რა საგარეო პოლიტიკის სტრატეგია აქვს მთავრობას 2019-2022 წლებისთვის
ფოტო: Reuters
საქართველოს მთავრობამ 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგია დაამტკიცა. პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დოკუმენტს ხელი 28 მარტის მთავრობის სხდომაზე მოაწერა. ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის გაღრმავება საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებად გაიწერა. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ საქართველოსა და აშშ-ს აკავშირებს საერთო ღირებულებები და სტრატეგიული ინტერესები.
სტრატეგიის დოკუმენტში გაიწერა, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიზნებია ნატოსა და ევროკავშირში გაწევრება. საუბარია ასევე რუსეთთან ურთიერთობის არსებული ფორმატის შენარჩუნებაზე, თუმცა ნახსენები არ არის ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, რომელშიც საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის 33 პირია შესული. აღნიშნული საკითხი დოკუმენტის საკომიტეტო განხილვისას ოპოზიციის კრიტიკის საგანი იყო.
რუსეთთან ურთიერთობა რეგიონული პოლიტიკის ფარგლებში
სტრატეგიის დოკუმენტში წერია, რომ საქართველოს უმთავრესი მიზანია, რუსეთთან ურთიერთობებში, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დეოკუპაცია. ასევე, ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმება.
მთავრობის საგარეო სტრატეგიაა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში გაგრძელდეს. ასევე, მთავრობის გეგმით, საქართველო კვლავ გამოიყენებს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის [აბაშიძე-კარასინის] ორმხრივ ფორმატს.
ეროვნულ დოკუმენტში გაწერილია მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში განსახორციელებელი ხუთი სტრატეგიული მიზანი:
სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა
დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული მიზანია ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა. ასევე გაიწერა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებაა. მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების უზრუნველყოფა, ქვეყნის დეოკუპაციის, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების, საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობა.
ევროკავშირში გაწევრება
სტრატეგიის დოკუმენტში ერთ-ერთ მიზნად უკვე გაიწერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრება, ნაცვლად ინტეგრაციისა, რაც მანამდე იყო.
"[ევროკავშირში გაწევრება] სრულად ასახავს ქვეყნის მოსახლეობის ურყევ ნებას, გახდეს დემოკრატიული ქვეყნების ხუთი თანამეგობრობის ღირსეული და სრულუფლებიანი წევრი. მნიშვნელოვანი ძალისხმევა მიმართული იქნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივის აღიარებისკენ. აქტიურად წარიმართება მუშაობა, როგორც არსებული ფორმატების ეფექტური გამოყენების, ისე ახალი წინადადებებისა და ინიციატივების შეთავაზების კუთხით", — ვკითხულობთ დოკუმენტში.
ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში (ნატო) გაწევრება
საგარეო პოლიტიკის დოკუმენტში ასევე ჩაიწერა ნატოში გაწევრება, როგორც ქვეყნის უსაფრთხოების, შემდგომი ინსტიტუციური განვითარებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალება.
"საქართველო სრულად იზიარებს პრინციპებსა და ღირებულებებს, რომლის გარშემოც არიან გაერთიანებული ალიანსის წევრი ქვეყნები. ნატო-ს მისიებსა და ოპერაციებში ჩართულობით საქართველო ადასტურებს საკუთარ მზაობას და შესაძლებლობას, ქმედითი წვლილი შეიტანოს საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში", — წერია სტრატეგიის დოკუმენტში.
ინსტიტუციური დემოკრატიის კონსოლიდაცია და საზღვარგარეთ ქვეყნის პოზიტიური იმიჯის განმტკიცება
საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მიზნად ჩაწერეს ქვეყნის დემოკრატიული მიღწევების შემდგომი კონსოლიდაციის ხელშეწყობა და საზღვარგარეთ საქართველოს იმიჯის განმტკიცება.
მდგრადი ეკონომიკური განვითარება
საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ მიზნად ჩაიწერა მდგრადი ეკონომიკური განვითარება და ეკონომიკური მდგომარეობის ინსტიტუციური დემოკრატიის მაღალ სტანდარტებთან დაახლოება. ასევე, ინვესტიციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების/ინოვაციების მოზიდვის ხელშეწყობა, სტრატეგიული ადგილმდებარეობისა და მსოფლიო ეკონომიკაში არსებული ახალი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება.
დოკუმენტის მოქმედების ვადად განისაზღვრა ოთხი წელი. სტრატეგიასთან ერთად დამტკიცდა ერთწლიანი სამოქმედო გეგმაც, რომელიც მოიცავს 2019 წლის პერიოდს.
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები