5 ძველი და ახალი ფილმი, რომელიც Netflix-ზე ამ შაბათ-კვირას უნდა ნახო
ფოტო: Netflix
ნებისმიერი დასაქმებული ადამიანისთვის შაბათ-კვირა სწორედ ის პერიოდია, როცა განტვირთვისთვის თავისუფალი დრო აქვს და შეუძლია აკეთოს ის, რაც მოესურვება. შესაძლოა შენ ახლა Netflix-ზე იყო შესული და კარგი ფილმის აღმოჩენას ცდილობდე, მაგრამ არჩევანი იმდენად დიდია, რომ ვერ წყვეტდე, რომელი ერთით დაიწყო.
ჩვენ გირჩევთ ხუთ ძველ და ახალ ფილმს, რომელიც ამ უიქენდზე Netflix-ზე აუცილებლად უნდა ნახო.
1. The Highwaymen (2019)
ბონი და კლაიდის ისტორია ჯერ კიდევ პოპულარულია კინო სამყაროში. ამის დასტურია 2019 წელს გამოსული ფილმი The Highwaymen, რომელშიც დიდებული მსახიობები — კევინ კოსტნერი და ვუდი ჰარელსონი თამაშობენ. ფილმი რეალურ ფაქტებზე დაყრდნობითაა გადაღებული, მისი შინაარსი კი ასეთია: ორი ტეხასელი ყოფილი რეინჯერი პენსიიდან ბრუნდება, რათა ბონი და კლაიდის მიერ ჩადენილი დანაშაულებები გამოიძიონ. ფილმში ნახავ მძიმე და სახალისო სცენებს, თუმცა მთავარი ინტრიგა მაინც კვანძის გახსნაა, რომელიც აუცილებლად აღგაფრთოვანებს.
2. L.A. Confidential (1997)
თუ The Highwaymen-ის ყურება დაასრულე და კიდევ გინდა კრიმინალური დრამა ნახო, მაშინ ლოს-ანჯელესის საიდუმლოებებს უნდა ჩაუჯდე. 1997 წელს გამოსულმა ფილმმა კრიტიკოსებისა და მაყურებლების უდიდესი მოწონება დაიმსახურა, შედეგად კი ოსკარიც მიიღო. შენ გაქვს შესაძლებლობა ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც გაი პირსი, კიმ ბესინჯერი, დენი დევიტო და ჯეიმს კრომველი არიან, ერთ ფილმში იხილო. ფილმის შინაარსი კი ასეთია: სამი ერთმანეთისგან განსხვავებული დეტექტივი ცდილობს სხვადასხვა მეთოდებით გამოიძიოს ღამის სასადილოში მომხდარი მკვლელობების სერია. ამ პროცესში მათ უამრავი დაბრკოლება შეხვდებათ. ერთი სიტყვით, თუკი დეტექივები გიყვარს, ეს არის ფილმი, რომელსაც თვალს ვერ მოსყვეტ.
3. The Boy Who harnessed the wind (2019)
კრიმინალური დრამა უკან მოვიტოვოთ და ამჯერად სოციალურ დრამას მივაპყროთ ჩვენი ყურადღება და თვალი. ბიჭი, რომელმაც ქარი მოათვინიერა 13 წლის მალაველი მოზარდის ისტორიაა, რომელიც უკიდურესად ღარიბ სოფელში ცხოვრობს. შიმშილი და ყოველდღიური ბრძოლა გადარჩენისთვის ბიჭს მოტივაციას მისცემს, უჩვეულო გზებით გადაარჩინოს მისი ოჯახი და მთელი სოფელი ტრაგედიას. თუ როგორ მოახერხებს მიზნის მიღწევას, ამას ფილმიდან გაიგებთ. ეს ფილმი შეიძლება კარგი მოტივატორი აღმოჩნდეს ახალი სამუშაო კვირის დაწყების წინ.
4. To All The Boys I've Loved Before (2018)
თინეიჯერული მელოდრამის ყურება თუ მოგინდება, მაშინ არჩევანი ამ ფილმზე უნდა შეაჩერო. ეს არის კინო, რომელიც ასახავს ნებისმიერი მოზარდის ყველაზე საზარელი ფიქრების რეალობად ქცევას. წარმოიდგინე, რა მოხდება მაშინ, თუკი ყველა ბიჭი ან გოგო, რომელიც მოგწონდა, გაიგებს რას გრძნობდით მათ მიმართ?
ამ ფილმის ყურებას უიქენდზე ნამდვილად არ ინანებ.
5. Patch Adams (1998)
წარმოიდგინე, ისეთ სამყაროში რომ ცხოვრობდე, რომელშიც ნებისმიერ დაავადებას სიცილი კურნავს. კარგი იქნებოდა, არა? — მკურნალი ადამსი ფიქრობს, რომ ადამიანებს ნებისმიერი სენის დამარცხება მხოლოდ სიცილით შეუძლიათ, ამიტომ ყველაფერს აკეთებს თავისი პაციენტების გასართობად. ეს ფილმი შაბათ-კვირის დასასრულს უნდა ნახოთ, რადგან ის სევდისა და ბედნიერების განცდას ერთდროულად მოგგვრით. მითუმეტეს, რომ მასში მთავარ როლს ლეგენდარული რობინ უილიამსი ასრულებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები