რატომ უნდა დავაფასოთ მეცნიერება ყალბი ამბების ერაში
ფოტო: 123RF
მეცნიერებასა და ფაქტებზე დაფუძნებული ცოდნის გარეშე დემოკრატია და სოციალური პროგრესი ვერ იარსებებს. რაციონალური და ლოგიკური უთანხმოებების წამოჭრისას ეს ორი ფაქტორი არის სიმართლის დადგენის საფუძველი.
ყალბი ინფორმაციის გავრცელება კი წინასწარ გათვლილი შეტევაა დემოკრატიულ თავისუფლებათა წინააღმდეგ.
ყალბი ინფორმაციისა და მისი გამავრცელებლების ძალა მაშინ გამოჩნდა, როცა საოცარი სისწრაფით შევეგუეთ იმ ფაქტს, რომ არსებობს ახალი ამბების სპეციალური კატეგორია, რომელსაც ყალბი ამბები ეწოდება. ამის აღიარებით ჩვენ ყალბ ამბებს ლეგიტიმურობა შევძინეთ. სინამდვილეში კი, თუკი ინფორმაცია ყალბია, მაშინ ის არც არის ინფორმაცია. არსებობს ახალი ამბავი და არსებობს ყალბი მონაჭორი, საეჭვო ფაქტები, დამახინჯებები და ტყუილები.
მაინც, რა კავშირია მეცნიერებას, ცოდნასა და ფაქტებს შორის?
რა ქმნის კარგ მეცნიერებას
მეცნიერება ცოდნის წარმოებისა და სიმართლესთან მიახლოების მნიშვნელოვანი იარაღია. ხარისხიანი სამეცნიერო პროცესი მკაცრი წესების არსებობას გულისხმობს. მეცნიერებასა და ცოდნის შექმნაში სიმკაცრის ერთ-ერთი გამოვლინება სამეცნიერო კოლეგიის მიერ შედეგების კონტროლი და უკუკავშირის გაღებაა, რაც ფაქტების სისწორისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ინსტრუმენტია.
ზოგადად, მეცნიერული კვლევა განმეორებადობის ტესტს უნდა უძლებდეს. დადგენილი მონაცემები ინახება, რათა შემდგომი უთანხმოების შემთხვევაში ხელახლა შეფასდეს ან გაანალიზდეს. ამასთან, ზიანის არიდების მიზნით, მეცნიერული კვლევები ეთიკური ნორმების დაცვით ტარდება.
მეცნიერული კვლევა არ ადგენს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას. კველევის შედეგები სიმართლის დადგენის დასაწყისია და არა - ბოლო. შემოწმებადი ემპირიული მონაცემები კი ჯანსაღ ნიადაგს ქმნის დისკუსიის, დებატისა თუ გადაწყვეტილების მიღებისთვის. მეცნიერებას მოაქვს რაციონალობის მაღალი ხარისხი, რომელიც ზრდის იმის ალბათობას, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების საუკეთესო ინტერესები იქნება გათვალისწინებული.
მეცნიერება, შესაბამისად, არის ღრმა და რთული საკითხების ყოვლისმომცველ შესწავლაში გონების გავარჯიშების საშუალება.
ეს ხდის მეცნიერებას მნიშვნელოვანს დემოკრატიის უზრუნველყოფისათვის. დემოკრატიული სისტემის არსებობა შეუძლებელია იმ ფაქტებისა და ინფორმაციის გარეშე, რომელიც ეხმარება ამომრჩევლებს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში ან რომელიც აუცილებელია ხალხის ინტერესის მაქსიმალურად გამთვალისწინებელი პოლიტიკის შესამუშავებლად. მეცნიერება, ასევე, საზოგადოებასაც ეხმარება შეიმეცნოს ის სამყარო, რომელშიც ის არსებობს.
რას წარმოადგენს ყალბი ამბავი
ფოტო: Shutterstock
ყალბი ამბავი, მეორე მხრივ, უარეს შემთხვევაში, რეალობის ხელოვნურად შექმნილი ან გამოგონილი ფაქტებით დამახინჯებას ნიშნავს. ეს პრაქტიკა მეცნიერული კვლევის პირდაპირი ანტითეზისია.
თუმცა ყალბი ამბები ახალი მოვლენა ნამდვილად არაა. ის ახალი ამბების ცნების გაჩენასთან ერთად შეიქმნა და მას მერე - პროპაგანდიდან დაწყებული, პოლიტიკური მანიპულაციებით დასრულებული - მრავალ მიზანს მომსახურებია. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 1990-იანებში პოლიტიკური მანიპულაციების შემთხვევათა ზრდამ ჩაუყარა საფუძველი ყალბი ამბების გავრცელების დღევანდელ მანიას.
ყალბი ამბების გავრცელების გახშირება ასევე გამოწვეულია ისეთი ტიპის ინფორმაციის ნაკლებობით, რომელსაც საზოგადოებრივი დისკურსის გამდიდრება შეუძლია. ეს კი, თავის მხრივ, გამოწვეულია მედიის კომერციალიზაცია/კონცენტრაციის იმ პროცესით,რომელიც 1980-იანი წლებიდან დაიწყო.
ამ ტენდენციებმა დაასუსტა საჯარო სიკეთეზე ორიენტირებული ისეთი ტიპის მედიის ზეგავლენა, რომელსაც კომერციულ და საზოგადოებრივ ინტერესებს შორის ბალანსის შენარჩუნება შეეძლო. ამან კი შეამცირა ისეთი ამბების გავრცელების რიცხვი, რომლებიც მეცნიერებაზე იქნებოდა ფოკუსირებული.
სამეცნიერო ჟურნალისტიკა, განსაკუთრებით კი საგამოძიებო ჟურნალისტიკა, საგრძნობლად დასუსტდა. ეს ნიშნავს, რომ ცოდნის ნაკლებობით, ცრურწმენებითა და მითებით ჩაბნელებული ადგილების გამოაშკარავების შესაძლებლობათა რიცხვმაც საგრძნობლად იკლო.
სპეციალიზირებული ჟურნალისტიკა ახლა განათლებულ და სპეციფიკური ინტერესის მქონე აუდიტორიაზეა ორიენტირებული.
ყალბ ამბავთა გავრცელების კიდევ ერთი მიზეზი საზოგადოებრივი ინსტიტუტების მიმართ ნდობის ზრდადი კარგვაა; აქ იგულისხმება მედია ინსტიტუტებიცა და ზოგადად ჟურნალისტიკა. გამოთავისუფლებული სივრცე კი დაიკავა ყალბმა წყაროებმა, ინდივიდებმა თუ პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა, რომლებიც თავს მესიებად წარმოაჩენენ და სხვადასხვა კომპლექსური სოციალური კრიზისის მარტივი გადაჭრის გზებს გვთავაზობენ. მათ ელიტური სოფიზმის ბრალდებით ფანჯრიდან მოისროლეს მეცნიერება, ფაქტები, მტკიცებულება, არგუმენტაცია თუ რაციონალობა.
სოციალური მედიის როლი
ფოტო: Lazaro Gamio
ციფრულმა ტექნოლოგიებმა და სოციალურმა მედიამ გაამარტივა ყალბი ახალი ამბების წარმოება და გავრცელება. პარადოქსია: უპრეცედენტო მეცნიერული და ტექნოლოგიური წინსვლა ხელმისაწვდომობის ტრადიციულ შეზღუდვებს შლის და საშუალებას გვაძლევს, ინფორმაცია ხალხის ცხვირწინ მოვათავსოთ; ამავდროულად კი, იგივე ტექნოლოგიები უზრუნველყოფენ ყალბი ახალი ამბებისა და ინფორმაციის ისეთი სწრაფი ტემპებით გავრცელებას, რომ საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანი სარგებელს ჯაბნის.
მეტიც, სოციალურ მედიაზე მტკიცებულებებისა თუ ფაქტების გადამოწმების პროფესიული ნორმები დიდად არ ვრცელდება. აქ მომხმარებლები დაუსაბუთებლად გამოთქვამენ საკუთარ პოზიციას ამა თუ იმ სოციალური ფენომენის შესახებ.
ფაქტების გადამოწმება და სამეცნიერო კოლეგიის უკუკავშირი უმნიშვნელოვანესი გახდა ახლა, როცა ყალბი ინფორმაცია თავისუფალ მიმოქცევაშია, რაც ერთობ საზიანო შეიძლება იყოს, განსაკუთრებით, როცა საქმე საყოველთაო ჯანდაცვის კამპანიებს ეხება.
ყალბი ახალი ამბის მიზიდულობის საიდუმლო მის მოჩვენებით სიმარტივეშია. მაშინაც კი, როცა სრულიადაა რეალობას აცდენილი, ის მაინც მარტივად საღდება სიმართლედ, რადგან ადამიანებში გამჯდარ დაუსაბუთებელ რწმენებს ეხმიანება. მას შესწევს ძალა, გააძლიეროს სტერეოტიპები და გააღრმავოს ცრურწმენები, რაც ცუდ მგდომარეობას უფრო ამძიმებს.
მეცნიერება, ფაქტები და ცოდნა გადაარჩენს კაცობრიობას
სამეცნიერო და საგამოძიებო ჟურნალისტიკა, რომელიც ფაქტების მშრალად გადმოცემის ნაცვლად სიმართლის გარკვევას ცდილობს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყალბი ახალი ამბებისა და ცდომილებების ერაში.
გადაჭარბება არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ კაცობრიობის და გარემოს, ამ სიტყვის უზოგადესი მნიშვნელობით, არსებობა დამოკიდებულია მეცნიერებაზე და ფაქტების, მტკიცებულებებისა და ექსპერტების პატივისცემაზე.
მეცნიერება, რომელიც საზოგადოებას შესაძლებლობას აძლევს, შეიმეცნოს ცხოვრება, ინკლუზიური, ღია საზოგადოების არსებობის წინაპირობაა, რაც უზრუნველყოფს ხალხის ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესსა თუ პროგრესული სოციალური მიზნების განხორციელებაში. მეცნიერების ხალხისთვის გასაგებად ახსნა და სამყაროს მათეული აღქმის სურათთან დაკავშირება მნიშვნელოვანია ინსტიტუციების მიმართ ნდობის ზრდისთვისა და მრავალფეროვან საზოგადოებაში ახალი ტიპის სოციალური ერთსულოვნების მისაღწევად.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები