გვარამია: კომუნიკაცია მაქვს ყველა ძალასთან, ვინც ივანიშვილის დამარცხებას აპირებს
რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, ტელეკომპანია პირველის ეთერში, ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუში ფარული აუდიო ჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი განცხადებით, გავრცელებულ მასალაში სკანდალური შინაარსობლივად არაფერი ყოფილა, რადგან პაატა ბურჭულაძესთან ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებს. მისივე თქმით, მას სხვა ბევრ პოლიტიკოსთან აქვს კომუნიკაცია:
"ამ მასალაში სკანდალური არის ჩაწერის ფაქტი. თავისთავად ცხადია ეს ჩანაწერი გამოქვეყნებულია სუს-ის მიერ, მასში შინაარსობლივი თვალსაზრისით სკანდალური არაფერია. მე და ბატონ პაატას გვაკავშირებს ხანგრძლივი ურთიერთობა და ვიტყოდი, რომ მეგობრული ურთიერთობა, მე მისი გულშემატკივარი ვარ და კიდევ ბევრ ადამიანს ვგულშემატკივრობ, ვინც იღებს არჩევნებში მონაწილეობას და ვინც აპირებს სუს-ის მეთოდებით მმართველი ხელისუფლების ქართული ოცნების და პირადად ბიძინა ივანიშვილის დამარცხებას.
მე მაქვს კომუნიკაცია ყველა მათგანთან, ვგულისხმობ პროდასავლურ ძალებს, ვინც ჩვენი სარედაქციო პოლიტიკისთვის მისაღებია. ეს არ არის ერთი პარტია, აგერ დადასტურდა, რომ სააკაშვილის გარდა პაატა ბურჭულაძესაც ვესაუბრები, გუშინ ვესაუბრე შალვა ნათელაშვილს, მაქვს კომუნიკაცია ირაკლი ალასანიასთან და არამხოლოდ პარტიის ლიდერებთან, ასევე პარტიის წევრებთანაც, მაგალითად, თინა ხიდაშელთან რამდენიმე მესიჯი მაქვს მიწერილი ბოლო დღეების განმავლობაში".
გვარამიას თქმით, მთავარია არა მისი და ბურჭულაძის საუბრის შინაარსი, არამედ ის რომ მოსმენები ისევ გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით კი მან აღნიშნა, რომ აზრი არ აქვს, რადგან დამნაშავე მხოლოდ სახელმწიფოა:
"ეს საუბარი იყო ღია ხაზით, რაზეც შეუზღუდავად მიუწვდება ხელი არსებული კანონმდებლობით სახელმწიფოს, ასევე ხელი მიუწვდება ჯეოსელს, რადგან მე და ბატონ პაატას ჯეოსელი გვაქვს და ასევე აშშ-ს სახელმწიფოს. თუ სახელმწიფო აპირებს გამოძიების დაწყებას ამ ორი ფიგურის წინააღმდეგ და კითხვები აქვს აშშ-ს ხელისუფლებასთან, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება როუმინგი, ან შეკითხვები აქვთ კერძო პროვაიდერთან მაშინ უნდა გვითხრას ეს".
ნიკა გვარამია ასევე აღნიშნავს რომ გავრცელებული აუდიო ჩანაწერი არასრულყოფილი და დამონტაჟებულია:
"ეს ჩანაწერი არ არის სრული და ბატონმა პაატამ შემახსენა, თუ გახსოვს მე იმ საუბარში გეუბნები რომ მე არც სააკაშვილის ვარ და არც ხელისუფლების, და რატომ თქვა მეგრელიშვილმა ასეთი რამ, მე ვადასტურებ რომ მან ასეთი რამ ნამდვილად მითხრა, ამ გამოქვეყნებულ ვერსიაში, ეს მონაკვეთი არ არის და დამონტაჟებულია".
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა On.ge-სთან საუბარში განაცხადა, რომ უწყება უარყოფს გვარამიას ბრალდებას და რომ ამასთან დაკავშირებით, შსს-მ უკვე დაიწყო გამოძიება.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები