საქართველოს უახლესი ისტორია არსის 30–წლიან ბიოგრაფიაში (ნაწილი VIII)
ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ "არსის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, გია აბულაძის მოგონებების რამდენიმე ნაწილი კომპანიის შექმნასთან დაკავშირებით. ახლა კი, გთავაზობთ ისტორიის გაგრძელებას. როგორ ახერხებდა პროფესიონალთა ერთი ჯგუფი მენტალურ გადატრიალებას, ფასეულობათა გადაფასებას – კომპანიის ისტორიის მორიგი, კიდევ ერთი საინტერესო ეტაპის თხრობას "არსის" დამფუძნებელი, არქიტექტორი გია აბულაძე განაგრძობს.
როგორ გაჩნდა სახელი არსი?
ძალიან დინამიურად იცვლებოდა ყველაფერი და ეს გადაწყობა იყო უმძიმესი.
გვერქვა არქიტექტურულ-დიზაინერული კოოპერატივი "მზიური". თავიდანვე ვიცოდით, რომ ეს დროებითი სახელი იყო, მაგრამ გვინდოდა ამით ჩვენი ვინაობა, ისტორია, ჩვენი შესაძლებლობა და გემოვნებაც კი გვეჩვენებინა. მერე მივხვდით, რომ ეს მზიური აღარავის აინტერესებს. ანაგაში ვაპროექტებდით ჰამლეტ გონაშვილის სახლ-მუზეუმს. სოფლის თავკაცი იყო თამაზ მუნჯიშვილი, კარგი თამადა, კარგი ადამიანი. ერთხელაც, რაღაც წერილი მივწერე და მიპასუხა: არქიტექტურულ-დაზიანებული კოოპერატივის დირექტორს... მივხვდი, რომ ძალიან სხვაგან დავრჩით. საერთოდ, ჩვენს საქმიანობას, შეხვედრებს ფონად მისდევდა მამაჩემის, თენგიზ აბულაძის ფაქტორი. აი, ვიღაცას ვხვდებით, საქმიანი ლაპარაკი გვაქვს, თანაბარ დონეზე ვართ, თუ თენგიზის სახელი ითქმება, გაიგებენ, რომ მისი შვილი ვარ და იცვლება დამოკიდებულება. მის თვალში უკვე სხვა სიმაღლეზე ვარ და სხვანაირად მელაპარაკება. ამავე დროს ჩემი მეუღლე ნანა ჯანელიძე იწყებდა ფილმის გადაღებას (ფილმი "იავნანა" დასრულდა 1994 წელს). გვინდოდა, ჩვენც მიგვეღო მონაწილეობა. ვიფიქრეთ, რომ არქიტექტურული და კინოს თემა დაგვეკავშირებინა. არქიტექტურისა და სინემას კავშირიდან მივიღეთ არ-სი. როსტიკა ხომ გროსმაისტერია ლოგოების, სახელების შექმნაში. ეს ტირე დაიწუნა და დარჩა "არსი".
სხვადასხვა ფორმით გამოვლინდა "არსის" არსი.
წესდება არ დაგვიწერია, რომ ასე უნდა ვიმუშაოთ. თითქოს თავისთავად ჩამოყალიბდა ჩვენი ხედვა. კონკრეტულად ერთი ნაგებობის პროექტს კი არ ვქმნიდით, გლობალურად ვუყურებდით და ქალაქგეგმარებითი კუთხიდან ვაფასებდით. იშვიათი გამონაკლისია, როცა განყენებული პროექტი გვაქვს გაკეთებული. ჩვენ ვიყავით არქიტექტორები, არც ეკონომისტები ვყოფილვართ, არც ფინანსისტები, არც აგრესიული დეველოპერები და ფულს არ გავკიდებივართ. არქიტექტურაც და დეველოპმენტიც დიალოგია, თანაც ეს დიალოგი დროშია გაწელილი. შენ იმასთანაც შედიხარ დიალოგში ვისაც უკვე ნათქვამი აქვს სიტყვა და მეტს აღარ იტყვის და იმასთანაც, ვინც მომავალში იტყვის. ამიტომ, ეს ეთიკა და ეს ზრდილობა თუ არა გაქვს, ურთიერთობის უნარი თუ არა გაქვს და ამას არ ითვალისწინებ, არაფერი გამოვა, ან გამოვა ის, რაც გამოდის ხოლმე. რაც გამოვიდა თბილისი ამ უპატრონობის პერიოდში. ახლა რაღაც შეზღუდვები შემოაქვთ და ეს შეზღუდვები სწორი იქნება, თუ ეთიკურ კოდექსზე იქნება აგებული, და არა ბიზნესკოდექსზე. არ შეიძლება ქალაქგეგმარებითი საკითხები გადაწყდეს მხოლოდ სამართლებლივი და მხოლოდ ბიზნეს კუთხით.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ივერთბანკთან თავიდანვე დაგვილაგდა სიტუაცია. ორივე რუსთაველის საზოგადოების წიაღში ვიყავით წამოშობილები და პატრიოტული გრძნობები გვქონდა ერთმანეთის მიმართ. ბანკის ხელმძღვანელობას შევთავაზეთ, მხატვართა გამოფენები მოეწყო შენობაში, როგორც ეს უცხოეთში ხდებოდა. ივერთბანკიც ავარდა. მართლაც, გამოჩნდა გალერეა "ორიენტი" და სამი არაჩვეულებრივი ხელოვნებათმცოდნე: ბაია წიქორიძე, ქეთი შუბითიძე და თეა ტაბატაძე. ერთობლივად გამოუშვეს კატალოგი და არაჩვეულებრივი გამოფენაც გაიმართა. გამოფენა ბანკის შენობაში საქართველოში პირველი იყო. ამან დიდი ფურორი მოახდინა. ძველებთან ერთად ახალი თაობაც გამოიფინა. კარგადაც გვქონდა გააზრებული თვითონ შენობაც და გამოფენაც. ბანკში სხვანაირმა ტიპებმა დაიწყეს სიარული, ანაბრები გახსნეს, ანგარიშები გადმოიტანეს და ა.შ.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო საეთაშორისო გამოფენებში ჩვენი მონაწილეობა. უცხოეთში წასვლა კი არა, მთავარი იყო გამოფენაში მიგვეღო მონაწილეობა, სამშენებლო, ავეჯის, სპეციალიზირებულ გამოფენებში.
სამწუხაროდ, ივერთბანკის საქმე ცუდად წავიდა და 1994 წელს დაიხურა. ჩვენც ვერ მივხვდით, რომ ის სრულ გაჩერებამდე მივიდოდა. პერიოდი იყო ისეთი, რომ ყველას შეგვეხო, ყველა ცუდ დღეში აღმოვჩნდით. ამიტომ გადაბრალება, რომ ამის ბრალი იყო ან იმისი, შეცდომაა. ფაქტი ის არის, რომ ჩვენ დაგვრჩა 100-მდე მოსახლე ბინით დასაკმაყოფილებელი და კიდევ 1 700 000 დოლარი ვალი. ამ რეალობის წინაშე დავდექით. ამ დროს გაჩნდნენ ახალი კომპანიები, რომელთაც დაიწყეს ნულიდან, ჩვენ კი ვიყავით მინუსებში.
შემდეგ დაიწყო გარჩევები, არ მინდა იმის გახსენება, მეზიზღება ის ამბები. ძალიან ვეცადე, რომ ეს ყველაფერი დამევიწყებინა.
"არსის" 30–წლიანი ისტორიის მნიშვნელოვანი ეტაპების შესახებ მომდევნო სერიებში მოგითხრობთ. წინ კიდევ ბევრი უნიკალური მოვლენა გელოდებათ.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები