სააკაშვილმა დაბომბა ცხინვალი, რომელიც ნაწილობრივ დაცლილი იყო — პრეზიდენტი ზურაბიშვილი
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
"სააკაშვილმა დაბომბა, როგორ არ დაბომბა ცხინვალი, ჩვენი მოსახლეობა, რომელიც ნაწილობრივ იყო დაცლილი", — თქვა უკვე არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და იქვე დაამატა, რომ ის ამას შეცდომად მიიჩნევს და არა საქართველოს პასუხისმგებლობად ომში. ამის შესახებ პრეზიდენტმა TV პირველზე, ინგა გრიგოლიას გადაცემა რეაქციაში ისაუბრა:
"ეს არ არის საქართველოს დადანაშაულება, რადგან ომის პასუხისმგებლობა არის იმ ქვეყნის, რომელიც სამართლებრივად ომზე პასუხისმგებელია და დაიწყო საომარი მოქმედებები. ჩვენ არ გადავსულვართ საზღვარზე. მე ვამბობ, რომ დანაშაული არის ჩვენი ქვეყნის მიმართ. ეს არის შიდა პოლიტიკა. ამაში ვერ ვთანხმდებით. ნებისმიერ საერთაშორისო სასამართლოზე მხოლოდ რუსეთია დამნაშავე... [მიხეილ სააკაშვილმა] დაბომბა ჩვენი ტერიტორია, 7-ში ღამით და ეს არის დანაშაული პრეზიდენტის და ჩვენი გასარჩევი შიგნით. რაც ეხება საერთაშორისო სიტუაციას, დამნაშავე არის ერთი ესაა რუსეთი".
ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუსას გააჟღერა იგივე პოზიცია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი მოსახლეობა დაბომბა.
სალომე ზურაბიშვილი აგვისტოს ომზე
სალომე ზურაბიშვილმა ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში, ტოქ-შოუ რეაქციაში 2008 წლის ომზე საუბრისას განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ თავისი მოსახლეობა დაბომბა, რაც ფაქტებითაა დასაბუთებული.
"ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა, რისი უფლებაც არც ერთ პრეზიდენტს არ გააჩნია. ჩვენ მეორე დღეს როგორ უნდა ვთქვათ, რომ ამ ქვეყნის მთლიანობა გვინდა? მე მინდა მთლიანობა ამ ქვეყნის და არ მინდა, რომ პრეზიდენტმა დაბომბოს თავისი ტერიტორია და ქალაქები", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე რა გავლებას მოახდენს მისი განცხადებები საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა:
"მე ხომ არ ვამბობ, რომ რუსეთმა არ დაგვბომბა? პირობას გაძლევთ, რომ ჩემს წინააღმდეგ და საქართველოს წინააღმდეგ ამას ვერავინ გამოიყენებს, რადგან დიპლომატია კარგად ვიცი და ვიცი, საერთაშორისო დონეზე როგორ უნდა მოვიქცე".
კითხვა, თუ ვინ დაიწყო ომი, საქართველომ თუ რუსეთმა, სალომე ზურაბიშვილს პირველად მაშინ დაუსვეს, როცა მან საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წარადგინა.
"ომი დაიწყო საუკუნის წინ რუსეთმა, ჩვენ იმ დროს ჩავერთეთ რუსეთის პროვოკაციაში და წავედით ამ საომარ ვითარებაში, საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი ამ საომარი ვითარების. ეს არის ყველასთვის ცნობილი და ოფიციალური ვერსია, რასაც ევროკავშირი ადასტურებდა, ჩვენ ამას არ გადავხედავთ", — თქვა ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილმა საზოგადოების კრიტიკის შემდეგ აგვისტოს ომის დაწყება განსხვავებულად განმარტა. საარჩევნო შტაბის გახსნის დროს სიტყვით გამოსვლისას ზურაბიშვილმა თქვა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო.
2016 წელს კი ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის ოკუპანტის სტატუსის მინიჭება საქართველოს ყველამხრივ ბლოკავს.
"ეს ჩვენი შეზღუდვაა, რადგან ქვეყანა, რომელსაც არ შეუძლია, არ აპირებს სამხედრო გზით [მოქმედებას], ვერ ვიტყვით უარს დიპლომატიურ გზაზე. რომ ეს დიპლომატიურ გზა არ არის დათმობის გზა, რომ აქ უნდა იყოს ჯებირები. რომ ამ გზაზე არ შეიძლება დადიოდნენ ოპოზიციონერები. ეს დიპლომატიური გზა შიგნით კარგად უნდა იყოს შეთანხმებული, ყველა პარტიის კონსესუსი უნდა იყოს".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები