბაშირ-მუშაოთია აშენებული და ფანჯრები იმ სიმაღლეზეა გაკეთებული, რომ მათი გამოყენება შეუძლებელი ხდება.
ირანდა ნემსიწვერიძე ამბობს, რომ საცხოვრისში ახალი შემოსული იყო, როდესაც სააბაზანოში ჭერი ჩამოვარდა. კიდევ ერთი მაცხოვრებელი მარინა სვანიძე ტელეკომპანიასთან ამბობს, რომ გაზქურები ბინებში დახვდათ, თუმცა შენობაში გაზი გაყვანილი არაა. მისივე თქმით, ბუნებრივი აირის შეყვანა გამწოვების არარსებობის გამო ვერ ხერხდება.
ერთ კომპანიაზე მორგებული კონკურსი
ქუთაისის საკრებულომ 2016-2017 წლებში საცხოვრისის მშენებლობისთვის. საკონკურსო პირობების თანახმად საცხოვრებელი ფართი 2 500მ2 არანაკლები უნდა ყოფილიყო, ამასთანავე ეზოს ფართობი უნდა ყოფილიყო მინიმუმ 1 000მ2, ხოლო აივნები არანაკლებს საცხოვრებელი ფართის 15 პროცენტის. თუმცა დასრულებულ შენობას აივნები არ აქვს.
აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ, მერიამ კონკურსის პროცესი წარმართა და საკონკურსო მოთხოვნები განსაზღვრა ისე, რომ მასში მონაწილეობა მიეღო მხოლოდ ერთ დაინტერესებულ პირს — შპს სანოს.
2016 წელს შპს სანომ ნიკეას ქუჩაზე მდებარე შენობის რეკონსტრუქციის პროექტი და მასზე გაცემული სამშენებლო ნებართვა წარადგინა. აუდიტის სამსახური ამბობს, რომ კონკურსზე კომპანიამ წარადგინა არა ის პროექტი, რომელზეც ჰქონდა მშენებლობის ნებართვა, არამედ სხვა პროექტი და კონკურსზე წარდგენილ პროექტზე მშენებლობის ნებართვა არ ჰქონდა.
გარდა ამისა, დასკვნაში ვკითხულობთ, რომ სანო ახალი დარეგისტრირებული ფირმა იყო და ქუთაისში უძრავი ქონება არ ჰქონდა, ხოლო ნიკეას ქუჩაზე მდებარე შენობა კონკურსის გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე 300 ათას დოლარად შეიძინა.
მათივე თქმით, კონკურსზე ფირმის მიერ წარდგენილი პროექტი არ შეესაბამებოდა კონკურსის პირობებს და პროექტს არ ჰქონდა აივნები, ფანჯრები არ იყო საცხოვრებელი სახლისთვის შესაფერისი და სხვა.
უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები
აუდიტის სამსახურმა სოციალური საცხოვრისი 2018 წლის იანვარში დაათვალიერა. მათივე თქმით, შენობა, ვერ აკმაყოფილებს საცხოვრებლის ფუნქციებს, სადაც შესაძლებელია, რომ ოჯახმა იცხოვროს.
"სამუშაოები შესრულებულია უხარისხოდ, შენობას არ აქვს აივნები, ფანჯრები დამონტაჟებულია ისეთ სიმაღლეზე, რომ მანძილი ფანჯრის სახელურიდან იატაკამდე დაახლოებით 2 მეტრია, რაც ართულებს მოსახლეობის მხრიდან მათ გამოყენებას. გარდა ამისა, სამზარეულო და საძინებელი ოთახები არ არის ერთმანეთისგან გამიჯნული და სხვა", — ვკითხულობთ ანგარიშში.
ასევე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შენობაში განხორციელებული რემონტი დაზიანებულია და საცხოვრებლად არ არის შექმნილი სათანადო პირობები.
ხელშეკრულების თანახმად მერიამ 2 500მ2 სანოსგან 2,5 მილიონ ლარად შეიძინა, თუმცა რამდენიმე თვეში მერიამ კომპანიისგან დამატებით ამავე შენობაში არსებული 1,872 მ2 1,8 მილიონად შეისყიდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ დამატებითი ფართის შესყიდვას კონკურსის პირობები და მოთხოვნები არ ითვალისწინებდა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ მერიას რეკონსტრუქციის პროცესზე რაიმე სახის კონტროლი არ შეუსრულებია და მუნიციპალიტეტმა პროექტის შესაბამისობის დოკუმენტი ვერ წარადგინა .
დასკვნის მიხედვით, სოციალური საცხოვრისის შენობის 1მ2 ფართის საბაზრო ღირებულება 540 ლარია, ხოლო ფაქტიური აზომვით დადგინდა, რომ გადაცემული ფართი 4 288,4 მ2-ია. შესაბამისად, შენობის სრული ღირებულება 2,3 მლნ ლარია. მერიამ კი ხელშეკრულებების მიხედვით ჩაიბარა 4ბ 372მ2 ფართი ღირებულებით 4,3 მლნ ლარად.
"სხვაობა მერიის მიერ დოკუმენტურად ჩაბარებულ ფართსა და ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოს შორის შეადგენს 83მ2, ხოლო სხვაობა ჩაბარებული შენობის ღირებულებასა და ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ ღირებულებას შორის შეადგენს 2 მლნ ლარს", — ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები