სპილბერგი ნეტფლიქსის წინააღმდეგია, თუმცა Apple-ის სტრიმინგ-სერვისზე სერიალი ექნება
გასულ წელს კინოინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ცხელი თემა რეჟისორ სტივენ სპილბერგისა და ნეტფლიქსის დაპირისპირება იყო.
ნეტფლიქსის გარდა, სტივენმა ყველა სტრიმინგ-სერვისის წინააღმდეგ გაილაშქრა და თქვა, რომ ასეთი კომპანიის ფილმები ოსკარის ნომინაციებს არ უნდა იღებდნენ.
"ტელევიზიისთვის გადაღებული ფილმები მხოლოდ და მხოლოდ სატელევიზიო ფილმებად უნდა მოიხსენიებოდნენ და ემისთვის იბრძოდნენ", - ამბობდა რეჟისორი.
გარდა ამისა, სპილბერგი ამბობდა, რომ ისეთი სტრიმინგ-სერვისების გამოჩენამ, როგორებიცაა ამაზონი და ნეტფლიქსი, კინოსგან მიღებულ სიამოვნება მოკლეს, რაც გამოიხატება იმით, რომ ამა თუ იმ პროდუქციის სანახავად ადამიანები კინოთეატრებში აღარ დადიან.
რეჟისორს მკაცრად ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ ამერიკის კინოაკადემიის შეხვედრაზე წამოეყენებინა იდეა, რომლის მიხედვითაც სტრიმინგ-სერვისებს საოსკარე სეზონში მონაწილეობა აეკრძალებათ.
"მათ წესები უნდა შეცვალონ და საკუთარი პროდუქციის კინოთეატრებში გაუშვან", - ამბობდა რეჟისორი.
სპილბერგი ამბობდა, რომ სერიალების ასეთი მასობრივი წარმოება, ნელ-ნელა ბოლოს უღებდა კინოს იდეას და ამაში მთავარ დამნაშავედ ნეტფლიქსს ასახელებდა.
რეჟისორის ამ ხისტ დამოკიდებულებას მალევე გამოეხმაურა ნეტფლიქსი და განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ:
"ჩვენ გვიყვარს კინო და გთავაზობთ იმას, რაც ასევე ძალიან გვიყვარს: ხელმისაწვდომობა იმ ხალხთან, რომელთაც ყოველთვის არ აქვთ შესაძლებლობა კინოთეატრში წასვლის, ან ცხოვრობენ ისეთ ქალაქებში, სადაც კინოთეატრები არ არის. ჩვენი სურვილია მივცეთ ნება ყველას და ყველგან, ერთდროულად ნახონ ახალი პროდუქცია. მივცეთ რეჟისორებს სხვა გზებიც თავიანთი ხელოვნების გასავრცელებლად. ეს ყველაფერი კი ურთიერთგამომრიცხავი ნამდვილად არ არის".
ამ ხანგრძლივი დაპირისპირების ფონზე, ყველაფერი კიდევ უფრო საინტერესო გახდა მას შემდეგ, რაც გუშინ ეფლმა საკუთარი სტრიმინგ-სერვისი Apple TV+ წარადგინა.
სტრიმინგ სერვისი აერთიანებს როგორც სერიალებსა და ფილმებს, ასევე დოკუმენტურ გადაცემებს, სატელევიზიო თოქ-შოუებსა და სხვა ტიპის გასართობ კონტენტს.
ეფლის სტრიმინგ-სერვისი ჰოლივუდის A კლასის წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, მათ შორის კი რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს არის სტრიმინგ-სერვისების "მტერი" მისი აღმატებულება სტივენ სპილბერგიც, რომელსაც არხზე საკუთარი სერიალი ექნება.
როგორც ცნობილია, სპილბერგი ეფლის დაკვეთით ფილმის გადაღებასაც აპირებს და საინტერესოა, ამ ფილმს თუ ჩათვლის ისეთი ხარისხის პროდუქტად, რომელმაც საოსკარე სეზონში უნდა მიიღოს მონაწილეობა?!
ჩვენ ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, რა სერიალით წარდგება მაყურებლის წინაშე სპილბერგი და შეიცვლის თუ არა დამოკიდებულებას ის სტრიმინგ-სერვისებთან დაკავშირებით.
ამავე თემაზე:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები