თბილისის ღამის ავტობუსი – თავშესაფარი ბორბლებზე
ორი წლის წინ აეროპორტისა და დედაქალაქის ცენტრის დასაკავშირებლად თბილისში ღამის ავტობუსი დაინიშნა. დღეს მას უსახლკაროთა თავშესაფრის ფუნქცია აქვს შეთავსებული.
ფოტო: თამუნა ჩქარეული / OC Media
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა OC Media-ზე.
2017 წლის თებერვალში 37-ე ნომერმა ავტობუსმა, რომელიც სადგურის მოედნიდან აეროპორტის მიმართულებით დადის, 24-საათიან რეჟიმში დაიწყო მოძრაობა. მოძველებული პატარა, ყვითელი ავტობუსები თანამედროვე დიდი, ლურჯი, გათბობით აღჭურვილი მოდელებით ჩანაცვლდა.
ღამის ავტობუსები თბილისის მერიამ იმ ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის დანიშნა, რომელთაც ტაქსიში დიდი თანხის გადახდა არ სურთ. თუმცა, ქალაქის ერთადერთი ღამის ავტობუსი მალევე გადაიქცა მიუსაფართა მოძრავ თავშესაფრად, სადაც 50 თეთრის სანაცვლოდ ღამის თბილად გატარებაა შესაძლებელი.
თუ თავდაპირველად ავტობუსის უკანა რიგებში ზამთრის ცივ ღამეებს მხოლოდ ორი-სამი ადამიანი ათევდა, დღეისათვის თითოეული ავტობუსი შვიდამდე ადამიანს იფარებს, მათი პირად ნივთებიანად.
თბილისის ღამის ავტობუსების უსახლკარო მგზავრების უმრავლესობა უკანა სავარძლებზე, ძრავის სიახლოვეს ჯდომას არჩევს. აქ მეტი სითბო და სივრცეა.
ღამის ავტობუსის მძღოლები სამუშაოს 23:30-ზე იწყებენ და 07:30-ზე ამთავრებენ. მთლიანი ცვლის განმავლობაში ისინი მარტონი მუშაობენ.
ფოტო: თამუნა ჩქარეული / OC Media
ავტობუსები ყოველ 30 წუთში ერთხელ მოდის, ამიტომ მძღოლებს რეისებს შორის დასასვენებლად დაახლოებით ხუთი წუთი აქვთ.
ფოტო: თამუნა ჩქარეული / OC Media
37 ნომერი გეზს სადგურის მოედნიდან იღებს, შემდეგ თბილისის ცენტრს გაივლის და საბოლოოდ აეროპორტში მიდის. აეროპორტისაკენ მიმავალი ბევრი მგზავრი ავტობუსს დღის საათებშიც იყენებს.
ფოტო: თამუნა ჩქარეული / OC Media
პირველი ღამის ავტობუსები სადგურის მოედანზე 23:30-ზე შედიან. დაახლოებით ამ დროისთვის უსახლკარო ადამიანთა ჯგუფიც იკრიბება. ისინი ავტობუსებში ორ-ორად ან სამ-სამად ნაწილდებიან, რათა დარწმუნდნენ, რომ ერთ ავტობუსში ბევრი ადამიანი არ მოიყრის თავს.
ზოგიერთი მათგანი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშაა და ასვლისთანავე იძინებს. ისინი მთელ ღამეს ავტობუსში ატარებენ. სხვები კი აეროპორტთან ჩამოდიან, რათა მომდევნო ავტობუსს დაელოდონ.
აეროპორტის პერსონალი და ავტობუსის მძღოლები ამ პროცესს კარგად იცნობენ.
"ეს არა მხოლოდ არასასიამოვნოა, ქვეყნის სირცხვილიცაა. საზოგადოების, ჩვენი სირცხვილი", - ამბობს ავტობუსის მძღოლი, ოლეგ ხუცილავა, - "ეს ადამიანები [მოსკოვის პროსპექტზე არსებულ] თავშესაფარში იმიტომ არ მიდიან, რომ იქ სიმთვრალის ან არაჰიგიენურობის გამო არ უშვებენ. ამიტომაც აქ მოდიან. ბილეთის ყიდვის შემდეგ მათ სხვა მგზავრების მსგავსი უფლებები აქვთ. ჩვენ ისინი გვეცოდებიან, თუმცა, ამასთან, ეს ჩვენთვის დამატებითი სტრესიცაა".
ღამის ორი საათისთვის ავტობუსის უკანა სავარძლების უმრავლესობა დაკავებულია ხოლმე. ასე გრძელდება დაახლოებით დილის ექვს საათამდე, სანამ ხალხი სხვადასხვა გაჩერებაზე ჩამოსვლას არ დაიწყებს.
ფოტო: თამუნა ჩქარეული / OC Media
უსახლკარო ადამიანებს სხვა მგზავრების თანაბარი უფლებები აქვთ. მძღოლები ამბობენ, რომ მათ გაღვიძებას თუ შეეცდებიან, შესაძლოა, კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნას.
ფოტო: თამუნა ჩქარეული / OC Media
ხუცილავა რამდენიმე შემთხვევას იხსენებს, როდესაც ერთ-ერთმა უსახლკარომ ავტობუსში მოშარდა. ამის შემდეგ მას ავტობუსის აფთიაქთან გაჩერება და ყველაფრის მოსუფთავება მოუწია. ღამის საათებში კონტროლიორები არ მუშაობენ, ამიტომაც მძღოლს არავინ ეხმარება.
მეორე პრობლემა უსაფრთხოებაა. "ყოველ ღამე მეშინია, რომ ავტობუსის მობრუნებისას რომელიმე მათგანი რამეს თავს მიარტყამს. ზოგი მათგანი ითიშება და კიდურებსაც ვერ აკონტროლებს. მგზავრთა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა კი მე მაკისრია", - ამბობს ხუცილავა.
მძღოლს არ აქვს უფლება, მგზავრს ჩასვლა მოსთხოვოს, თუმცა მას შეუძლია, მთვრალ ან აგრესიულ ადამიანს ამოსვლა აუკრძალოს. მიუხედავად ამისა, ზოგი უსახლკარო იმ დროს იპარება ავტობუსში, როცა მძღოლი საჭმელად ან მოსაწევადაა გადასული. ამოსვლის შემდგომ კი თავს აჩვენებენ, თითქოს, ჩაეძინათ.
ავტობუსის მძღოლლები ამბობენ, რომ შიშობენ არაფხიზელი მგზავრების უსაფრთხოებაზე, რადგან მათ ხშირად გამართულად დაჯდომაც კი არ შეუძლიათ.
ფოტო: თამუნა ჩქარეული / OC Media
უსახლკარო მგზავრთა უმრავლესობა 30-60 წლის კაცები არიან, თუმცა ხანდახან ღამის ავტობუსებს ბავშვებიც სტუმრობენ.
ფოტო: თამუნა ჩქარეული / OC Media
უსახლკაროთა გარდა, ღამის ავტობუსებს აეროპორტიდან ღამის ცვლაში მომუშავე ადამიანებიც დაჰყავს.
ფოტო: თამუნა ჩქარეული / OC Media
ხუცილავას თქმით, მგზავრთა უმრავლესობა ახალგაზრდები არიან; ამასთან, ხშირად - განათლებულებიც. "ამის შემჩნევა მათი ლაპარაკიდანაა შესაძლებელი", - ამბობს ის.
"რამდენიმე ღამის წინ ჩემი ადგილი 17 წლის ბიჭს დავუთმე", - იხსენებს ერთ-ერთი უსახლკარო მგზავრი, - "ის ჩემი ძმისშვილის ხელა იქნებოდა. [...] მოგვიანებით კიდევ მითხრა, შენნაირი ძმის ყოლას ვისურვებდიო; მაშინ, შესაძლოა, ავტობუსში ღამის გათენებაც არ დამჭირვებოდაო".
სხვა მგზავრები, რომლებიც, ძირითადად, ღამის ცვლაში მომუშავეები ან დილაადრიან სამუშაოზე მიმავალი ადამიანები არიან, ამ სიტუაციას თითქოს შეეჩვიენ კიდეც.
"ადამიანებს გული შესტკივათ. მთვრალი ადამიანის ავტობუსიდან ჩაგდება რთული არაა, მაგრამ ისინი ყველას ეცოდება", - ამბობს ხუცილავა.
ღამის ავტობუსის ერთ-ერთ მძღოლს, ოლეგ ხუცილავას თავის ავტობუსში მყოფი უსახლკარო მგზავრებისადმი არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად კონფლიქტურ სიტუაციებს ქმნიან, ისინი თანაგრძნობას იმსახურებენ: "უსახლკარო ძაღლებსაც კი მათზე მეტი უფლებები აქვთ", - ამბობს ის.
ფოტო: თამუნა ჩქარეული / OC Media
როგორც ღამის ავტობუსის ერთ-ერთი მძღოლი, ოლეგ ხუცილავა ამბობს, თუ ვინმეს ამოსვლაზე უარს ეტყვის, ის, უბრალოდ, შემდეგ ავტობუსს დაელოდება.
ფოტო: თამუნა ჩქარეული / OC Media
ამასობაში კი, იმ მგზავრების უმრავლესობა, რომელთათვისაც ღამის რეისები დაინიშნა, ავტობუსებით არც კი სარგებლობს. აეროპორტის გაჩერებაზე უმეტესწილად ის უსახლკაროები ჩამოდიან, რომლებიც იქ მერე მომდევნო რეისს ელოდებიან.
საჯარო საჩივრები უმეტესად ცუდ სუნს, მგზავრობის უსაფრთხოებასა და იმაზე წუხილს ეხება, რომ ასე ახლადჩამოსულ ტურისტებს ქალაქზე ცუდი წარმოდგენა ექმნებათ. ეს პრობლემა სოციალურ ქსელებში ფართო განხილვის საგანია. თუმცა, თბილისის სატრანსპორტო კომპანია აცხადებს, რომ უსახლკაროებისთვის ავტობუსში ასვლის ასაკრძალად არანაირი მექანიზმი არ გააჩნიათ.
"ერთი პერიოდი კონტროლიორების ჯგუფები დავნიშნეთ, რათა მგზავრთა ბილეთები შეემოწმებინათ, მაგრამ სამგზავრო ბილეთის აღება უსახლკაროებმაც დაიწყეს. ახლა სხვა გზებს ვეძებთ", - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი, ლელა თოფურიძე.
მართალია, კახა კალაძემ განაცხადა, რომ "ავტობუსიდან იმ ადამიანების ჩაგდება, ვინც იქ ღამეს ათენებს, არ შეიძლება", მაგრამ თბილისის მერს არც ახალი თავშესაფრების მშენებლობა დაუანონსებია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები