სიყალბე იაკობ გოგებაშვილის მიმართ — ევროპული საქართველო დედაენის კანონპროექტს არ ეთანხმება
დედაენის სკოლებში დაბრუნების კანონპროექტის შინაარსს პარტია ევროპული საქართველო არ ეთანხმება და უმრავლესობას ალტერნატიულ წინადადებას სთავაზობს. ალტერნატივის ერთ-ერთი ავტორი სერგო რატიანი მიიჩნევს, რომ მარიამ ჯაშისა და ზაზა გაბუნიას მიერ შემუშავებული კანონპროექტის სულისკვეთება საბჭოთა კავშირის იდენტურია და უმრავლესობას აბსურდულ მდგომარეობაში აგდებს.
ევროპული საქართველოს ალტერნატიული წინადადებით, განათლების სამინისტროს ბაზაზე შექმნილმა სახელმწიფო კომისიას უნდა დაადგინოს შესაბამისობა შექმნილ სახელმძღვანელოებსა და იაკობ გოგებაშვილის დედაენას შორის და არა, თავად შექმნას დედაენის ერთადერთი და უნიკალური ვერსია.
"21 საუკუნეში იქმნება სახელმწიფო კომისია, რომელმაც უნდა შეადგინოს იაკობ გოგებაშვილის წიგნის ბოლო რედაქცია და ეს იქნება ერთადერთი, რომელსაც დაეწერება დედაენა. დაახლოებით ეს არის ისეთივე ცნობიერება და სულისკვეთება, როცა საბჭოთა კავშირში არსებობდა, მარქსი, მარქსის შრომები და შემდეგში ლენინის ერთადერთი ინტერპრეტაცია. ეს არის სამწუხარო და ფრიად შეუფერებელი თანამედროვე ცნობიერებისთვის, მეცნიერებისთვის", — განაცხადა სერგო რატიანმა.
სერგო რატიანის თქმით, პრინციპულად შეუძლებელია, რომ ერთი რედაქცია იყოს ჭეშმარიტება.
" მაგალითად, სიტყვა თ-ზე ერთმა რომ მოიტანოს თათი და მეორემ თითი, ერთს ანიჭებთ უპირატესობას და მეორეს არა? რა ლოგიკაა", — განმარტა რატიანმა ალტერნატიული წინადადების წარდგენისას.
სერგო რატიანის მიერ წარდგენილ ალტერნატიულ წინადადებას კანონპროექტის ავტორი დეპუტატი მარიამ ჯაში გამოეხმაურა. მისი განცხადებით, დღეს ძალიან რთულია ვინმეს ჰქონდეს პრეტენზია, რომ იაკობ გოგებაშვილის პედაგოგიური მეთოდის განახლებას თვითნებურად მოახდენს.
"მუდმივი განახლება ეს არის პრინციპი, რომელიც არის ყველასთვის საპატივცემულო და მისასალმებელი, თუმცა აქვე არის დათქმა, რომ ნებისმიერი ცვლილება უნდა განხორციელდეს წერა-კითხვის საზოგადოების გამგეობის წევრთა უმრავლესობის ჩართულობით დ არა კონკრეტული ავტორებისა და პედაგოგების მხრიდან", — განაცხადა მარიამ ჯაშმა.
მისი თქმით, კანონპროექტის მეორე მოსმენის შემდეგ გამომცემლებმა დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია და ამის გამო, კანონპროექტს დაემატა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო კომისია შეიმუშავეს დედაენის უახლეს ვერსიას და ასევე განიხილავს ალტერნატიულ წინადადებებსაც.
სერგო რატიანმა დამატებით გამოსვლაში თქვა, რომ იაკობ გოგებაშვილის დედაენა ერთადერთია, თუმცა მეთოდი აგრძელებს სიცოცხლეს.
"როგორ შეიძლება ვინმეს ჰქონდეს პრეტენზია, გარდა საბჭოთა ადამიანისა, რომ რასაც შექმნის, ის იქნება ერთადერთი რედაქცია. ეს არის სიყალბე, რომელსაც ჩვენ ჩავდივართ იაკობ გოგებაშვილის მიმართ", — განაცხადა სერგო რატიანმა.
მისი თქმით, გაუგებარია რატომ უნდა დაეწეროს კომისიის მიერ შემუშავებულ რედაქციას დედაენა და სხვას "გოგებაშვილის მიხედვით".
"ეს იმიტომ უნდა დაეწეროს, რომ ის არ არის სახელმწიფო კომისია? ეს არის ლენინიზმი და მონოპოლიზება რაღაცის. ეს არის ის, რომ კრიმანჭული მხოლოდ ასე უნდა ვიმღეროთ, ან ვთქვათ, რომ ბახი უნდა შესრულდეს ასე და სხვანაირად არა. ასეთი ცნობიერებით 21-ე საუკუნეში როგორ შეიძლება ვიყოთ? და რატომ ვაკეთებთ ამას? იმიტომ რომ ვთქვათ, ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა დედაენა. სიყალბეა, რომ ჩვენ ვაბრუნებთ დედაენას, რადგან მანამდეც იყვნენ ადამიანები, რომლებიც დედაენას თქვენამდე აკეთებდნენ და გააკეთებენ კიდეც", — განაცხადა სერგო რატიანმა.
დეპუტატმა გააკრიტიკა კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი ზაზა გაბუნიაც, რომელმაც ინიციატივის ტრიბუნიდან წარდგენის შემდეგ პლენარული სესია დატოვა.
მარიამ ჯაშმა სერგო რატიანს ერთი წინადადებით უპასუხა: "გოგებაშვილის მემკვიდრეობის პატივისცემას მარტო თქვენ შეიძლება მისცეთ მარქსის-ლენინიზმის შეფასება".
მისივე განცხადებით, ევროპული საქართველო წინ უსწრებს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს გრიფირების პროცესს და ალტერნატიული სახელმძღვანელოს შემუშავების შესაძლებლობას.
რას გულისხმობს კანონპროექტი
ქართული ოცნების დეპუტატების, მარიამ ჯაშისა და ზაზა გაბუნიას ინიციატივით, იაკობ გოგებაშვილის დედაენა ფორმალურ განათლებაში უნდა დაინერგოს და ბავშვებმა სწორედ ამ წიგნით ისწავლონ.
ამ მიზნით, დეპუტატები ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებას გეგმავენ, რომლის მიხედვითაც განათლების სამინისტრო შექმნის ექსპერტთა კომისიას. აღნიშნული კომისია, დედაენის, რომელსაც არამატერიალური ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, გრიფირებაზე წარსადგენად მოამზადებს. დედაენის გრიფირება სპეციალური წესით მოხდება და არა ზოგადით.
პარლამენტში კანონპროექტის მოტივაციასაც განმარტავენ და ამბობენ, რომ საქართველო მიერთებულია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენციას. ეს კონვენცია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების არა მხოლოდ დაცვას არამედ პრაქტიკაში დანერგვასაც გულისხმობს.
კანონპროექტს დღეს, 3 აპრილის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით უნდა უყარონ კენჭი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში


კომენტარები