Leica პოლაროიდის მსგავსი ახალი ფოტოაპარატის გამოშვებას გეგმავს
ფოტო: Leica
თანამედროვე სამყაროში ფოტოაპარატის შესაძლებლობები აღარავის უკვირს, მაგრამ ბევრ ფოტომოყვარულს მაინც აქვს ნოსტალგია ისეთი მწარმოებლების მიმართ, როგორიც ლეიკაა.
ცხადია, კომპანიამ ამის შესახებ იცის, თანაც მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ონლაინ მაღაზიის, Amazon-ის რეიტინგით, ლეიკას ფოტოაპარატები 20 ბესტსელერშიც არ შედის. დღეისათვის Canon და Nikon ლიდერთა სიაში არავის უთმობენ ადგილს.
არადა, ათწლეულების განმავლობაში ლეიკა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მასობრივად გამოყენებადი ფოტოაპარატი იყო.
სხვათა შორის, სწორედ ლეიკას მიერ წარმოებული აპარატით დაეხეტებოდა თბილისის ქუჩებში რობერტ კაპა ჯონ სტაინბეკთან ერთად, როდესაც ამ უკანასკნელმა რუსული დღიურები დაწერა და წიგნი კაპას ფოტოებით გაამდიდრა. მიუხედავად ბაზარზე ფესვგადგმული კომპანიების ჰეგემონობისა, ლეიკა არ უშინდება კონკურენციას და პერიოდულად ახალ პროდუქტებს აცნობს საზოგადოებას, რომელიც საკმაოდ მოთხოვნადი ხდება. ამჯერად, ისინი მორიგი ახალი აპარატის პრეზენტაციას გეგმავენ.
ახალს ვამბობთ, თორემ სინამდვილეში კარგად დავიწყებული ძველის გაცოცხლებაა.
გახსოვთ პოლაროიდის ლეგენდარული აპარატები? დარწმუნებული ვარ, თქვენც მოგეპოვებათ ისეთი ფოტოები გადაღებისთანავე რომ იბეჭდებოდა და ახლა საოჯახო ალბომში ინახება წარწერით: „გიორგი, 2 თვის, 1995 წ.“ თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ გილოცავთ, თქვენ გაქვთ საშუალება ახალი თაობის Instant Camera-თი ისარგებლოთ და საკუთარ შვილსაც უანდერძოთ მსგავსი ფოტოები.
ლეიკამ გადაწყვიტა ძველმოდური ფოტოაპარატები კვლავ მეინსტრიმული გახადოს და შეიმუშავა ახალი თაობის მყისიერი კამერა, რომელიც გადაღებისთანავე დაგიბეჭდავთ ფოტოებს.
ახალი ფოტოაპარატის დიზაინი ოთხკუთხედი და მოსახერხებელი იქნება, რომელიც რამდენიმე ფერში იქნება წარმოდგენილი: თეთრი, ცისფერი და ფორთოხლისფერი. თითოეული მათგანი აღჭურვილი იქნება კომპანიის მიერ სპეციალურად დამზადებული მენიუთი და ისეთი აქსესუარებით, როგორიცაა ჩამოსაკიდი და ქეისი. ფოტოაპარატის ერთ-ერთი თვისება ავტოფოკუსი და რეტრო შესაძლებლობები იქნება. გარდა ამისა, ახალ პროდუქტს ოთხი გადაღების რეჟიმი გააჩნია - „ფართი“ , „სპორტი“ , „სელფი“ და „მაკრო“. მყისიერი ბეჭდვის ფუნქციაზე კომპანიამ ფუჯილიმთან ერთად იმუშავა, რაც შესაძლებელს ხდის ფოტოს ფერად ან შავ-თეთრში ბეჭდვას.
ახალი პროდუქტის, რომლის სახელიც Leica Sofort იქნება, ოფიციალური დაანონსება უახლოეს დღეებში მოხდება, ხოლო მისი ბაზარზე გამოტანა ნოემბრის თვეშია მოსალოდნელი.
ფოტოაპარატის სავარაუდო ფასი €279 იქნება, ხოლო ფირის ღირებულება 12-დან 14 ევრომდე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი

კომენტარები