სრულიად უხორცო Whopper - Burger King-ის ახალი სიტყვა სწრაფ კვებაში
ფოტო: Jason Henry / The New York Times
დიდი ხანი არაა, რაც მცენარეული შემადგენლობის ხორცი პოპულარული გახდა.
უკვე პირველი აპრილიდან მოყოლებული, Burger King თავის მომხმარებლებს სთავაზობს ახლებურ ვოპერს, რომელსაც ტრადიციული ხორცის ბურგერის გემო აქვს, ოღონდ ერთი განსხვავებით: ის საერთოდ არ შეიცავს ხორცს.
ეს ახალი უხორცო ბურგერი სტარტაპ კომპანია Impossible Foods-თან თანამშრომლობის შედეგია. კომპანია ბურგერისთვის ხორცის კატლეტს ჰემის, სოიოს ფესვებისგან გამომუშავებული იმგვარი ცილებისგან ამზადებს, რომელიც თავისი სტრუქტურით ძალიან ჰგავს ხორცს. "ჩემი გუნდის წევრებმა, რომლებიც ვოპერის ვიზუალსა და მის შემადგენლობას კარგად იცნობენ, სცადეს ერთმანეთისგან განესხვავებინათ უხორცო და ტრადიციული ბურგერები და მათ ამის გაკეთება ძალიან გაუჭირდათ", - განაცხადა ფერნანდო მაჩადომ, Burger King-ის მარკეტინგული განყოფილების უფროსმა.
ეს უმნიშვნელოვანესი სიახლეა მათთვის, ვისაც ცხოველების მიმართ გამოჩენილი სისასტიკისა და კლიმატის ცვლილებაზე წუხილის გამო ხორცის სხვა ალტერნატივით ჩანაცვლება სურს. თუ ახალი უხორცო ბურგერი მეტი მომხმარებლის გულს მოიგებს და მისი წარმოება კიდევ უფრო გაფართოვდება, მაშინ ეს პროცესი არა მხოლოდ ინდუსტრიულ მეცხოველეობაში ჩართულ ასი ათასობით ცხოველს გადაარჩენს, არამედ გლობალურ დათბობასაც შეუშლის ხელს: როგორც ცნობილია, მსხვილფეხა საქონელი გარემოში დიდი რაოდენობით მეთანს გამოყოფს. ეს ასევე შეიძლება დაგვეხმაროს ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულობის შემცირებაში. რეზისტენტულობას ხშირად იმ საქონლის ხორცის მოხმარება იწვევს, რომლებსაც სხვადასხვა მასტიმულირებელი მედიკამენტებით ზრდიან.
Impossible Burger-ის სახელით ცნობილი ეს ახალი პროდუქტი ამჟამად მხოლოდ ქალაქ სენტ-ლუისის Burger King-ის 59 რესტორანშია ხელმისაწვდომი. მაჩადოს თქმით, თუ მოლოდინი გაამართლებს, ის ამერიკაში ქსელის ყველა, 7,200 ფილიალში გაიყიდება. შესაძლოა, ამან ხორცის მასობრივად მოხმარების შემცირებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს, განსაკუთრებით, თუ Burger King-ს სხვა მსგავსი სწრაფი კვების ქსელებიც მიბაძავენ - რაც რთულად წარმოსადგენი სრულიადაც არაა.
ამერიკული რესტორნების ქსელი White Castle უკვე ყიდის Impossible Foods-ის მცენარეული ხორცის კატლეტის შედარებით თხელ ნაჭრებს. Carl’s Jr.-ის რესტორნების ქსელიც იანვრიდან მოყოლებელი სთავაზობს კლიენტებს ვეგეტარიანულ ბურგერებს, რომლის მცენარეულ ხორცსაც კომპანია Beyond Meat აწარმოებს.
შეიძლება, არალოგიკურად მოგეჩვენოთ, რომ ხორცის ალტერნატიული საშუალებით ჩანაცვლებით ის კომპანიები დაინტერესდნენ, რომლებიც ხორცის პროდუქტის წარმოებაზე ფოკუსირდებიან. მაგრამ, რეალურად, ეს უბრალოდ კარგი ბიზნეს ხედვაა: ბოლო დროს მომხმარებლები სულ უფრო მეტად ეძებენ ხორცის შემცვლელს. შესაბამისად, თუ კომპანია მათ ისეთი ალტერნატივით უზრუნველყოფს, რომელიც ერთდროულად გემრიელი და იაფიც იქნება, - უხორცო ვოპერი ჩვეულებრივთან შედარებით ერთი დოლარით მეტი ეღირება, - ეს მათ დიდ მოგებას მოუტანს.
Burger King არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც ხორცის ბაზრის გაკონტროლებას ამ გზით ცდილობს. ხორცის მწარმოებელი ბევრი დიდი ამერიკული კომპანია ინსვესტიციას სწორედ ხორცის ჩამნაცვლებელში დებს. ამის შესახებ ჟურნალისტმა კილსი პაიპერმა უკვე ისაუბრა თავის სტატიაში: "ხორცის მრეწველობამ რაღაც ეტაპზე შეწყვიტა ხორცის ალტერნატივების კონკურენტად მიჩნევა და მათ ისე შეხედა, როგორც ხორცის შესაძლო მომავალს. როგორც გასულ ზაფხულს ამერიკული კომპანიის, Tyson’s Food-ის დირექტორმა, ტომ ჰეისმა ინტერვიუში განაცხადა, თუ ვერ ამარცხებ, შეუერთდი - ასე არაა?"
Impossible Food-ის მსგავსი სტარტაპებისთვის Burger King-ისნაირ კომპანიასთან თანამშრომლობის სარგებელი ყველასთვის ცხადია: ასეთ დიდ ქსელს შეუძლია, დიდი რაოდენობის პროდუქტი გაყიდოს და ამ გზით უხორცო პროდუქტი მასობრივი და ყველასთვის მისაღები გახადოს.
თუმცა, მეორე მხრივ, დიდ ქსელთან თანამშრომლობის გამო, შესაძლოა, Impossible Foods-ის მიმართ კრიტიკული კითხვებიც გაჩნდეს.
რადგანაც Burger King ნამდვილად არ აპირებს ხორცის ბურგერების წარმოების შეწყვეტას, შეიძლება, ბევრმა ეს თანამშრომლობა ქსელის მხრიდან ყალბი მაღალმორალური იმიჯის მორგების მცდელობად აღიქვას. სწორედ მსგავსი კრიტიკული მოსაზრებები გაჩნდა, როდესაც Tyson’s Food-მა Beyond Meat-თან თანამშრომლობა დაიწყო.
ამასთან, რომ არავინ დააბნიოს უხორცო ბურგერის იარლიყმა, რომელიც ამ ახალ პროდუქტს მიეწერება, მნიშვნელოვანია აღინიშოს, რომ ის ვეგანური არ არის. Burger King მის მოსამზადებლად ჩვეულებრივი ვოპერისთვის განკუთვნილ მაიონეზს იყენებს.
Burger King-ისა და Impossible Food-ის მოულოდნელი თანამშრომლობა სტრატეგიული არჩევანია ბიზნესის კიდევ უფრო განვითარებისა და გაფართოებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ეს რაღაც ტიპის დათმობებზე წასვლასაც გულისხმობს. მსგავსი რისკი საზოგადოებისთვისაც იქნება მომგებიანი, თუ ბაზარზე ძლიერი მოთამაშეების ხელის შეწყობის შედეგად ალტერნატიული ხორცი ადამიანთა კვების რაციონში ფეხს მოიკიდებს.
რადგანაც უხორცო ბურგერი უკვე ხელმისაწვდომია მომხმარებელთათვის, მალევე ვნახავთ, რა შედეგის მომტანიც იქნება ეს სარისკო ნაბიჯი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები